ისე მოხდა, რომ ერთი წლის წინ მე და ჩემს ქალიშვილს მოგვიწია, რომ სხვა ქალაქში გადავსულიყავით საცხოვრებლად. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც უნდა გვეფიქრა, ეს იყო სახლი. ინტერნეტში უამრავ განცხადებას გავეცანი საცხოვრებლის გაქირავების შესახებ და ბოლოს მაინც ვიპოვე ბინა, რომელიც ჩვენთვის შესაფერისი იყო. ახალ ქალაქში ჩასვლისთანავე შევხვდით სახლის პატრონს ყველა საკითხის მოსაგვარებლად. როგორც თავად დიასახლისმა გვითხრა, ბინაში თითქმის ერთი წელი არავის ეცხოვრა. ის მხოლოდ ხანდახან ამოწმებდა წესრიგში იყო თუ არა ყველაფერი. თავად კი – დიდი ხანია ოცნებობდა საკუთარ სახლზე გარეუბანში.
ამ საუბრის შემდეგ ბინაში ავედით და როგორც კი შემოსასვლელი კარი გაიღო, ცხვირში მძაფრი სუნი გვეცა. დიასახლისი მაშინვე გაიქცა სამზარეულოში ნაგვის ურნის შესამოწმებლად, იქნებ იქ რაღაც დაავიწყდა, მაგრამ ურნა აბსოლუტურად სუფთა აღმოჩნდა და სუნი უფრო სააბაზანოდან მოდიოდა. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, როცა ის ბინას ცარიელს ტოვებდა კეტავდა უნიტაზის ონკანს და ასევე ცენტრალურ ონკანს. ასევე, თიშავდა გაზს და ელექტროენეგიას. ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს სახლიდან დიდი ხნით გასვლის წინ.
წყალი უნიტაზში
ბინაში სუნი ისევ იდგა და სანტექნიკოსის გამოძახება დაგვჭირდა. მან მაშინვე დაადგინა მიზეზი. აღმოჩნდა, რომ წყლის ხანგრძლივი არარსებობის გამო, სანიაღვრე მილებში წყალი მთლიანად დაშრა და კანალიზაციის სუნი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ბინაში შემოვიდა.
სანტექნიკოსმა ურჩია, რომ წყალი ყოველთვის უნდა იყოს ყველა ნიჟარის სანიაღვრე მილში და უნიტაზში. ამიტომ პერიოდულად საჭიროა წყლის გაშვება. მან ასევე თქვა, რომ არ შეიძლება ზეთის ჩასხმა კანალიზაციის მილებში. მზესუმზირის ზეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცხიმი, უფრო მეტად დაბლოკავს მილებს, ვიდრე დაიცავს მათ. შეგიძლიათ ჩააწვეთოთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი და ნიჟარის სანიაღვრეს ქაღალდის ფურცელი დააფაროთ. ეს ხელს შეუშლის წყლის აორთქლებას.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს შვებულებაში წასვლისას. უნიტაზის ავზის დაცლა და წყლის გადაკეტვა. ჩვენმა დიასახლისმაც იგივე გააკეთა. ასე რომ, როდესაც მან წყალი გახსნა და ავზის წყლით შევსება დაიწყო, მთელი წყალი უნიტაზში ჩაედინა.
აღმოჩნდა, რომ ავზის შიგნით არსებული ბეჭედი უბრალოდ გაშრა და დაიშალა. რა თქმა უნდა, არაფერია მარადიული და უნიტაზის მუდმივი გამოყენების შემთხვევაშიც, ლუქი, წყალში ყოფნისას, ასევე შეიძლება დაზიანებულიყო, მაგრამ წყლის არარსებობამ ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა.
რა უნდა გააკეთოთ შვებულებაში წასვლამდე
რა თქმა უნდა, ეს ბინა ვიქირავეთ, ავზის შიგთავსი გამოვცვალეთ და სუნი გაქრა. სხვა მოულოდნელი სიურპრიზები ბინაში აღარ ყოფილა და მე და ჩემი ქალიშვილი ძალიან კარგად ვცხოვრობთ. თუმცა, ზოგიერთი წესი კარგად დავიმახსოვრეთ. ასე რომ, ჩაიწერეთ, რომ არ დაგავიწყდეთ დასასვენებლად ან მივლინებაში წასვლისას.
ბინაში აუცილებლად გადაკეტეთ წყალი, გაზი და გამორთეთ დენი. არ დატოვოთ მალფუჭებადი საკვები მაცივარში. შუქს თუ გამორთავთ, მაშინ მაცივარში პროდუქტები საერთოდ არ უნდა დატოვოთ. იზრუნეთ იმაზეც, რომ სახლში არ დარჩეს ნივთები ან პროდუქტები, რომლებიც გაფუჭდება და დაიწყებს გახრწნას.
არ დაცალოთ უნიტაზის ავზი. ეს დაიცავს მის შიდა ნაწილებს გამოშრობისაგან. კანალიზაციის მილებში წყლის ლუქის დასაცავად, დააფარეთ ქაღალდის ფურცლები. შეამოწმეთ, რომ ყველა ფანჯარა და აივნის კარი მჭიდროდ არის დახურული. სახლიდან გაიტანეთ ნაგავი, რათა ნაგვის ურნაში ახალი სიცოცხლე არ წარმოიშვას.