გავაშროთ ნიორი ზამთრისთვის: შენახვის სამი მეთოდი

194

აგვისტოს დასაწყისი საუკეთესო დროა ნივრის ამოსაღებად. არ გადადოთ მოსავლის აღება, რადგან რაც უფრო დააგვიანებთ, მით უფრო ცუდად შეინახება. ასევე, შეიძლება მოვიდეს ძლიერი წვიმა. დასაწყისისთვის, ამოღებული ბოსტნეული რამდენიმე საათით მიწაზე დატოვეთ, რომ ოდნავ გაშრეს.

შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელი ნიორი გამოდგება კულინარული მიზნებისთვის და რომელი შემდგომ დასარგავად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია ბოსტნეულის 2-3 დღის განმავლობაში მზეზე კარგად გაშრობა, შემდეგ კი ჩრდილში შენახვა. გახსოვდეთ, ნივრის დარგვის ოპტიმალური პერიოდია 20 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ გავაშროთ ნიორი ზამთრისთვის, ისე, რომ ის გემრიელი და ახალივით იყოს.

როგორ გავაშროთ ნიორი მოსავლის აღების შემდეგ

  • ნივრის ამოღებამდე უმჯობესია ბოსტანი არ მორწყოთ. ნიადაგი უნდა იყოს რაც შეიძლება მშრალი. თუ წინა დღით წვიმდა, სჯობს დაელოდოთ.
  • მოსავლის აღების შემდეგ, ნიორი ერთ ფენად დაალაგეთ და დატოვეთ ბოსტანში რამდენიმე საათით (სრულად რომ გაშრეს).
  • ამის შემდეგ ნიორი გააშრეთ 10 საათის განმავლობაში გადახურულ (კარგად ვენტილირებად) ადგილას.
  • როდესაც ღეროები მთლიანად გაშრება, მოჭერით თავების ზემოთ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. შემდეგ ნიორი თხელ ფენად ჩაალაგეთ ყუთებში და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
  • ნებადართულია ნივრის შენახვა არა მარტო თავებით, არამედ მთლიანი “ნაწნავებით“. ამ შემთხვევაში მშრალი ღეროები არ იჭრება, არამედ იწვნება. დაწნულ ნიორს მშრალ, ვენტილირებადი ადგილას კიდებენ.

როგორ გავაშროთ ნიორი ზამთრისთვის ბუნებრივი გზით

  • 1.ნიორს მოაშორეთ მიწა და გაფცქვენით. შეამოწმეთ თითოეული თავი, რომ არ იყოს დაზიანებული ან არ ჰქონდეს მუქი ლაქები. ცუდები გადაყარეთ.
  • 2. შემდეგ, თითოეული კბილი შუაზე გაჭერით და დაალაგეთ გაჭრილი ნაწილით ზემოთ (ბრტყელ ზედაპირზე).
  • 3. გააშრეთ ნიორი მშრალ, ვენტილირებად შენობაში ან ღია ცის ქვეშ, ჩრდილში. ნიორი არ უნდა იყოს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ან ტენიან ადგილას.
  • 4. გადააბრუნეთ ნედლეული ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ. დასრულებული შედეგი შესამჩნევი იქნება 8-12 დღეში.

ღუმელში გამშრალი ნიორი ზამთრისთვის

  • 1.დაჭერით ნიორი როგორც გსურთ ან თხელ ნაჭრებად. საცხობ ფირფიტას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. შემდეგ მომზადებული ნაჭრები ერთ ფენად დაალაგეთ.
  • 2. დააყენეთ ტემპერატურა 50 გრადუსზე. ნიორი შედგით ღუმელში 3 საათით, დროდადრო ურიეთ.
  • 3. ნაჭრები უნდა გამოვიდეს საკმაოდ მტვრევადი (თუ სველია, ისევ შედგით ღუმელში).

როგორ გავაშროთ ნიორი ელექტროსაშრობში

  • 1.ნიორი გაფცქვენით, გარეცხეთ და კბილები დაჭერით. დაალაგეთ საშრობ ბადეზე ერთ იარუსად.
  • 2. დააყენეთ ტემპერატურა 60 გრადუსზე.
  • 3. ნივრის გაშრობას საშუალოდ, 3-დან 5 საათამდე სჭირდება (დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე და იმაზე, თუ როგორ არის დაჭრილი ნიორი).

როგორ მოვამზადოთ ნივრის ფხვნილი

გამშრალი ნივრისგან შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ ნივრის ფხვნილი. ამისათვის საჭიროა, რომ მშრალი ნიორი დაფქვათ ფხვნილის კონსისტენციამდე. შეგიძლიათ დაფქვათ როგორც ყავის საფქვავში, ასევე ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში. ყველა მანიპულაციის შემდეგ – მიღებული მასა გაცერით საცერში. ნივრის ფხვნილი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, სასურველია ჰერმეტულ მინის კონტეინერში.

ხმელი ნიორი: რაში გამოვიყენოთ

სურნელოვანი ნიორი ემატება სხვადასხვა კერძებს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ყველაზე მეტად უხდება:

  • სუპებს, ბორშებს;
  • ხორცს;
  • რაგუს;
  • ფრინველს;
  • ცხელ კერძებს;
  • ბოსტნეულს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ ნიორი მატებს საკვებს უფრო დელიკატურ არომატს და პიკანტურ ნოტებს. ის არ იწვის ღუმელში მომზადების პროცესში და თითქმის შეუცვლელია ხორცისა და ბოსტნეულის დამარინადებისას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს