გარდაცვალებამდე ჩემმა ქმარმა აღიარა, რომ ნანობდა, რადგან ქალიშვილს ვერ დაეხმარა. ახლახან ის ჩემს ზღურბლზე გამოჩნდა

499

თითქოსდა, ოჯახურ დრამებში უკვე აღარაფერი გვაკვირვებს და არც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი წარმოადგენს იშვიათ მოვლენას. როგორ ავუხსნათ პატარას, რატომ ცხოვრობს ის არასრულ ოჯახში და სად არის ახლა მისი მამა? მაგრამ, რას იზამ, როგორმე უნდა გააგრძელო ცხოვრება.

შემდეგ კი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გაქცეული მშობლები უცებ ხვდებიან, რომ რაღაც არასწორად ჩაიდინეს ცხოვრებაში და საჭიროა, რომ თავიანთი “ცოდვები” როგორმე გამოასწორონ. მაგრამ, უკვე გვიანი აღმოჩნდება ხოლმე. როგორც ამბობენ, კარმა თავის საქმეს აკეთებს. სწორედ მაშინ ჩნდება ცრემლიანი ისტორიები იმის შესახებ, რომ ადრე ახალგაზრდა ვიყავი, ახლა კი არავის ვჭირდები. საჭიროა ასეთი მამების შეცოდება? ყველას საკუთარი დასკვნები გამოაქვს.

ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი

ჩემი ქმარი 15 წლის წინ, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. მე მეორედ არ გავთხოვილვარ. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 43 წლის ვიყავი. თავად გესმით, გოგონა აღარ ვიყავი. თუმცა, მადლობა დედას, გენეტიკას და კიდევ სპორტდარბაზს. სასიამოვნოა სარკეში აჭიმული ფიგურის დანახვა.

30 წლის ვაჟი მყავს. სამწუხაროდ, ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. მაგრამ ეს გასაგებიცაა. ლაშამ კარგი განათლება მიიღო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანად მიმაჩნია, კარგი აღზრდა. მას დრო ტყუილად არ დაუკარგავს, სიყმაწვილის წლები სწავლას მიუძღვნა. ახლა გერმანიაში ცხოვრობს, სარეკლამო რგოლებს იღებს პროფესიონალურ დონეზე. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. მე გულწრფელად მიხარია მისი წარმატებები.

ფინანსურად თავადაც საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. საქმე ისაა, რომ ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება შეძლებული ადამიანი იყო. ჩვენ ხშირად ვმოგზაურობდით, უცხო კულტურას ვეცნობოდით, ადგილობრივ კერძებს ვაგემოვნებდით – თითქმის ყველა კონტინენტზე. იმ პერიოდშიც კი, როცა ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობას ასეთ რამეებზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.

ამიტომ, როცა მოგვატოვა, ეს იყო არა მხოლოდ სულიერი ხასიათის, არამედ ფინანსური ტრაგედიაც. დიახ, დარჩა სახლი, მანქანა. ფულიც, რა თქმა უნდა. მაგრამ მე საერთოდ არ ვარ საქმიანი ქალი და ამიტომ არ ვიცოდი, როგორ გამეზარდა ჩემი ქონება. მრჩებოდა, მხოლოდ მეცხოვრა და უკეთესის იმედი მქონდა. და არ მეფიქრა იმაზე, რაც გრიგოლმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა.

მისი სიტყვები ეხებოდა იმას, თუ როგორ ვუყვარვართ მე და ჩვენი შვილი. და ნანობს, რომ ცოტა ხნით მაინც ვერ შეძლო თავის ქალიშვილთან ერთად ყოფნა. ქალიშვილთან, რომელიც სხვა ქალისგან ჰყავდა. და რომ ვერაფრით დაეხმარა, თუმცა შეეძლო მისთვის რაღაცის მიცემა. დიახ, მან მიღალატა და ეს ორივემ ვიცოდით. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს შემთხვევა არასოდეს გაგვეხსენებინა…

ეს იყო 21 წლის წინ. ისე მოხდა, რომ ლატვიაში, ექსკურსიაზე მოგვიწია წასვლა. ბილეთები ნაყიდი გვქონდა, ნივთები ჩალაგებული. მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი აირია და გრიგოლი იძულებული გახდა სახლში დარჩენილიყო საქმეების გამო. შვილთან ერთად გავფრინდი და არაფერზე მიფიქრია. სწორედ მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. არ ვიცი, ვინ უფრო დამნაშავეა: ალბათ უნდა დავრჩენილიყავი. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

მოგვიანებით ქმარმა ყველაფერი აღიარა. ისიც, რომ ის ქალი მისგან დაორსულდა. რთული პერიოდი იყო. იყო დღეები, როცა ამტკიცებდა, რომ ოჯახი უნდა მიეტოვებინა და მასთან ეცხოვრა. შემდეგ კი, თითქოს ჯადოსნურად, ფარდა ჩამოეხსნა და დაიფიცა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არასოდეს მიგვატოვებდა. საბოლოოდ ასეც მოხდა.

მე ვაპატიე მას და საკუთარ თავს დავპირდი, რომ არასდროს გავიხსენებდი იმ შემთხვევას. დიახ, ეს მოხდა. მაგრამ გრიგოლმა ოჯახი არ მიატოვა, მან ყველაფერი აღიარა და ბოლომდე შესანიშნავი ქმარი და მამა იყო. არ შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება ერთი შეცდომის გამო გაკიცხო. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, სხვაგვარად რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი?

ცოტა ხნის წინ ერთმა გოგონამ მომაკითხა, გრიგოლის უკანონო ქალიშვილმა. მითხრა, რომ ჩემი ახლოს გაცნობა სურდა. აინტერესებდა, როგორი იყო მამამისი. რადგან დედამ ბოლოს ყველაფერი აღიარა. ის არის სასიამოვნო, გამხდარი გოგონა იყო, ზუსტად ისეთივე თვალებით, როგორიც გრიგოლს ჰქონდა.

მაშინვე გამახსენდა ჩემი ქმრის ბოლო სიტყვები, მათ შორის ლიას მიმართ. რომ მას ნამდვილად სურდა მისი დახმარება. ვიცი, რომ არც მას და არც დედამისს ფინანსური მდგომარეობა კარგი არ აქვთ და ეს ძალიან სამწუხაროა. მეორე მხრივ, მე თავს ღარიბად არ ვთვლი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვცხოვრობ და ვცხოვრობდი ამ წლების განმავლობაში.

თუმცა, დავფიქრდი: შევძლებ კი ახლა ვინმეს დახმარებას? ფაქტია, რომ ჩემი ბინა საკმაოდ დიდია, მასში მთელი ოჯახი ვცხოვრობდით. გადასახადებს ვიხდი. მანქანას ასევე სჭირდება მოვლა, ბენზინი. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყო საკუთარი თავი. ჩემს ასაკში კოსმეტიკა, კანის მოვლა, სპორტული დარბაზი და ჯანმრთელობის შენარჩუნებაც კი ძალიან ძვირი ჯდება. საკვები, ტანსაცმელი, საზღვარგარეთ დასვენება – ასევე არ ღირს გროშები. ეს ყველამ იცის.

გამოდის, რომ თუ მათ ოჯახს რეალურად დავეხმარები და არა, რაღაც სიმბოლური თანხით, მაშინ ცხოვრების წესის შეცვლა მომიწევს. საკუთარი თავის შეზღუდა. ვერც კი წარმომიდგენია, რის დათმობა შემიძლია, როდესაც ჩემთვის მაღაზიაში მორიგი მისვლა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს. როგორ მივცე საკუთარი თავის ნაწილი სხვას, უცნობ ადამიანს?

ლია ჩემგან ფულს არ ითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მაგრამ სამართლიანობის გრძნობა მთხოვს რაღაცის გაკეთებას. მე კი, არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია. დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი როგორ დავეხმარო. აღმოჩნდა, რომ ისეთ კომფორტის ზონაში ვცხოვრობ, რომლის ზემოთაც ვერ ვხტები და ვერც დაბლა ჩავდივარ.

როგორ მოვიქცე? თავი კარგად ვიგრძნო ფიზიკურად, მაგრამ მორალურად ცუდად? თუ მშვიდი ძილი და სულიერი სიმშვიდე ავირჩიო, მაგრამ იაფ სუპერმარკეტებში დავიწყო სიარული ვადაგასული ძეხვისთვის – ჩემს ასაკში? ეს დილემა ცოცხლად მჭამს და საერთოდ ვერაფერი მომიფიქრებია. ამას ჰქვია არჩევანით გამოწვეული ტანჯვა, ჩვენი შეხვედრა ხომ რამდენიმე დღეში შედგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს