დედამთილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვები დამეტოვებინა და სასწრაფოდ ჩამოვსულიყავი სახლში, რადგან სხვაგვარად ქორწინებას ვერ გადავარჩენდი

0
1660

მსოფლიოში უამრავი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ღალატობს მამაკაცი ქალს. ეს შეიძლება იყოს “სპორტული ინტერესიც”, ურთიერთობებისაგან დაღლაც, ხანმოკლე სისუსტეც და მრავალი სხვა რამ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მამაკაცები ბუნებით პოლიგამიურები არიანი და სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლიათ. მოდი, ეს განცხადებები ასეთი სპეციალისტების სინდისზე დავტოვოთ.

თუმცა, თუ ასეთი რამ უკვე მოხდა, ქალი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ მოიქცეს მომავალში. მიატოვოს თუ არა ასეთი მამაკაცი დაუყოვნებლივ, თუ ეცადოს ოჯახის გადარჩენას. შესაძლოა, ბავშვებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდეს, თუ ერთ მომენტში დარჩებიან მამამის გარეშე. შესაძლოა, მამაკაცი მთავარი მარჩენალი იყოს და ქალს მის გარეშე ძალიან გაუჭირდეს. ერთი სიტყვით, საფიქრალი ბევრია.

რატომ ღალატობს მამაკაცი ცოლს

ომის დაწყების შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი. რა თქმა უნდა, მარტო არა, ბავშვებთან ერთად. ჩემი დეიდაშვილი დიდი ხანია ჰოლანდიაში ცხოვრობს, ასე რომ, მასთან დარჩენა გადავწყვიტე. ჩვენ ადგილიც კი მოგვცეს საბავშვო ბაღში. გარდა ამისა, მთავრობა პროდუქტებით და გარკვეული თანხითაც გვეხმარებოდა.

ბევრს არ მოგიყვებით უცხო ქვეყანაში ცხოვრების შესახებ. ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ირგვლივ ყველა ველოსიპედი დადის და ერთმანეთს უღიმის. ყოველთვის მეშინოდა ჰოლანდიაში წასვლის, ასე ვთქვათ, არასერიოზული დამოკიდებულების გამო ჩვენს ქვეყანაში აკრძალული ზოგიერთი ნივთიერების მიმართ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ბანალური აღმოჩნდა. მას ძირითადად ტურისტები იყენებენ. ადგილობრივები კი, როგორც იტყვიან, ამ საკითხში უკვე გაიზარდნენ და ასეთი რამეების მიმართ სრულიად გულგრილნი არიან.

მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვურეკავდით. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი. ჩვენ პატარა, მაგრამ საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი გვქონდა და ჩემს გარეშე საქმე ცოტა შეჩერდა. მაგრამ, რა მექნა, სიტუაცია როგორმე უნდა გამომესწორებინა. დახმარების სურვილი, ჩვენმა საერთო მეგობარმა, ირამ, გამოთქვა. ალექსანდრეს, ჩემს მეუღლეს, ირა ერთ დროს მე თვითონ გავაცანი და მას შემდეგ ყველა ვმეგობრობთ.

მე ირასაც ვეკონტაქტებოდი. მისთვის კონსულტაცია უნდა გამეწია ზოგიერთ მისთვის გაუგებარ საკითხში. ბუნებრივია, ის უფასოდ არ მეხმარებოდა, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი შრომა უნდა ანაზღაურდეს. ჩემი ქმარი კი, როგორც აღმოჩნდა, ამასთან დაკავშირებით სხვაგვარად ფიქრობდა… მოკლედ, ექვსი თვის შემდეგ, დამიკავშირდა არა ვინმე სხვა, არამედ ჩემი დედამთილი. თუმცა, ადრე განსაკუთრებული მეგობრობა არ გვაკავშირებდა.

დიახ! მან მითხრა, რომ ბავშვები იქ უნდა დამეტოვებინა და თავად სახლში ჩამოვსულიყავი, რადგან სხვაგვარად ჩემს ოჯახს ვეღარ შევინარჩუნებდი. თავიდან დაჯერებაც არ შემეძლო, რომ მისი ქარაგმების რაღაც პროცენტი მაინც იქნებოდა სიმართლე, მაგრამ ყველაფერზე კარგად დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ქმრისთვის “სიურპრიზი” გამეკეთებინა და ჩავსულიყავი. სამშობლოს მოვინახულებ და თან საქმესაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

ჯერ დედამთილს ვესტუმრე, ჩამოტანილი ტკბილეული გადავეცი და თავი ჩაიზე დავაპატიჟებინე. მაგიდასთან, საუბარში გაირკვა, რომ ჩვენმა მეგობარმა, ირამ, უკვე სრულად ჩამანაცვლა დღის ცვლაშიც და ღამის ცვლაშიც. ჩემი დედამთილი ასეთ საქციელს არ ამართლებს და პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი განქორწინება არ სურს, შვილისა და შვილიშვილის გამო განიცდის.

ქმართან უკვე ცარიელი ხელით მივედი და არ გამკვირვებია, როდესაც ჩემი ყოფილი მეგობარი ჩვენს ბინაში დავინახე. კიდევ კარგი, რომ თავისი ხალათი მოეტანა. ჩემი ნივთები რომ აეღო, მათი დაწვა მომიწევდა. ჩხუბი არ ამიტეხავს. ქმარი აივანზე გავიყვანე. ამასობაში, ირამ ჩაიცვა და წავიდა. ჩუმად, ყოველგვარი სცენების გარეშე. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, ისტერიკებს, მითუმეტეს ახლა, აზრი არ აქვს,

ალექსანდრე, თავის მხრივ უფრო მჭევრმეტყველი იყო. მან თავის მართლება დაიწყო და მე დამადანაშაულა გულგრილობასა და პასიურობაში. აღმოჩნდა, რომ ის და ირა, უკვე ორი წელია, რაც ერთმანეთის მიმართ გულგრილნი არ არიან და მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც სერიოზული ურთიერთობა აქვთ. და საერთოდ, მე გავაცანი ისინი ერთმანეთს და თურმე ადრე უნდა მეფიქრა.

ბევრ დროს არ წაგართმევთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სადღაც 2 – 3 საათის მანძილზე ურთიერობებს ვარკვევდით. ზოგჯერ ყვირილით, ზოგჯერ უბრალოდ ჩურჩულით. ცრემლები, ორივეს ნაკადულებად გვდიოდა. მივხვდი, რომ ჩემი ქმარი სრულიად არ ნანობდა. ის თავს მსხვერპლად თვლიდა, მაგრამ ამის გახმოვანება არ სურდა, თავმოყვარეობა არ უშვებდა. საღამოს სასტუმროში წავედი, მის გვერდით ყოფნის სურვილი საერთოდ არ მქონდა.

სასტუმროდან დეიდაშვილს დავურეკე და ყველაფერი ვუთხრი. მან მითხრა, რომ ძალიან წუხდა. ასევე თქვა, რომ შემეძლო მასთან ბავშვებთან ერთად იმდენ ხანს დავრჩენილიყავი, რამდენიც დამჭირდებოდა. როგორც უკვე იცით, ქმრის ბინაში დაბრუნების სურვილი არ მქონდა, ასე რომ, კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული, შემდეგ კი ისევ ჰოლანდიაში გავფრინდი.

ბავშვები პატარები არიან, ჯერ კიდევ ადრეა მათთან ჩვენს ურთიერთობაზე საუბარი. ასე რომ, ამის გამო, არსებობს გარკვეული სირთულეები. ქმარი ზოგჯერ მირეკავს და მეუბნება, რომ ირა აღარ შეგვაწუხებს და რომ დროა დავხუროთ ეს თემა, ბავშვების გამო მაინც. თავის მხრივ, ზეწოლას ახდენს ჩემი დედამთილიც.

აქ, ყველასაგან შორს, არც ვიცი, რა ვიფიქრო. ღალატი – სერიოზული ამბავია. ქორწინებაში რომ არ ვყოფილიყავი, არავის და არასოდეს არ ვაპატიებდი. მაგრამ ახლა გათხოვილი ვარ და ვალდებულებები გამაჩნია. რა უნდა ვქნა მარტომ, განქორწინებულმა, უცხო ქვეყანაში ორ შვილთან ერთად? თან, ალექსანდრე მეუბნება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება.

ვფიქრობ, მაგრამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს. სიტუაცია – მტერს რომ არ უსურვებ, ისეთია. უნდა გადავწყვიტო, ემოციები უკვე ჩაცხრა. რაღაც მკარნახობს, რომ უნდა დავშორდე და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო აქ, ევროპაში. მაგრამ, თუ ეს ჩემს შვილებს ავნებს, მაშინ ეს დანაშაული მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მძიმე ტვირთად მექნება. და რისთვის? საკუთარი ეგოს გამო? თავიდანვე სახლში უნდა ვმჯდარიყავი და მსგავსი არაფერი მოხდებოდა.