მამაკაცმა შვილი მკერდზე მიიკრა და ატირდა, პატარას არ ესმოდა, რა ხდებოდა და თვალებით დედას ეძებდა

425

“ახლა მარტოხელა მამა ვარ!” – ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ვალერიმ და შვილი მკერდზე მიიკრა. ორი წლის ლაშას არ ესმოდა, რატომ ტიროდა მამამისი და თვალებით დედას ეძებდა. წინა დღის შემდეგ დედა აღარ ენახა და ძალიან მონატრებოდა. დედა არსად არ ჩანდა. მათ მდუმარედ მიუახლოვდა ბებია, ლაშა ხელში აიყვანა და სხვა ოთახში გავიდა.

მარტოხელა მამა

ვალერის იმ საავადმყოფოდან დაურეკეს, სადაც წინა დღეს თავისი მეუღლე მიიყვანა. უცხო ხმამ საშინელი ამბავი შეატყობინა: ეკას მოულოდნელად თირკმელებმა უღალატა. ექიმებმა ვერ მოახერხეს ვერც დედის და ვერც შვილის გადარჩენა. მარტოხელა მამა იჯდა და დაბნეული ტელეფონს უყურებდა. მან არ იცოდა, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება თავისი საყვარელი ეკას გარეშე. ახალგაზრდა მამაკაცი ვერ იჯერებდა, რომ ისინი აღარ არიან: არც მისი მეუღლე და არც ქალიშვილი, რომელმაც ვერც კი მოასწრო დაბადება.

ეკა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მეცხრე თვეში იყო. პირველმა მშობიარობამ კარგად ჩაიარა, ამჯერად კი – თირკმელების პრობლემები გაუჩნდა. ექიმები ამშვიდებდნენ, რომ ქალის ახალგაზრდა ორგანიზმი გაუმკლავდებოდა არსებულ ჯანმრთელობის პრობლემებს, რადგან ის მხოლოდ ოცი წლის იყო. მაგრამ წინა დღეს ეკას მდგომარეობა გართულდა და მას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროებოდა.

მეუღლე საავადმყოფოში დააწვინეს და ვალერი ცოტა დამშვიდდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ექიმები მიხედავდნენ. იმ დღეს ის ეკას მონახულებას გეგმავდა ლაშასთან ერთად. ისინი გაემზადნენ და გასასვლელში ჩამოსხდნენ, რათა ფეხსაცმელი ჩაეცვათ. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა და დრო შეჩერდა…

პირვანდელი ცხოვრებიდან კვალიც კი არ დარჩა

შვილიშვილს ვალერის დედა უვლიდა. მანვე ითავა დაკრძალვის ამბები, რადგან ეკას მშობლები დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, მის აღმზრდელ ბებიას კი საკუთარი თავის მოვლაც კი უჭირდა. დაქვრივებული მამაკაცი კი სასმელს მიეძალა.

ვალერი დიდი ხნის მანძილზე სვამდა უგონო მდგომარეობამდე. ლაშა მუდმივად ტიროდა და ღამით ცუდად ეძინა, დედას ეძახდა. ბებია ბავშვის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებდა. ბავშვი მამამისის ოთახში მიდიოდა, რათა მას დაემშვიდებინა, მაგრამ მთვრალ მამას არაფერი ესმოდა. ერთ დღეს მოხუცი ქალი დაემუქრა, რომ უფროს ქალიშვილთან წავიდოდა და ლაშასაც თან წაიყვანდა. ამ დროს დაქვრივებული მამაკაცი მიხვდა, რომ დრო იყო, საკუთარი თავი ხელში აეყვანა.

გამოფხიზლების შემდეგ, უბედურმა მამაკაცმა გააცნობიერა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უკვე ორი თვე იყო გასული, ის კი, არც ერთხელ არ იყო მის საფლავზე ნამყოფი. “ეკა, მაპატიე!” – ჩაიჩურჩულა ვალერიმ. იმ დღესვე იყიდა ეკას საყვარელი ყვავილების თაიგული და მის საფლავზე მივიდა. ქვრივი მამაკაცი ჯვართან იდგა და თვალებიდან ცრემლი სდიოდა.

“ნუ ტირით, თორემ ის იმ ქვეყნად სისველეში იქნება!” – მოესმა ვიღაცის ხმა. ვალერიმ აქეთ-იქით მიმოიხედა. მეზობელ საფლავთან ახალგაზრდა ფერმკრათალი ქალი იდგა, რომელსაც პატარა გოგონა ჰყავდა აყვანილი.

-თქვენი მეუღლეა? – ჰკითხა ვალერის. როდესაც ვალერიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ქალმა განაგრძო. – მე აქ ყოველდღე მოვდივარ. ერთი თვის წინ ჩემი მეუღლე დავკრძალეთ. ავარიაში დაიღუპა. თქვენ პირველად გხედავთ.

-მე დაკავებული ვიყავი. ძალიან.

ახალი თავი

ქალმა შეხედა მის ჩაშავებულ თვალებს და ამოიოხრა:

-შესამჩნევია! არ შეიძლება თავის ასე დაღუპვა.

-ვიცი. უკვე შევეშვი.

-მე ლია მქვია. თქვენ?

-მე, ვალერი. – ხელი გაუწოდა მამაკაცმა.

-ერთმანეთი გავიცანით. – მწუხარედ გაიღიმა ქალმა.

შემდეგ ისე მოხდა, რომ ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს სასაფლაოზე. მარტოხელა ადამიანები დამეგობრდნენ. ცოტა ხანში მამამ ლაშას თავისი ახალი მეგობარი გააცნო. ლაშას ლია დეიდა ძალიან მოეწონა და ერთხელ ბიჭმა თქვა: “ის ისეთი კარგია, ისეთი კეთილი. როგორც დედა!”

გავიდა ერთი წელი. ვალერიმ შენიშნა, რომ ლამაზ ქვრივზე სულ უფრო მეტს ფიქრობდა. მას ლია ენატრებოდა, თუ რამდენიმე დღის მანძილზე ვერ ნახავდა. მამაკაცი ლიას გრძნობებში გამოუტყდა. ქალმა გრძნობებზე უპასუხა. ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს და ერთ დიდ ოჯახად დაიწყეს ცხოვრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს