40 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება, 50 წლის ასაკში კი – მხოლოდ შუალედური დასკვნები გამოგაქვს. სწორედ ამაზე ფიქრობს ქალი ძალიან ხშირად, როდესაც ასაკი შეუჩერებლად გარბის. ეს ჯერ კიდევ 40 და 45 წლის ასაკში აქვს ქალს საკუთარი ცხოვრების შეცვლის შანსი, 50 წლის შემდეგ კი ბევრი უბრალოდ უკვე ეგუება გარდაუვალ წერტილს. ფიგურა დაუნდობლად მიდის სიგანეში, სახეზე სულ უფრო მეტი ნაოჭი ჩნდება, გამოხედვაში – სევდა და სასოწარკვეთილებაა. რას ნანობენ 50 წელს გადაცილებული ქალები? რატომ არის ქალური ერთგულება ასეთი მნიშვნელოვანი ქორწინებიდან 30 წლის შემდეგაც კი?
ქალური ერთგულება
დღეს ვერავის გააკვირვებ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ურთიერთობების მრავალფეროვნებით. ვიღაცას თავისუფალი ურთიერთობები ურჩევნია, ვიღაცას “სტუმრის” ქორწინება აქვს. ყველა თავისთვის ხელსაყრელ პირობებს არჩევს, რათა პარტნიორმა ხელი არ შეუშალოს პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში.
ჩვენს დროში პირველ ადგილზეა არა ოჯახი, როგორც საზოგადოების უჯრედი, არამედ ინდივიდუალურობა. ოჯახურმა ფასეულობებმა ისეთი ცვლილებები განიცადა, რომ ზოგჯერ ძნელია მათ ოჯახური ღირებულებები ვუწოდოთ. ქალი თანამედროვე გაგებით არ არის დამლაგებელი და მზარეული, არამედ ის არის სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება.
ჩვენს დედებს სრულიად განსხვავებულად ზრდიდნენ. “კაბას გაუფრთხილდი სანამ ახალია, პატიოსნებას კი – ახალგაზრდობიდან”, – ამას ასწავლიდნენ ჩვენს დედებს თავიანთი დედები. თითოეულ მათგანს 18 წლის ასაკში სჯეროდა ნამდვილი სიყვარულის, როგორც ზღაპრებშია.
და რა მოხდება იმ ზღაპარში თანაცხოვრების 10 წლის შემდეგ? შემდეგ კი ზღაპარი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიზრდება და როგორც სახედარი წრეზე: სამსახური, სახლი, შვილები. საკუთარ თავსა და სურვილებზე ქალს ფიქრიც კი არ შეეძლო. თანაც, რა სურვილები უნდა ჰქონოდა, შვებულების აგარაკზე გატარების გარდა? ასე ცხოვრობდა მილიონობით ქალი, ოცნების უფლების გარეშე.
ქალური ერთგულება
და კიდევ ქალის ცხოვრებას წითელ ხაზად დაჰყვებოდა მისი რჩეული – კანონიერი და ერთადერთი ქმარი. განქორწინება მისასალმებელი არ იყო, ამიტომ ოჯახის უფროსი ქალს ნებისმიერ ვარიანტში უნდა აეტანა. მთვრალიც და მუშტებითაც კი.
ოცნების გარეშე ქალი ხანდახან უკმაყოფილოც იყო. რაზე უნდა ეოცნება, როდესაც მეუღლის მოვალეობა მძიმე კატორღულ შრომას უფრო ჰგავდა.
თუმცა ბეჭედი, რომელიც ქალს თითზე ეკეთა სულაც არ ართმევდა მას მიმზიდველობას, რასაც ხშირად ამჩნევდნენ სხვა მამაკაცები. მაგრამ, ეს თავში ჩადებული სტერეოტიპი ოჯახის კერის მცველისა და ცხოვრების ერთგული თანამგზავრის შესახებ… ის ქალს შესაძლებლობას ართმევდა, რომ სხვა მამაკაცზე ეფიქრა. შემთხვევათა 99%-ში ჟღერდა მკაცრი „არა“.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა ქალების ის ცნობილი 1%, რომელსაც გამბედაობა ეყო საკურორტო ან სამსახურეობრივი რომანისთვის. სულის სიღრმეში ქალებმა იცოდნენ, რომ დაახლოებით 5 წლის შემდეგ იგივე ცხოვრება ელოდათ, მხოლოდ დივანზე მწოლიარე კაცის სახე იქნებოდა განსხვავებული.
სამაგიეროდ, ამ ქალებს სერიოზული არგუმენტი გააჩნდათ: “სიბერეში გასახსენებელი გვექნება”. მათი მეგობრების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც დივანზე მწოლიარე ქმრების ერთგულები იყვნენ და ვერასოდეს შეიცნეს ოცნებებისა და სურვილების ბედნიერება. და უბრალოდ, ვერ გაიგეს, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა.