თავი ვერ შევიკავე და ჩემს შვილს ჩემი რძლის საიდუმლო გავუმხილე. მეგონა, მაშინვე მიატოვებდა, მაგრამ მისმა პასუხმა გამაოგნა

16431

ქორწინებაში ყველაფერი უნდა გაიზიარო: მწუხარებაც და სიხარულიც. ასე რომ, თუ ურთიერთობაში მოულოდნელად რაიმე საშინელი საიდუმლო ხდება ცნობილი, ეს თითქმის ყოველთვის ნამდვილი შოკია ერთ-ერთი მხარისთვის. როგორ გადაიტანოს ასეთი ამბები, ყველა თავად წყვეტს. როგორ მოიქცეს მომავალში – იმასაც.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ბუნებაზე და მის ცხოვრებისეულ შეხედულებებზე. ზოგი უბრალოდ მიდის, კარის ხმამაღალი გაჯახუნებით. ზოგი ცდილობს გარკვევას სიტუაციაში, საკუთარ თავში და პარტნიორში. ამისთვის ფსიქოლოგებსაც კი მიმართავენ. ზოგს კი ურჩევნია უბრალოდ მოთმინება და გზის გაგრძელება. რომელი მათგანია მართალი? ალბათ, თითოეული თავისებურად.

საშინელი საიდუმლო

ჩემთვის, მორწმუნე ქალისთვის, დღე, როდესაც ჩემმა შვილმა რძალი სახლში მოიყვანა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მას თავისი სტილი აქვს, გამომწვევ მაკიაჟს ატარებს და ძალიან გამომწვევად იცვამს. მისი აზრით, ძალიან ორიგინალურად გამოიყურება. მაგრამ, რაც მთავარია, ირაკლის ეს მოსწონს. რომ მოიყვანა მაშინ ისინი 20 წლისები იყვნენ.

ჩემმა შვილმა და რძალმა ჩვენს ბინაში დაიწყეს ცხოვრება, ამის ატანას დიდხანს არ ვაპირებდი. ჩემებურად ვებრძოდი : უკითხავად შევდიოდი მათ ოთახში, ირაკლის თანდასწრებით გამუდმებით ვსაქმიანობდი, რძალს ვთხოვდი დახმარებას დასუფთავებაში და საჭმლის მომზადებაში. მე ხომ ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს თანამედროვე ახალგაზრდობას ამის მიმართ. ასე რომ, რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემმა შვილმა თავად მითხრა, რომ მალე ნაქირავებ ბინაში გადავიდოდნენ.

რძალთან ურთიერთობა

შესანიშნავი. მაგრამ იცით, სიამოვნებით ვიცხოვრებდი თუნდაც უფრო პატარა საცხოვრებელში, სივიწროვეში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გოგონა უფრო მოკრძალებული იქნებოდა. ჩვენ ერთად ვივლიდით ეკლესიაში, ნორმალური ურთიერთობა გვექნებოდა. მაგრამ, ნანასთან არა. ამ სულის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

ჩემი შვილის შემოსავლის შესახებ დაახლოებით ვიცოდი. საშუალო შემოსავალი ჰქონდა. რძალი სახლიდან მუშაობდა, კომპიუტერთან იჯდა ან ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცებს. აბა, რას გადაუხდიდნენ ამაში? ამიტომ მეგონა, რომ ყოველდღიურობა, საყოფაცხოვრებო მოვალეობები და უსახსრობა მათ წააჩხუბებდა.

ჩემდა სამწუხაროდ, ექვსი თვის შემდეგ, ჩემმა შვილმა და სარძლომ „გამახარეს“ ახალი ამბით: მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. რატომ? ნუთუ ჰქონიათ, რომ ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება და ცხოვრება გაადვილდება? ირაკლი სწორედ ამ დროს დაწინაურდა და ფინანსური საკითხი ცოტა გამოსწორდა.

პირადი პრობლემები

ქორწილის შემდეგ ირაკლის მაშინვე მოუნდა შვილები. ეს არ იყო რაიმე უჩვეულო, ის ყოველთვის საუბრობდა ამაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, დრო გადიოდა და ყველაფერი უცვლელად იყო. მე უკვე ჩემს მეგობარსაც კი ვკითხე, როგორც ექიმს, მიზეზი რა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ანალიზებისა და გამოკვლევების გარეშე ვერაფერს მეუბნებოდა. სულ ვლოცულობდი, რომ ჩემს შვილს კარგი შვილები მაინც ჰყოლოდა, რადგან ცოლში არ გაუმართლა.

შემდეგ ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ ცოლთან ერთად დასასვენებლად წასულიყო, იქნებ ეს მაინც დახმარებოდათ. მართლაც, 3 წელი გავიდა. შვებულების გარეშე, მუდმივად სამსახურში – ნებისმიერი დაავადდება. რომელ მემკვიდრეებზეა საუბარი. მე არ წამიყვანეს, მაგრამ მე არც წავიდოდი, რისგან უნდა დამესვენა? რამდენიმე დღის შემდეგ მეგობარმა დამირეკა.

აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ მათ კლინიკაში ჩემი ვაჟი და რძალი მისულიყვნენ. ყველა ანალიზი ჩაებარებინათ, რაც სჭირდებოდათ. პასუხებს დრო სჭირდებოდა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, პირველმა მე გავიგე. ჩემდა სამწუხაროდ, ირაკლი უნაყოფო აღმოჩნდა. ასე რომ, მემკვიდრეებზე საუბარიც არ არის. ეს არის სასჯელი, როგორც ჩანს, ჩემი ცოდვებისთვის.

სასიხარულო ამბავი

რამდენიმე კვირის შემდეგ ირაკლი და მისი ცოლი დაბრუნდნენ. მხიარულები, გარუჯულები. გულწრფელად ბედნიერი ვიყავი ორივეს გამო. აბა, რა ვქნათ, რაიმე მაინც იყოს სასიხარულო ცუდ ამბებამდე. მას შემდეგ დამეწყო რაღაც შინაგანი ბრძოლა, ნერვიულობა. დღითიდღე ველოდი, როდის მოვიდოდა ჩემი შვილი, იქნებ მარტოც არ მოსულიყო და მომიყვებოდა მათი მწუხარების შესახებ.

რა რეაქცია უნდა მქონდეს? როლი ვითამაშო? შევძლებ? იქნებ, სულ ტყუილად ჩავერიე მათ ცხოვრებაში? მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, გავიდა ერთი თვე, შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ყველაფერი ძველებურად იყო. ჩვენ ხანდახან ერთმანეთს ვურეკავდით და ჩვენს ამბებს ვუყვებოდით, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი. ერთ დღეს, ბოლოს და ბოლოს, ჩემმა შვილმა დარეკა. აკანკალებული ხმით მითხრა, რომ ახალი ამბავი ჰქონდა ჩემთვის და უკვე ჩემთან მოდიოდა.

მოვემზადე, მინდოდა, რომ როდესაც მოვიდოდა მისთვის თვალებში არ შემეხედა, თავშეკავებულად და ნეიტრალურად მემოქმედა. მაგრამ, არ გამომივიდა. ის იმ ამბით არ მოსულა, რასაც ველოდი. მისი ცოლი დაორსულდა! როგორც იქნა! ამდენ ხანს ტყუილად არ ელოდნენ და ასე შემდეგ.

საშინელი საიდუმლო

ვიდექი და ვუსმენდი მის ბედნიერ ტირადას და თანდათან ბრაზი მერეოდა. რაღაც მომენტში თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი რაც გულში მქონდა. ვუთხარი, რომ მეგობარმა დამირეკა და მათი ანალიზების შედეგების შესახებ ყველაფერი ვიცოდი. ვუთხარი ის, რომ ეს მისი შვილი არ არის. დიახ, სიმართლე ძალიან სასტიკია.

მას წამით სახე შეეცვალა. გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ კი სკამიდან წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული. საშინელი საიდუმლო გამოვლინდა. ცრემლებს ველოდი, ყვირილს. მაგრამ არა უშავს, ყველაფერს გაუძლებს. ემოციები ამ შემთხვევაში გასაგებია. ირაკლი კი მომიახლოვდა და მითხრა, რომ მშვენივრად იცის, რომ უნაყოფოა და მამა ვერ გახდება.

მაგრამ მან არჩევანი გააკეთა: დაე, ამ ბავშვის მამა გახდეს, ვიდრე მარტო დარჩეს ამ ცხოვრებაში. სხვა ცოლი ხომ მას მშობლად ვერ აქცევს. ამას ვერავინ შეძლებს. მაშინ რა საჭიროა ამდენი ადამიანის დაზარალება? ის ირჩევს ოჯახს, ბავშვი კი – მისი შვილი იქნება.

შემდეგ დავსხედით, სხვა თემებზე ვისაუბრეთ და ის წავიდა. მე მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან. ეს როგორ, რატომ მექცევა ღმერთი ასე: ერთადერთ ვაჟს არა მხოლოდ შთამომავლობის მოცემა არ შეუძლია, არამედ რჩება სხვის შვილთან და მოღალატე ცოლთან ერთად. რატომ?! იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ ეკლესიაში სიარული ჩემთვის აღარ იყო, დრო იყო შემეწყვიტა. რადგან თუ ისეთი შვილიშვილის ბებია უნდა ვიყო, რომელიც არ მეყვარება, მაშინ ისეთი მაინც ვიყო, ვინც საკუთარ თავს მაინც არ მოატყუებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს