თვითმფრინავში დედებს ჩვილ ბავშვებთან ერთად რომ ვხედავ, თავს ძლივს ვიკავებ. ძალიან მინდა ვკითხო, რატომ აკეთებენ ამას

357

ბევრ ოჯახს მოსწონს მოგზაურობა, ზღვაზე წასვლა და ლაშქრობების მოწყობა მდინარეზე ან ტყეში. ბავშვის დაბადებასთან ერთად ოჯახში სიტუაცია გარკვეულწილად რთულდება, რადგან დამატებითი პასუხისმგებლობა ჩნდება ბავშვის ჯანმრთელობასა და მის კომფორტთან დაკავშირებით. ბავშვთან ერთად მოგზაურობა მოითხოვს დროის, მანძილის, ტრანსპორტის კორექტირებას, რაც მშობლებს საფიქრალს უჩენს.

მოგზაურობა ბავშვთან ერთად

ზაფხული რომ დადგა, იმ დროისთვის ჩემი შვილი ჯერ ექვსი თვისაც არ იყო. ძალიან გვინდოდა ტბაზე დასვენება, მაგრამ ვერ გავრისკე. ჩემთვის ბავშვზე ზრუნვა ახალი რამ იყო და არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა ასეთ პირობებში. მერე მივხვდი, რომ ამაოდ მეშინოდა. მაგრამ ამინდი შეიცვალა, წვიმები დაიწყო და აგვისტოში ბავშვს ღამე კარავში ნამდვილად შესცივდებოდა. ამიტომ, დასასვენებლად წასვლა მეორე სეზონისთვის გადავდეთ.

ერთი წელი შეუმჩნევლად გაფრინდა და ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეში ხანმოკლე მოგზაურობაში გავემგზავრეთ: ერთი კვირით მდინარეზე წავედით. გზაში ჩემს შვილს გული აერია და გზაზე იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე ველოდით. მაგრამ ძალიან კარგად დავისვენეთ! ხეების ჩრდილში, დახუთული ბინის შემდეგ ყველა ადვილად და თავისუფლად სუნთქავდა. კარავში სუფთა ჰაერზე ძალიან კარგად გვეძინა. ისე მოგვეწონა, რომ სახლში დაბრუნება აღარ გვინდოდა!

შედეგად, შესაბამისი დასკვნები გამოვიტანე და ვიპოვე პასუხები კითხვებზე, რომლებიც ადრე მაწუხებდა.

რჩევები მშობლებისთვის

1.როდის შეიძლება ბავშვთან ერთად მოგზაურობა?

რაც ადრე მით უკეთესი! თუ ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაშინ სამი თვის ასაკიდან შეგიძლიათ მოაწყოთ პირველი მოგზაურობა ქალაქგარეთ. ამ დროს ბავშვი იკვებება ძუძუთი (ან ბავშვთა კვებით) და მის კვებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გექნებათ. ხანმოკლე მოგზაურობის დროს ერთ წლამდე ბავშვებს, როგორც წესი, მთელი გზა სძინავთ.

2. რომელი ტრანსპორტია საუკეთესო ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ბავშვთან ერთად მგზავრობა საუკეთესოა საკუთარი ავტომობილით: შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააჩეროთ, შეცვალოთ მარშრუტი და სასწრაფოდ დაბრუნდეთ საჭიროების შემთხვევაში. არ დაგავიწყდეთ მანქანის სავარძლის შეძენა, რათა თქვენი პატარა მანქანაში მაქსიმალურად იყოს დაცული.

ბავშვები შეიძლება გზაში ცუდად გახდნენ და ეს უნდა გაითვალისწინოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტით მოგზაურობის დაგეგმვისას. სანამ თვითმფრინავში ახვალთ, უნდა იცოდეთ, როგორი რეაქცია ექნება თქვენს ბავშვს ფრენაზე. უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დამატებით ცელოფნის პარკების ქონა ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

ასევე მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველა მგზავრს არ მოეწონება პატარა მოგზაურის კაპრიზები და ტირილი. იფიქრეთ იმაზე, თუ რით გაართოთ ბავშვი გზაში.

3. რა მანძილზე შეგიძლიათ იმოგზაუროთ ბავშვთან ერთად?

ბავშვთან ერთად პირველი მოგზაურობა უმჯობესია მცირე მანძილზე დაგეგმოთ, რათა თანდათან მიეჩვიოს მოგზაურობას. ბავშვისთვის არ არის სასურველი კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე. მგზავრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდება უფრო გრძელი და შორი მოგზაურობები.

4. პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები – აუცილებელია!

ლაშქრობის ან მოგზაურობის დროს აუცილებლად თან უნდა გქონდეთ პირველადი დახმარების ნაკრები მედიკამენტებით, რომლებიც შეიძლება დასჭირდეს უფროსებს ან ბავშვებს მგზავრობის დროს. ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრს. რა თქმა უნდა, არაფერი დაგემართებათ, მაგრამ ასე უფრო მშვიდად იქნებით.

მოგზაურობა ბავშვთან ერთად

ბავშვთან ერთად მოგზაურობისას აუცილებელია მისთვის კომფორტული პირობების შექმნა. საცხოვრებლისა და კვების საკითხები წინასწარ უნდა მოგვარდეს, როდესაც გეგმავთ პატარა ბავშვებთან ერთად მოგზაურობას. ვარიანტი “ადგილზე გავერკვევით” – არ გამოდგება!

შეგიძლიათ თამამად იმოგზაუროთ და შესანიშნავად გაატაროთ შვებულება ბავშვებთან ერთად კარავში ტბაზე, ზღვაზე ან მთაში, თუ ამისთვის საფუძვლიანად მოემზადეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს