სარეველა ბალახი ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე: პირეი ავადმყოფობას დაგავიწყებთ

828

პირეი ყველა მებაღისთვის ნაცნობი სარეველაა. მისი ლათინური დასახელება Agorypurm reepns სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “მინდვრების მცოცავ ცეცხლს”. პირეისთან პირდაპირი გაგებით ბრძოლა გვიწევს, რადგან მცენარე რეკორდსმენია თავისი რეპროდუქციული თვისებების გამო.

ამ ამტან მცენარეს სამკურნალოდაც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი, ამოსახველებელი, დამარბილებელი, ოფლმდენი, შარდმდენი და ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი თვისებები.

ჯერ კიდევ ავიცენა, თავის “საექიმო მეცნიერების კანონში” პირეის მრავალფუნქციური სამკურნალო თვისებების შესახებ აღნიშვნისას, წერდა, რომ იგი “თირკმლებში ქვებს შლის, დევნის შარდს, შესანიშნავი წამალია თვალებისთვის და სასარგებლოა ახალი ჭრილობების დროს, რამდენადაც მათ აწებებს.”

დღეს მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. პირეი, უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება, როგორც სისხლგამწმენდი საშუალება, შედის თირკმლებისა და შარდის ბუშტის სამკურნალო ნაკრებების შემადგენლობაში.

მას მხედველობის დაქვეითების, შაქრიანი დიაბეტის, მენსტრუალური დარღვევების, რაქიტის, ტუბერკულოზის, ფურუნკულის, ბუასილის დროს ნიშნავენ. პირეის ნახარშს კი იყენებენ დიათეზის, საბავშვო ეგზემის, ქრონიკული ყაბზობის, რევმატიზმისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ. მე გთავაზობთ აღნიშნული დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ნახარშის რეცეპტს.

პირეით მკურნალობის რეცეპტი

  • 25 გ პირეის ფესვები
  • 250 მლ წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. დაასხით ფესვებს ადუღებული წყალი.
  2. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით.
  3. დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ.
  4. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

სიმსივნის საწინააღმდეგო ნაყენი

ასევე, შეგიძლიათ პირეის ნაყენის მომზადებაც. იგი სასარგებლოა ხველის, მიმოცვლითი პროცესების დარღვევის დროს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ნაყენს იყენებენ კანის დაავადებების დროსაც, აბაზანებისა და სავლებების სახით.

  • 2 ს.კ. პირეის ფესვები
  • 500 მლ გაგრილებული გადადუღებული წყალი
  • 200 მლ მდუღარე წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. საღამოს დაასხით ფესვებს ადუღებული და გაგრილებული წყალი, დააყენეთ 12 საათით.
  2. დილით გადაწურეთ, მიღებული ნაყენი კი არ გადაღვაროთ. ფესვებს ისევ დაასხით მდუღარე 1 საათით და გადაწურეთ.
  3. შეურიეთ მიღებულ ნაყენს პირვანდელი სითხეც.
  4. მიიღეთ 100 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3-4-კვირიანია.

სხვათა შორის, მცენარის დაფქული ფესვებისგან იღებენ ფქვილს, რომლის გამოყენება შეიძლება ფაფების, სხვადასხვა სასმლის, საკმაოდ გემრიელი პურის მომზადება. ასეთი პურის მომზადება იმიერ კავკასიის ტრადიციის ნაწილია.

უკუჩვენებები

პირეის თითქმის არ ახასიათებს უკუჩვენებები – ყოველ შემთხვევაში, ამაზე არავინ და არაფერი მიანიშნებს. ფრთხილად იყავით მცენარის პრეპარატების მიღებასთან, თუ ჰიპოტონია, დიარეით თანხლებული მწვავე პანკრეატიტი ან კუჭის წყლულოვანი დაავადება გაქვთ.

ახალი ფესვებისგან ამზადებენ სუპებს, სალათებს, გარნირებს თევზის, ბოსტნეულისა და ხორცის კერძებისთვის.

სალათის რეცეპტი

  • 200 გ პირეის ფესვები
  • 100 გ ჭარხალი
  • 50 გ ღოლო
  • არაჟანი ან მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  1. დააქუცმაცეთ ფესვები 2-3 სმ ნაჭრებად, მოხარშეთ მარილიან წყალში და დაწურეთ.
  2. შეურიეთ მოხარშულ, დაჭრილ ჭარხალსა და ღოლოს პიურეს.
  3. მოაყარეთ მარილი, შეაზავეთ არაჟნით ან საყვარელი ზეთით.

გარნირის რეცეპტი

  • 200 გ პირეის ფესვები
  • 10 გ ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  1. მოხარშეთ ფესვები მარილიან წყალში.
  2. დაჭერით 2-3 სმ ნაჭრებად და შეწვით ზეთზე.
  3. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მიირთვით შემწვარ ან მოხარშულ ხორცთან ერთად.

პურის რეცეპტი

  • 200 გ პირეის ფესვები
  • 25 გ საფუარი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1 კვერცხი
  1. მოხარშეთ ფესვები მარილიან წყალში და ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპში.
  2. დაუმატეთ საფუარი და რძე და გააჩერეთ 8-10 საათით.
  3. ათქვიფეთ 1 კვერცხი, შეაზილეთ ცომს ისე, რომ მიიღოთ რბილი მასა.
  4. პატარა, 50-გრამიანი პურები გამოაცხვეთ ღუმელში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს