პირსახოცები რბილი და ნაზი რომ გახდეს, რეცხვისას ეს საშუალება დაამატეთ

422

ყველა დიასახლისმა იცის, რომ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, აბაზანის პირსახოცები დროთა განმავლობაში უხეშდება. ხდება ხოლმე, რომ პირსახოცი ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ ის ზუმფარას წააგავს. ამ დროს გვინდა, რომ მათ ყოფილი სიფაფუკე და სინაზე დავუბრუნოთ. როგორ მივაღწიოთ ამას? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მეთოდს, რომელსაც მსოფლიო დონის სასტუმროები იყენებენ, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ რბილი პირსახოცები.

რბილი პირსახოცები

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ რეცხვის მეთოდზე, რომლის შემდეგაც თქვენი პირსახოცები ახალივით იქნება. უფრო მეტიც, ამ მეთოდისთვის რაიმე სპეციალური საშუალებების ყიდვა არ დაგჭირდებათ.

მთავარ ინგრედიენტს თქვენს სამზარეულოში ნახავთ. დღეს ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა წესების დაცვაა საჭირო, რომ პირსახოცები ყოველთვის რბილი იყოს. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, პირსახოცები შესახებად ყოველთვის სასიამოვნო იქნება.

ხდება ხოლმე, რომ გარეცხვის შემდეგ პირსახოცები უხეშდება და ამ პირსახოცების გამოყენება აღარ გვინდა. პირსახოცების გაუხეშება შესაძლებელია ორ შემთხვევაში. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სინთეზური ბოჭკოები, რისგანაც მზადდება პირსახოცი. ამიტომ პირსახოცის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის შემადგენლობას და უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურს. ასევე, ბოჭკოების გაუხეშება შეიძლება განპირობებული იყოს არასწორი რეცხვით. როგორ ავიცილოთ თავიდან მეორე შემთხვევა?

როგორ გავრეცხოთ პირსახოცები

პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ პირსახოცებთან ერთად არ უნდა გარეცხოთ სხვა ნივთები. პირსახოცები ცალკე გარეცხეთ. ასევე, ნუ ჩადებთ ძალიან ბევრ ნივთს სარეცხ მანქანაში ერთდროულად. მანქანაში წყალი საკმარისად არ შეივსება და ამიტომ პირსახოცები კარგად არ გაირეცხება.

ასევე, არ დაამატოთ სარეცხის კონდიციონერი პირსახოცების რეცხვისას. მათ შემადგენლობაში სილიკონია და ის ცუდად ირეცხება ბოჭკოებიდან. რეჟიმი უკეთესია აირჩიოთ ბამბის ან დელიკატური ქსოვილებისთვის. და ბოლოს, რეცხვის მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა იყოს 60 გრადუსზე მაღალი. ფერადი პირსახოცების შემთხვევაში უმჯობესია ტემპერატურა იყოს 40 გრადუსი.

თუ ისე მოხდა, რომ თქვენი პირსახოცები უკვე უხეშია, მაშინ ეს მეთოდი გამოგადგებათ. პირსახოცების რეცხვისას დაამატეთ ჩვეულებრივი სუფრის ძმარი. ამ პროცედურის შემდეგ, პირსახოცები აღარ დაიმუხტება და რბილი იქნება.

პირსახოცების გასარეცხად დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა ძმარი. უბრალოდ ჩაასხით ბარაბანში გარეცხვის წინ. ძმარი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრეულის რეცხვის დროს. ამ შემთხვევაში 1 ჭიქა ძმარი დაგჭირდებათ. ძმარი არა მხოლოდ არბილებს ქსოვილს, არამედ აშორებს რთულ ჭუჭყს, აფიქსირებს ფერს და მის დეზინფექციასაც ახდენს.

თუ გსურთ, რომ თეთრეულს სხვადასხვა ლაქები ან სიყვითლე მოაშოროთ, მაშინ გარეცხვამდე სოდის ხსნარში მოათავსეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ გარეცხოთ ჩვეულ რეჟიმში სარეცხი საშუალებების დამატებით. სოდა ასევე შეგიძლიათ დაამატოთ კონდიციონერის ნაცვლად.

თუ პირსახოცები უკვე გარეცხილია და ძმრის დამატება დაგავიწყდათ, შეგიძლიათ ცოტა ხნით ძმრიან წყალში მოათავსოთ. ეს მათ სირბილეს დაუბრუნებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ეფექტური გზები ყოველთვის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს