ჩვენს დროში სოფელში ცხოვრებაზე აზრი გაყოფილია. მას აქვს თავისი დადებითი და ასევე უარყოფითი მხარეები. ყველაზე ხშირად ადამიანებს სოფელში გადასვლა ორი მიზეზის გამო სურთ. ფინანსური, საცხოვრებლის სიიაფის და მეურნეობის პირადად მართვის შესაძლებლობის გამო. არსებობს გამაჯანსაღებელი მომენტიც – სიმშვიდეში ყოფნა, ხმაურიანი ქალაქებისა და გამაღიზიანებელი მეზობლებისგან შორს.
მიუხედავად ამისა, სოფელი სავსეა მინუსებით. საჭიროა კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე უნდა იყოთ საქმის სიყვარული. სოფლის ქოხი სულაც არ არის უბრალოდ კერძო სახლი. ბოსტნეულის და ხილის მოყვანა საკუთარი თავის სარჩენად, ეს არ არის მარტივი გასეირნება სარწყავით ხელში ზაფხულის სასიამოვნო დილას. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩამორჩენილ ინფრასტრუქტურაზე და კაფეებში, კინოთეატრებსა ან სუპერმარკეტებში ყოველდღე სიარულის შეუძლებლობაზე. უნდა შეეგუო ცხოვრების ნელ ტემპს.
საცხოვრებლად სოფელში გადასვლა
მას შემდეგ რაც ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, მივხვდი, რომ ქალაქში საქმე აღარ მქონდა. მე და ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ დავშორდით, მაგრამ ის მამაკაცურად მოიქცა და დაგვიტოვა ბინა, ფულის ნაწილი და გარკვეული პერიოდის მანძილზე ფინანსურადაც კი გვეხმარებოდა. ასე რომ, განშორების შემდეგ, მე და ჩემს ქალიშვილს ამ მხრივ თითქმის არაფერი გაგვჭირვებია.
მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ დრო იყო მარტოხელა ქალის ცხოვრებით მეცხოვრა. ჩემი ქალიშვილი დედასა და საკუთარ ოჯახს შორის ვეღარ იხლიჩებოდა და მე ამას არც ვთხოვდი. ამიტომ ჩვენი ძველი ბინიდან საცხოვრებლად სოფელში გადავედი. იქ დედაჩემის სახლი იყო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არავინ ცხოვრობდა.
საბუთების მიხედვით სახლი მე და ჩემს დას, ნათელას, გვეკუთვნოდა. რაღაც მომენტში, მანაც ქალაქში გადასვლა ამჯობინა, ამიტომ უპრობლემოდ დათანხმდა თავისი წილის გაყიდვას. ეს საკითხი ძალიან სწრაფად და მეგობრულად მოვაგვარეთ: მათ ბინაში სამი დღე ვიცხოვრე, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ნორმალური დრო გავატარე ჩემს დისშვილთან, სანამ ჩემი სიძე და თავისი მეგობრები სოფლის სახლს ცოტა მოაწესრიგებდნენ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ქალაქგარეთ ბევრი სამუშაოა. საჭიროა ბალახისა და სარეველების მოჭრა. სახლის ფასადის შეკეთება, შენობის შიდა კედლების მოწესრიგება. ეს ყველაფერი მამაკაცებმა გააკეთეს. მე იმას ვაკეთებდი, რაც გასაკეთებელი დარჩა: მოვაწესრიგე მოტანილი ავეჯი, დავალაგე ოთახები, სამზარეულო და ასე შემდეგ. სოფელში გადასვლა ოფიციალურად შედგა და ახალი ცხოვრება დავიწყე.
რამდენიმე თვის განმავლობაში, მე, შეიძლება ითქვას, ქალაქელ ადამიანს, ბავშვობასა და ახალგაზრდობას თუ არ ჩავთვლით, ისევ ერთფეროვან სამუშაოსთან მიწევდა შეგუება. რა თქმა უნდა, რობინზონ კრუზო არ ვარ, ამიტომ გარკვეული მარაგი ქალაქიდან ჩამომიტანეს. ტელევიზორიც მომიტანეს და ინტერნეტიც კი შემომიყვანეს. არ ვაპირებდი წიგნების კითხვას საღამოობით, ჩირაღდნის შუქზე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
ბოსტანში მუშაობა, ჭიდან წყლის მოტანა, ფეჩის ანთება – არც ისე ადვილი საქმეა ჩემი ასაკის ქალაქელი ქალისთვის. ზოგჯერ მეზობლებისთვის უნდა მეკითხა რჩევა, ზოგჯერ კი დახმარება მეთხოვა. გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და საბოლოოდ დავბინავდი. კატაც კი მოვიყვანე, რომ უფრო მხიარულად ვყოფილიყავი.
ჩემი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვების ამბავი ჩემ დამდეც მივიდა. სადღაც ჩემს ქალიშვილს შეხვდა და გადაწყვიტა დაერეკა. მას ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი, ვუთხარი, რომ არ ვნანობდი ჩემს გადაწყვეტილებას და ის, რომ სუფთა ჰაერი და სიმშვიდე ყველაზე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ჩვენს დღეებში კი ეს ხალხს ძალიან არ ყოფნის.
ძვირფასი სტუმრები
ამის შემდეგ ნათელამ მითხრა, რომ თავის ქალიშვილთან ერთად სოფელში უნდოდა ჩამოსვლა. ნახოს ბავშვმაც, რა არის სოფლის ცხოვრება, დაისვენოს გაჯეტებისგან და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. და შენც მარტო არ იქნებიო. ადგილი, როგორც ორივემ ვიცოდით, საკმარისი იქნებოდა. ადრე ამ სახლში მთელი ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა. დავთანხმდი, რატომაც არა. ერთი-ორი კვირა – საერთოდ არ შევწუხდები.
მაგრამ ირმა, ჩემი დისშვილი, პრობლემური ბავშვი აღმოჩნდა. 15 წლის ასაკში მან თავი საკმაოდ განებივრებულ გოგონად გამოავლინა, რომელსაც არაფრის გაკეთება არ სურდა. ტელეფონში იჯდა, მუსიკას უსმენდა, თავს მარიდებდა და მხოლოდ მეკითხებოდა, სად შეეძლო აქ წასვლა, რომ მისთვის საინტერესო ყოფილიყო. მუდმივად იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ კარგი იქნებოდა ალუბლის კრეფა ან ტბაზე წასვლა. ამის საპასუხოდ, ის მუდმივად თვალებს ატრიალებდა და ამთქნარებდა.
სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო, რომ მისი ასაკის გოგონას სახეზე მუდამ მაკიაჟი ჰქონდა. ამავდროულად, ის არ იფარავდა მხოლოდ აკნეს, როგორც ამას ზოგიერთი მისი თანატოლი აკეთებს. ის ისედაც ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს მაკიაჟი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ ვიცი, ვისზე უნდოდა შთაბეჭდილების მოხდენა, ჩემზე თუ კატაზე.
მეოთხე კვირას კი თავი სხვა პრობლემებმაც იჩინა: მე ფული აღარ მყოფნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ადგილობრივ მაღაზიაში ვყიდულობდი, ამას მაინც ფული სჭირდებოდა. ჩვენ კი, სოფლის მაცხოვრებლებს არც ისე ბევრი ფული გვაქვს. მე ვცდილობდი, რომ ჩემი დისშვილისთვის ყველაფერი საუკეთესო მეყიდა. ამ სიახლეს ჩემი და ძალიან თავისებურად გამოეხმაურა: „კი მაგრამ, სხვებიც ხომ გზავნიან ზაფხულში შვილიშვილებს ბებიებთან. და შენ რატომ ვერ უმკლავდები?
ასე მივხვდი, რომელ კატეგორიას მიმაკუთვნა ჩემმა დამ და მისმა შვილმაც. სოფელში ვცხოვრობ, ახალგაზრდა დისშვილთან და კატასთან ერთად, მეურნეობა მაქვს. გამოდის, რომ ბებია ვარ. და მისთვის სულ ერთია, რომ ჩემზე მხოლოდ 2 წლით არის პატარა!
ამ განცხადებების შემდეგ ჩემში ისევ მეშჩანმა გაიღვიძა. ამოვიღე ჩემი კოსმეტიკური ჩანთა, რომელიც ცოტა ხნის წინ შორეულ კუთხეში შევინახე. ტაქსი გამოვიძახე, რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ ძვირი დამიჯდა, ირმას ნივთები ჩავალაგე და მასთან ერთად ჩემს დასთან გავემგზავრეთ. იქ, ხანმოკლე, მაგრამ ამაღლებული ტონებით საუბრის შემდეგ, ბავშვი მშობლიურ გარემოს დაუბრუნდა. სახლში მარტო წავედი. სრულიად კმაყოფილი.
სოფელში რომ დავბრუნდი, დავასკვენი, რომ ქალაქს ასე შორიდანაც კი შეუძლია ნერვების მოშლა. ასევე გავიგე, რომ ხანდახან ემოციებისაგან გათავისუფლება კარგია. ამ დროიდან გადავწყვიტე, რომ სტუმრებს ჩემთან დარჩენა შეუძლიათ არაუმეტეს რამდენიმე დღისა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან ისინი. იმიტომ, რომ მე შვილიშვილების გარეშე არ ვაპირებ ბებიობას. ისინი კი ჯერ-ჯერობით არ მყავს.