გარგრის კურკები გულის, ფეხებისა და ბრონქების წამალია: რას კურნავს ეს გემრიელი თხილი

0
594

გარგარი წვნიან რბილობში კალიუმის შემცველობითაა ცნობილი. თუმცა, მას კიდევ ერთი ფასდაუდებელი ნაწილი – კურკა აქვს. კურკის გულში, პატარა თხილში უჯერი ცხიმოვანი მჟავები იყრის თავს, რომლებიც აუცილებელია სისხლძარღვების კედლებისთვის. ამიტომ, მისი მიღება რეკომენდებულია გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისთვის, მიიღეთ ძილის წინ 3-5ც თხილი (არაუმეტეს 1-2 თვის განმავლობაში). ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებით ცვლილებებს წამლების მიღების შეწყვეტით აღნიშნავთ.

კურკის გული ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, რამდენადაც იგი აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს.

თავიანთ პრაქტიკაში, ხალხური მკურნალები ხშირად იყენებენ გარგრის თხილზე დამზადებულ ინფუზიებსა და ტინქტურებს. სასარგებლო ნივთიერებების საკმაოდ მაღალი შემცველობის წყალობით, მას საერთოგამაძლიერებელი მოქმედება აქვს ორგანიზმზე, ავსებს ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობას.

გარგრის თხილით მკურნალობა

გარგრის თხილის ნაყენი

  • 10 გ თხილი
  • 100 მლ წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. გარგრის თხილი დანაყეთ წვრილ ნამცეცებად, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3-4 საათით ოთახის ტემპერატურაზე.
  2. გადაწურეთ და მიირთვით 50 მლ დღეში სამჯერ.
  3. გარეგანად, მას თვალის სავლების სახით იყენებენ.
  4. ამ რეცეპტით მომზადებული საშუალება გამოიყენება ციებისა და გაციების (შინაგანად) დროს, ასევე, კონიუქტივიტის (გარეგანად) სამკურნალოდაც.

გარგრის თხილისა და ნაძვის წიწვების ნაყენი

  • 200 გ თხილი
  • 500 გ ნაძვის წიწვები
  • 3 ლ წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. გარგრის თხილი დანაყეთ, შეურიეთ დაქუცმაცებულ წიწვებს, დააყენეთ მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით.
  2. მზა ნაყენი გადაწურეთ.
  3. მიღებული საშუალება გამოიყენეთ აბაზანებისთვის – ჩაალაგეთ მასში კიდურები.
  4. პროცედურა დღეში 1-2-ჯერ ჩაიტარეთ.
  5. მკურნალობის კურსი არანაკლებ 5 დღეს უნდა გაგრძელდეს.
  6. აღნიშნული საშუალება რევმატული პოლიართრიტის დროს გამოიყენება.

გარგრის თხილისა და სამკურნალო ბალახების ნაყენი

  • 20 გ თხილი
  • 10 გ ცხენისკუდა
  • 10 გ წყლის იელის ისრები
  • 10 გ მატიტელას ბალახი
  • 10 გ ქრისტესისხლა
  • 10 გ ბეგქონდარა
  • 200 მლ წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. გამომშრალი და წვრილ ფხვნილად დაფქული ბალახები შეურიეთ.
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ იელის დაქუცმაცებული ისრები და დანაყული გარგრის თხილი. ყველაფერი კარგად შეურიეთ.
  3. 10 გ მიღებულ ნაკრებს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით.
  4. გადაწურეთ წვრილ საცერში და მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ.
  5. ამ რეცეპტის გამოყენება რეკომენდებულია ბრონქიტის, ტრაქეიტის, პნევმონიისა და ლარინგიტის დროს.

უკუჩვენებები

გარგრის თხილის მიღება დაუშვებელია მითითებულ დოზაზე გადაჭარბებით – მიიღებთ მძიმე კვებით მოწამლვას; უარი თქვით ამ საშუალებით მკურნალობაზე ღვიძლის ზოგიერთი დაავადებისა და პანკრეატიტის დროს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი