მრავალძარღვას ჩაის თაფლთან ერთად დალევთ, ხველას სწრაფად მოიშორებთ. ფოთლები მოკრიფეთ და მდუღარე წყალი დაასხით

1613

მრავალძარღვას წყლიანი ნაყენის გამოყენება სასუნთქ გზებში წამწამების ეპითელიუმის აქტივობას ზრდის. ამის წყალობით ბრონქული ლორწოს სეკრეცია ძლიერდება. სოფლებში ასეთი „ენციკლოპედია“ არ იცოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ მრავალძარღვა ძლიერი ხველის, ბრონქიტის, ბრონქების და ფილტვების ტკივილის დროს.

ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის, პლევრიტის, ხველის, ყივანახველის, ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის და ბრონქების დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით შეფუთეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

მრავალძარღვას წყლიანი ნაყენი ამოსახველებელ ეფექტს ფლობს, სასუნთქი გზების წამწამების ეპითელიუმის აქტივობას ზრდის, რაც ბრონქული ლორწოს სეკრეციის გაზრდას იწვევს. შედეგად კი, ნახველი თხელდება და მისი გამოდევნა მარტივდება. სწორედ ამიტომ, ნაყენი ბრონქიტის, ყივანახველას, ბრონქული ასთმის და ტუბერკულოზის დროს დამხმარე საშუალებად გამოიყენება.

მრავალძარღვა ფილტვებისთვის საზიანოა. ეს ნაკლი შეგიძლიათ თაფლის მიღებით გამოასწოროთ.

ზედა სასუნთქი გზების კატარი

ემალის ქვაბში 1 ს/კ ხმელ მრავალძარღვას 1 ლ თბილი ანადუღარი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით გააჩერეთ. თბილ ადგილას 1 დღე დააყენეთ. შეგიძლიათ თბილად შეფუთოთ. გადაწურეთ და 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.

მრავალძარღვას ფოთლები ასთმის სამკურნალოდ

ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ მრავალძარღვას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მრავალძარღვას ფოთლების ნაყენი სასუნთქი გზების ეპითელიუმის ფუნქციურ აქტივობას ზრდის, ბრონქული ჯირკვლებიდან ლორწოს გამოდევნას აძლიერებს, ამოსახველებელი ეფექტი აქვს და ხველას ამცირებს.

ბრონქული ასთმა, ყივანახველა

ნაკრები: 1 ნაწილი ფიჭვის კვირტები, 1 ნაწილი მრავალძარღვას ფოთლები, 1 ნაწილი ვირისტერფას ფოთლები. 4 ს/კ ნარევს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. 5 წუთით ადუღეთ და შემდეგ 15 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და ეს დოზა 1 დღის განმავლობაში 3 მიღებაზე გადაანაწილეთ.

ჩაი ხველის, ყივანახველის და ბრონქიტის დროს

მრავალძარღვა ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა. ფოთლებით ჩაი მოადუღეთ. 6-7 ფოთოლს ან 2 ს/კ ხმელ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. გააგრილეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 7-ჯერ დალიეთ, დილა-საღამოს 0,25 ჭიქა დალიეთ.

ხველის დროს

ხველის სამკურნალო ხალხური საშუალება: 1 ს/კ ხმელ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, 2 საათით შეფუთეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე და ხველის შეტევის დროს დალიეთ.

მრავალძარღვა ხველის საწინააღმდეგოდ

მრავალძარღვა გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება ყივანახველას, ასთმის, ბრონქიტის და ფილტვის ტუბერკულოზის დროს. რეცეპტი: 1 ჩ/კ მრავალძარღვას წვენი ჭამის წინ მიიღეთ.

ნაყენი სურდოს დროს

ცალ-ცალკე 1 ჭიქა მდუღარე წყალში შემდეგი ბალახები დააყენეთ: 10 გრ პიტნა, 10 გრ ბარამბოს ფოთლები და ყვავილები, 10 გრ მრავალძარღვას ფოთლები. ნაყენები აურიეთ. 5 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთეთ.

ნაყენი სასუნთქი გზების ტკივილის დროს

3 ს/კ ახალ ფოთლებს 3 ს/კ შაქრის ფხვნილი ან თაფლი აურიეთ და თავსახური დაახურეთ. 4 საათით თბილ გაზქურაზე დადგით. 1 ჩ/კ სიროფი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

უკუჩვენება

მცენარის გამოყენების უკუჩვენებაა ჰიპერაციული გასტრიტი და გაზრდილი მჟავიანობის მქონე კუჭის წყლულოვანი დაავადება. შეიძლება წყლულოვანი პროცესები გაამწვავოს.

მალაბსორბციის სინდრომის, ნაწლავის გაუვალობის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების დროს მრავალძარღვას შემცველი პრეპარატები და ბიოლოგიური დანამატები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

მრავალძარღვაზე უარი უნდა თქვათ, თუ თრომბისადმი მიდრეკილება გაქვთ. შემჩნეულია, რომ მცენარის წვენი სისხლს განსაკუთრებით ასქელებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს