ნებისმიერ გამოცდილ დიასახლისს აქვს კიტრის ზამთრისთვის დამწნილების სამეფო რეცეპტი, რომელსაც მხოლოდ საიდუმლოდ უზიარებენ ერთმანეთს და ისიც, მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე. თავად ხემსს წუთებში ჭამენ აღფრთოვანებული შეძახილებისა და მხიარული ხრაშუნის ფონზე.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ საზაფხულო რეცეპტს მადისაღმძვრელი მარინადის მოსამზადებლად, რომელსაც დამწყებიც კი გაუმკლავდება. თუ გიყვართ მაგარი ხრაშუნა და ცხარე კიტრი ნივრით, მაშინ ეს მარინადი მოგეწონებათ.
კიტრის მარინადი ქილებში
მოამზადეთ 3 ლიტრიანი ქილა. კიტრი აუცილებლად გააჩერეთ წყალში 3-4 საათის განმავლობაში. კლასიკური რეცეპტი მოითხოვს ჭის წყალს, მაგრამ არ ინერვიულოთ, თუ მას ვერ იშოვნით. საკმარისი იქნება ჩვეულებრივი სასმელი წყალი. არაყი შეიძლება ჩანაცვლდეს ჭაჭით ან სპირტით (ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაამატეთ ნახევარი ჭიქა მთლიანის ნაცვლად).
ინგრედიენტები
- 1,5 კგ კიტრი;
- 1 პირშუშხა;
- 0,5 ჭიქა მარილი;
- კამა – ერთი ქოლგა;
- 100 გრ გახეხილი ნიორი;
- 0,5 ჭიქა არაყი.
მომზადების წესი
1.ქილაში მოათავსეთ კამა, დაჭრილი პირშუშხას ფოთოლი და კიტრი.
2. მარილწყლის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ არაყი და მარილი. დაუმატეთ სახეხზე გახეხილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიორი. ასეთი ნარევი თითოეული ქილისთვის ცალ-ცალკე მოამზადეთ.
3. ჩაასხით ჭურჭელში ჭიქა წყალი, შემდეგ კი მარილწყალი. დარჩენილი მოცულობა ივსება ჭის ან ჩვეულებრივი სასმელი წყლით.
4. დაახურეთ ქილებს კაპრონის თავსახურები და ქილა ნაზად შეანჯღრიეთ რამდენჯერმე ისე, რომ ნივრის „თოვლი“ თანაბრად გადანაწილდეს. მზადაა! მარინადი შეგიძლიათ შეინახოთ სარდაფში ან სხვა გრილ ადგილას და დაელოდოთ გემრიელ დეგუსტაციას.
აი, ასეთი კიტრის მარინადი გამოვიდა ზამთრისთვის. გემრიელი “კიტრი თოვლის ქვეშ” დიდხანს იქნება მაგარი და ხრაშუნა. ის შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს და წვნიანებს ან უბრალოდ მიირთვათ როგორც ხემსი.