ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსი ბლოგერი ჟანა დ’არტი გარდაიცვალა. ის მხოლოდ 39 წლის იყო. იგი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ტაილანდში ცხოვრობდა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწეოდა. ქალი უმ საკვებს მიირთმევდა და ბოლო წლებში იგი მხოლოდ ტროპიკულ ხილს ჭამდა. თუ რა გამოიწვია ამან, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
ჟანა დარტი
ჟანა დარტი წარმოშობით ყაზანიდან იყო. ინტერნეტში მას იცნობდნენ, როგორც ბლოგერს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწეოდა. ქალი ვეგანი იყო და მხოლოდ უმ საკვებს ჭამდა, ანუ არ ჭამდა თერმულად დამუშავებულ საკვებს და ცხოველურ პროდუქტებს.
როდესაც ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟანა გარდაიცვალა, ყველა საინფორმაციო გამოშვებამ დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ამაში დამნაშავე კვების პრინციპი იყო, რომელსაც ქალი იცავდა. თუმცა, მოდი გავერკვიოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი ხანია აღიარა ვეგანიზმი, როგორც ჯანსაღი დიეტა. უფრო მეტიც, კვების ასეთ წესზე გადასვლა შეუძლიათ როგორც ზრდასრულებს (მათ შორის ორსულ და მეძუძურ დედებს) ასევე ბავშვებს. მაგრამ, როგორც ამბობენ, არის ერთი ნიუანსი. ასეთი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და გააზრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მაკრო და მიკრონუტრიენტების გარკვეულ მაჩვენებლებში დეფიციტის გამომუშავების რისკი.
რამდენიმე წელია ვეგანი ვარ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ვეგანიზმი მშვენიერია. მთავარია გაიგოთ რა დგას ამის უკან და სწორად შეადგინოთ საკუთარი რაციონი. ცნობილია, რომ ვეგანური ტიპის კვების წყალობით, შეგიძლიათ დაიცვათ თავი სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის რისკისგან. ეს არის მისი კიდევ ერთი პლუსი.
რაც შეეხება უმი საკვების ჭამას, აქ ყველაფერი არც ისე მარტივია! ერთის მხრივ, თეორიულად ამ ტიპის საკვები შეიძლება გააზრებული იყოს უმცირეს დეტალებამდე. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარეულ საკვებში ზოგიერთი ელემენტი უბრალოდ არ არსებობს. ეს არის, მაგალითად, ვიტამინი B12 და ვიტამინი D. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მიღება დანამატების სახით და ამაში ცუდი არაფერია.
ამავდროულად, ადამიანები, რომლებიც ასეთ კვებაზე გადადიან, ძალიან მოსწონთ ასეთი რაციონი და შედეგად, იწყებენ მხოლოდ ხილის ჭამას. ეს კი, აშკარაა, რომ არსაითკენ მიმავალი გზაა. სწორედ ასე მოიქცა ჟანა დ’არტი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში დურიანით და ჯეკფრუტით იკვებებოდა.
როგორ არ უნდა ჭამო, თუ გინდა იცოცხლო
ჟანას დედა ყოველთვის წინააღმდეგი იყო მისი ამ გატაცების. ის არც ვეგეტარიანელობას მიესალმებოდა. თავად ბლოგერი ყურადღებას არ აქცევდა ახლობლებისა და მეგობრების სიტყვებს. ის იმდენად იყო სავსე თავისი ახალი მდგომარეობით, რომ სხვაგვარად ჭამა არ შეეძლო.
თავის ბლოგში ქალი აზიარებდა პრინციპებს, მისი აზრით, სწორი კვების. გარდა ამისა, ის ატარებდა ონლაინ გაკვეთილებს და სემინარებს, სადაც აზიარებდა მცენარეული კერძების რეცეპტებს. ბლოგერის ცხოვრებას 24 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ამიტომ მის საქმიანობას გარკვეული გამოხმაურებები ჰქონდა.
ჟანას ძველ და ახალ ფოტოებს თუ გადახედავთ, შეუიარაღებელი თვალითაც ნახავთ, რამდენად შეიცვალა იგი. ზედმეტი სიგამხდრე, ჩავარდნილი ლოყები და ავადმყოფური გარეგნობა – სწორედ ასე იხსენებენ ქალს მისი ახლო მეგობრები.
დღემდე ბოლომდე გაურკვეველია, რა გახდა ბლოგერის უეცარი გარდაცვალების მიზეზი. არსებობს მოსაზრება, რომ დამნაშავეა ინფექცია. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ჟანას დედა. რა თქმა უნდა, ის დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალების მთავარი მიზეზი მისი ცხოვრების წესია. მან უბრალოდ თავი სრულ გამოფიტვამდე მიიყვანა. რომელი ორგანიზმი გაუძლებს ამას?
როდესაც ჟანა მალაიზიაში საავადმყოფოში მოხვდა, უკვე გვიანი იყო რაიმეს შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი მუდმივად აცხადებდა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა, ბედი მას სასტიკად გაეხუმრა. ის მართლაც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მაგრამ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.
”მე ვხედავ, როგორ იცვლება ჩემი სხეული და გონება ყოველდღე. მე მიყვარს ჩემი ახალი საკუთარი თავი და არასდროს ვუბრუნდები იმ ჩვევებს, რომლებსაც ადრე ვიყენებდი“, – თქვა ერთხელ ჟანა დ’არტმა. სამწუხაროდ, მისმა ცხოვრების წესმა არ გაამართლა. დიდმა მწუხარებამ შეძრა ქალის ოჯახი. ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ!