ჩემმა შვილმა ცოლი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. მე ვუთხარი, რომ ბინას მას არ დავუტოვებდი და ჩემს შვილიშვილს გადავუფორმებდი, თუმცა ახლა საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი მეპარება

3947

შეგვიძლია ბევრი ვიკამათოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის თანამედროვე ოჯახი, რადგან დრო გადის და სხვა კულტურები ჩვენთვის არც თუ ისე უცხო ხდება. უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს ისეთი წესები, როგორიც ადრე იყო. მაგალითად, სტატისტიკის მიხედვით, სულ უფრო და უფრო მეტი წყვილი შორდება ერთმანეთს ქორწინების პირველ წლებში. ერთი მხრივ, ეს უარყოფითი დინამიკაა, მეორე მხრივ კი – ადამიანები უფრო თავისუფლები გახდნენ. ქალები შორდებიან მსმელ ან ტოქსიკურ მამაკაცებს, მამაკაცები კი აღარ იტანენ მოგულავე ცოლებს. 50 წლის წინ, ამას ვერც გაიფიქრებდნენ.

გასაგებია, რომ ადამიანთა უმეტესობა აღარ უყურებს ქორწინებას, როგორც რაიმე წმინდასა და ურყევს. ახლა ეს უფრო ჰგავს შტპამს თქვენს პასპორტში. თუმცა არ უნდა დაივიწყოთ იურიდიული მხარეც. ქორწილის წინ ხელი მოაწერეთ კონტრაქტს, რათა დაიცვათ თქვენი აქტივები და ის მოიყვანეთ ცოლად, ვინც გაგიხარდებათ. მთავარია, რომ ამან ხელი არ შეუშალოს გარშემომყოფებს, მშობლებს და რაც მთავარია, შვილებს.

თანამედროვე ოჯახი

მე ძალიან ვაფასებ ოჯახურ ურთიერთობებს და მეზიზღება, როდესაც ვინმე პატივს არ სცემს ან ღალატობს. ასე რომ, არ მსურდა თვალთმაქცი ვყოფილიყავი და საჭირო დასკვნები გამოვიტანე ჩემი შვილის შესახებ. საქმე ისაა, რომ მან ცოლს უღალატა და სხვა ქალთან წავიდა. მან თავისი 6 წლის გოგონა მიატოვა. ჩემთვის ასეთი საქციელი ძალიან კრიტიკულია. ესეც თქვენი თანამედროვე ოჯახი.

დიდი სირთულით ავიღე დასვენების დღე და მთელი დღის მანძილზე ტელეფონით ვილაპარაკე – ჯერ ჩემს შვილთან, მერე რძალთან. იმ მომენტისთვის საზღვარგარეთ ვიყავი. ამ ერთი დღის გაცდენით თანხა დავკარგე, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. სხვაგვარად, რისთვის ვართ ნათესავები?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შვილმა მიამბო, თუ როგორი არაკომპეტენტურია მისი შვილის დედა და როგორი უბედურია ის მასთან, მე მაინც შეუვალი ვიყავი. ბინა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ საბუთების მიხედვით ჩემი იყო. იმ მომენტიდან ავუკრძალე ჩემს შვილს იმ სახლში ცხოვრება, ვუთხარი, რომ საცხოვრებლად თავის ახალ ქალთან გადასულიყო. მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად. თუ იმის სინდისი ეყო, რომ ცოლს უღალატა, მაშინ იქ დარჩეს.

ჩემს რძალს გულწრფელი ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ მთლიანად მათ მხარეს ვიყავი. ვუთხარი, რომ მას და ჩემს შვილიშვილს ისევ იქ უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება, სადაც ცხოვრობდნენ და როგორც კი სამშობლოში ჩამოვიდოდი, ბინას შვილიშვილს გადავუფორმებდი. თუ მამამისი ასეთი აღმოჩნდა, სჯობს ისინი დროულად განქორწინდნენ, რათა მამამ ალიმენტები იხადოს.

ჩემს რძალს თავდაპირველად ეგონა, რომ ჩემს შვილთან დარჩენას შევეხვეწებოდი, მაგრამ მერე საუბრისას მისი ტონი უფრო დარბილდა. ბოლოს მადლობაც კი გადამიხადა და ძველებურად დედათი მომმართა. მე ეს მესიამოვნა. მინდა ვიცოდე, რომ ჩემი შვილიშვილი უსაფრთხოდ იქნება.

სამწუხაროდ, ალბათ ნერვიულობის გამო, ჯანმრთელობამ მიღალატა და თანდათან თავს უფრო უარესად ვგრძნობდი. თავი მტკიოდა, მალე ვიღლებოდი, ამიტომ 6 თვის შემდეგ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. ჯერ ერთი თვით, შემდეგ კი – შევხედავდი. ექიმები როგორც მეტყოდნენ, ისე მოვიქცეოდი. მთელი ამ დროის მანძილზე ვმუშაობდი და ისევ ვუგზავნიდი ფულს, მაგრამ არა ჩემს შვილს, არამედ ჩემს რძალს და შვილიშვილს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემი რძალი წინასწარ გავაფრთხილე, რომ მასთან ჩაიზე მივიდოდი. ჩემ შვილთან არ დამირეკავს. ვიფიქრე, რომ მას მოგვიანებით შევხვდებოდი ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მეორე დღეს მაღაზიაში ტკბილეული შევიძინე და გავეშურე ჯერ კიდევ ჩემი ბინისკენ, რომლის გზაც ძალიან კარგად მახსოვდა.

