ოროვანდით მკურნალობა: დიაბეტის განკურნების რეცეპტები სხვადასხვა ქვეყნიდან

1056

ოროვანდი ფართოდ გავრცელებული სამკურნალო სარეველაა, რომელიც ადამიანს ყველგან ხვდება. იგი დიდი ხანია ცნობილია ექიმებისთვის, ნახსენებია შუა საუკუნის წყაროებში. იზრდება ნაგავსაყრელებზე, ნაკვეთებსა თუ ბაღებში. ეს ბალახისებრი მცენარე, რთულყვავილიანთა ოჯახიდან, ხანდახან 2მ სიმაღლემდე აღწევს, აქვს გრძელი ფესვები და მსხვილი ფოთლები. ყვავის ივლის-აგვისტოში.

ოროვანდის ფესვები მცენარის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. მათ შემოდგომაზე, ცხოვრების პირველ და მეორე წლებში აგროვებენ. ხორციანი ფესვები შეიცავს პოლისაქარიდ ინულინს (45%-მდე), ცილებს (12-34%), ეთერზეთებს (0.17%), ტანინებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, მიკროელემენტებს, ლორწოსა და ცილოვან ნივთიერებებს.

ფოთლებიც შეიცავს ეთერზეთებსა და ასკორბინის მჟავას (350 მგ%-მდე). უმ ფოთლებს იდებენ ძველ, დაჩირქებულ ჭრილობებზე, შეშუპებაზე. იყენებენ კომპრესების სახით რევმატიზმისა და მარილების დაგროვების დროს.

ფესვების ნახარში დადებითად მოქმედებს მთელ მეტაბოლიზმზე, არის შესანიშნავი ოფლმდენი და შარდმდენი საშუალება. ოროვანს იყენებენ თირკმლების, შარდის ბუშტის, გასტრიტის, კუჭის წყლულის, წყალმანკის, ბუასილის, რაქიტის, ფურუნკულოზის, ქრონიკული ეგზემის, სახსრებში მსხვრევის, ვერცხლისწყლით მოწამლვის, შხამიანი ცხოველების ნაკბენების სამკურნალოდ.

კანის უკურნებელი დაავადებების დროს, ერთ დღეს სვამენ ოროვანდის ფესვების ნახარშს, ხოლო მეორე დღეს – ანწლის ყვავილების ნახარშს. და ასე, გაქრობამდე. ნუშის ან ზეითუნის ზეთზე დაყენებული ოროვანდის ფესვი ცნობილია, როგორც “ოროვანდის ზეთი” და გამოიყენება თმის გასაძლიერებლად.

ოროვანდის ფესვი დიაბეტის სამკურნალოდ

ოროვანდის ფესვის ნაყენი, როგორც ხალხურ, ისე ოფიციალურ მედიცინაში, გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფესვის მოხმარება ზრდის ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობას, ასტიმულირებს პროტეოლიტური ფერმენტების გამოყოფას და აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას ინსულინის გამომუშავების მხრივ.

რეცეპტი

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ოროვანდის ფესვი, ლობიოს პარკები, მოცვის ფოთლები, ბერძნული კაკლის ფოთლები და 1 ლ წყალი.

მომზადება და გამოყენება

აიღეთ 4 ს.კ. მასა, დაასხით ცივი წყალი და დააყენეთ 12 საათით. ადუღეთ 5 წუთით, დააყენეთ კიდევ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში ხუთჯერ, ჭამიდან 1 საათში.

ბევრ ქვეყანაში, ოროვანდის ფესვები გამოიყენება სამკურნალოდ, იგი განსაკუთრებით ბულგარეთში, პოლონეთში, ავსტრიასა და გერმანიაში უყვართ. თუმცა, ამ მცენარის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩინეთსა და იაპონიაში აქვთ. ჩინური მედიცინა იყენებს ოროვანდის ყველა ნაწილს, მათ შორის, თესლსაც, სხვადასხვა სახის შეშუპების სამკურნალოდ. ხოლო იაპონიაში მას აშენებენ ნაკვეთებზე, ოროვანდის ყველაზე საყვარელ სახეობას კი “გობოს” უწოდებენ.

ინულინისა და ბოჭკოვანი ცელულოზის შემცველობით, ეს მცენარე პირველ ადგილზეა ბოსტნეულს შორის. ამასთან, ეს ნივთიერებები კუჭის გაწმენდას უწყობს ხელს. ამ თვისებების წყალობით, ოროვანდი ძალიან პოპულარულია იაპონიაში, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი სხვადასხვა კერძისთვის.

იაპონური რეცეპტი

  • 300 გ ოროვანდის ფოთლები
  • 80 გ ხახვი
  • 50 გ ბრინჯი
  • 40 გ კარაქი
  • 1 ლ წყალი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი და ხარშეთ მომზადებამდე. ამავდროულად, ზეთზე ოდნავ შეწვით ხახვი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ოროვანდი და ხახვი ბრინჯს. მარილი და სანელებლები გემოვნებით მოაყარეთ. ხარშეთ სუპი 2-3 წუთით, 15 წუთის შემდეგ კი გაიტანეთ სუფრაზე.

ფრანგული რეცეპტი

  • 100 გ ოროვანდი
  • 50 გ მწვანე ხახვი
  • 30 გ პირშუშხას ფესვი
  • 20 გ მოცვის ახალგაზრდა ფოთლები
  • 20 გ ფრანგული მდოგვი
  • 50 გ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

ოროვანდის გარეცხილი ფოთლები მოათავსეთ მდუღარე წყალში 5-7 წუთით. წვრილად დაჭერით, დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი, მოცვის ფოთლები, დახეხილი პირშუშხა და მდოგვი, შეზავებული არაჟანთან, მოაყარეთ მარილი. ფრანგები ამ კერძს საქონლის მოთუშულ ხორცთან ერთად მიირთმევენ.

უკუჩვენებები

ფეხმძიმობა; ინდივიდუალური აუტანლობა. ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ მცენარეს თითქმის არ აქვს უკუჩვენებები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს