ექსპერტი: “საფენის გამოცვლისას აუცილებლად სთხოვეთ პატარას ნებართვა!”

0
84

ექსპერტებმა როგორღაც გამოთვალეს, რომ მშობლები საშუალოდ რვა ათას საფენს ხარჯავენ თითო ბავშვზე. ასეთი პრაქტიკით, ყველაზე მოუხერხებელი მამაც კი საბოლოოდ მაგარი გახდება! თუმცა, ავსტრალიელი მკვლევარი და პედაგოგი დიენ კარსონი თვლის, რომ ჩვილებს საფენები განსაკუთრებული გზით უნდა გამოუცვალოთ. დიენს თუ დავუჯერებთ, მშობლებიც და ბავშვებიც დიდ სარგებელს მიიღებენ, თუ დედა და მამა შვილს ნებართვას სთხოვენ ყოველი საფენის გამოცვლის წინ!

როგორ გამოვცვალოთ საფენები ავსტრალიელი დიენ კარსონის მეთოდის მიხედვით

ერთი შეხედვით აბსურდი

ვფიქრობ, უკვე მიხვდით, როგორი რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას დიენის ასეთ შეთავაზებაზე. ავსტრალიელს მაშინვე გიჟი უწოდეს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიენი მასწავლებელია, ამიტომ იგი მიჩვეულია ნეგატივს მისი მიმართულებით. და როდესაც მკვლევარმა დეტალები გაამხილა, მისი იდეა საზოგადოებას არც ისე აბსურდულად მოეჩვენა.

ბავშვისგან ნებართვის აღებაში დიენი გულისხმობს უფრო გონივრულ მუშაობას ბავშვთან. კარსონი დარწმუნებულია, რომ პირველივე დღიდან ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ პატივისცემის დემონსტრირებაც. ამიტომ, მშობლებმა, რომლებიც საფენებს უცვლიან, უნდა აცნობონ ბავშვს, თუ რა ხდება მის თავს.

მკვლევარის განმარტება

დიენი ირწმუნება, რომ საფენის გამოცვლის დასაწყისში საკმარისია მხოლოდ მცირე პაუზა და ბავშვთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე. გაითვალისწინეთ, რომ ამ მომენტს პედიატრებიც დაეთანხმნენ. ძალიან ბევრი მამა და ზოგიერთი დედა ზოგჯერ ისე იქცევა შვილთან, თითქოს უსულო საგანი იყოს!

ბავშვთან არავერბალური დიალოგი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბავშვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მისი დედამიწაზე არსებობის პირველივე დღეებიდან, არამედ ბავშვის ნერვების წესრიგში შენარჩუნებასაც. ბავშვი არ არის უგრძნობი არსება, ის აღიქვამს მშობლების ემოციებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათთან ფიზიკურ კონტაქტშია.

მნიშვნელოვანი მომენტები

ისწავლეთ, რომ პატივი უნდა სცეთ პატარას პირად სივრცეს, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვავლენთ დიდი ხნის ნანატრი ბავშვის მიმართ, არამედ მას საკუთარი თავის პატივისცემასაც ვასწავლით. ამის გარეშე, მომავალში ადამიანს ბევრი პრობლემა ელის სხვებთან ურთიერთობაში. ყურადღება მიაქციეთ, რამდენი ადამიანია ახლა ჩვენს გარშემო, რომლებსაც დაქვეითებული თვითშეფასება აქვთ.

გარდა ამისა, ამ გზით ბავშვთან კომუნიკაციის დამყარების პროცესი პირველივე დღეებიდან ბევრად უფრო აქტიურად წარიმართება. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთგაგება ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახში ჰარმონიის მისაღწევად. რაც უფრო ადრე და მარტივად წარიმართება ეს პროცესი, მით უკეთ იცხოვრებთ თქვენც და თქვენი მემკვიდრეც.

„რა თქმა უნდა, ბავშვს არ შეუძლია პასუხის გაცემა მისთვის დასმულ კითხვაზე. მაგრამ, როდესაც ვსწავლობთ ბავშვთან, როგორც პატივსაცემ პიროვნებასთან მოპყრობას, ჩვენ მას და საკუთარ თავს დიდ სამსახურს ვუწევთ გრძელვადიან პერსპექტივაში”,- ამბობს დეინ კარსონი. და, როგორც ხედავთ, ნამდვილად არის ჯანსაღი აზრი ავსტრალიელი მკვლევარის მოსაზრებებში!