შემოსასვლელშივე ვიგრძენი ძლივს შესამჩნევი თამბაქოს სუნი. ჩვენს ოჯახში ასეთი მავნე ჩვევა არავის არ აქვს, ამიტომ ძალიან უცნაური იყო. ოთახში სკამთან მამაკაცის ჩუსტები ელაგა. ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იარო ოთახში ლამინატზე ჩუსტებით, ამიტომ ჩემს რძალს პირდაპირ ვკითხე. “ნანა, ვინმე ხომ არ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში?”

ჩემმა რძალმა თავიდან თავი ცოტა უხერხულად იგრძნო, თვალები აშკარად აქეთ-იქით გაექცა, მაგრამ მერე ამოიოხრა, სერიოზული სახით შემომხედა და მითხრა, რომ კი. და ეს არის ირაკლი. უკვე ორი თვეა, რაც მის მიმართ ყურადღებას გამოხატავს. ის ამ სახლში არ ცხოვრობს, მაგრამ ერთხელ როგორღაც შემოუარა და ჩუსტები დარჩა. მოკლედ, ასე გამოვიდა.

ზრდასრული ადამიანი ვარ და თავი იმით არასოდეს დამიიმედებია, რომ ჩემი რძალი ჩემი შვილის მერე არავის ძებნას აღარ დაიწყებდა. ამასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად საერთოდ არ მიფიქრია. ალბათ, ქვეცნობიერად ვიმედოვნებდი, რომ ჩემი შვილის ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე აღარ.

მაშ, რა გაეწყობა. მე დავპირდი, რომ ბინას ჩემს შვილიშვილს გადავუფორმებდი, ესე იგი, ასეც ვიზამ. სიტყვის გატეხვა არ შეიძლება. მით უმეტეს, ყოველთვის ვგეგმავდი, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებლად სოფელში გადავიდოდი. ამიტომ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ამას ვფიქრობდი, როდესაც ჩემი რძლის ტელეფონმა დარეკა. მან მომიბოდიშა და სხვა ოთახში გავიდა. ოთახში მე და ჩემი შვილიშვილი დავრჩით.

ელენე არაჩვეულებრივი ბავშვია. მე ის ისე მიყვარს, რომ კიდევ ერთ ბინას მივცემდი, თუ მექნებოდა. როგორ მიგატოვა მამაშენმა? რანაირი ადამიანია? მაგრამ ამ დროს თითქოს ელდა მეცა. ელენეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, კანფეტი მივეცი და ჩურჩულით ვკითხე, იცნობდა თუ არა იმ მამაკაცს, რომელიც აქ მამამისის წასვლის შემდეგ მოვიდა? მან მიპასუხა, რომ კი, იცნობდა.

შემდეგ კიდევ უფრო ხმადაბლა ვკითხე, დიდი ხანი იყო, რაც იცნობდა? ელენე არც კი დაფიქრებულა, ისე მიპასუხა: “დაახლოებით ერთი წელია”. ის უკვე ერთი წელია იცნობდა მამაკაცს, რომელმაც ჩემს ბინაში აყროლებული თამბაქოს სუნი და გაცვეთილი ჩუსტები დატოვა. ჩემი შვილი კი მხოლოდ 6 თვეა, რაც სახლიდან წავიდა. ასე გამოიყურება თანამედროვე ოჯახი?

ჩემი შვილი ცვლებში მუშაობს, ასე რომ, ის სახლში შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზე არ დაბრუნდეს. მაგრამ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მთელი ერთი წლის მანძილზე ჩემს რძალთან მისი შემცვლელი მოდიოდა. მაგრამ მან ეს დამალა, მაშინ, როდესაც ჩემი შვილი ყველაფერში გულწრფელად გამოუტყდა. ელენეს ვთხოვე, რომ ჩვენი საუბრის შესახებ დედამისისთვის არაფერი ეთქვა და დავრჩი ჩაის დასალევად ჩემს რძალთან. ორი საათის მანძილზე ვისმენდი მის ტყუილებს სამომავლო გეგმებსა და “ახალ პერსპექტიულ სამსახურთან” დაკავშირებით.

შემდეგი ორი კვირა მხოლოდ ექიმებთან დავდიოდი და არაფერზე ვფიქრობდი საკუთარი ჯანმრთელობის გარდა. მაგრამ გადამწყვეტი ქმედებების დრო მოვიდა და უნდა ვაღიარო, რომ ჩიხში მოვექეცი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ერთი მხრივ, ორივე ერთნაირები არიან, ჩემი შვილიც და რძალიც. მეორე მხრივ, ჩემი შვილიშვილი მეცოდება. თუმცა, როგორც ჩანს, მას უკვე გამოუჩნდა მამინაცვალი. როგორ მოვიქცე? ვის მივცე ჩემი ბინა? რძალს თუ შვილს? თუ მე დავიტოვო და მათ ისე იცხოვრონ, როგორც უნდათ. ახალგაზრდა აღარ ვარ და სიმშვიდე მჭირდება. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ სიბერეში სიცრუისა და ტყუილის ასეთ მორევში მოვხვდებოდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს