საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლამდე, ჩემი და დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა და სახლს გვიყიდიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს დაპირებები არაფრად ღირდა

0
419

რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, მისთვის ყოველთვის აქტუალური იქნება სახლი ან ბინა, რადგან მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი და სასურველია ყოველთვიური ხელფასის უმეტესი ნაწილის ამისთვის დახარჯვის გარეშე. შესაძლებელია თუ არა სახლის ყიდვა, როცა ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ხარ? თუ უკეთესი იქნება, რომ დრო და ენერგია არ დაკარგო და მარტივად რაიმე იქირავო?

მაგალითად, ამერიკაში, მოსახლეობის უმეტესობა სახლს მთელი ცხოვრების მანძილზე ქირაობს და ამაზე საერთოდ არ წუხს. რატომ, როდესაც დარწმუნებულები არიან, რომ საამისო ფული ყოველთვის ექნებათ? აღმოსავლეთ ევროპაში, პირიქით, პირველ რიგში საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენას ცდილობენ. რატომ? იქნებ, ეს ტრადიციაა? ან ასე ჩამოყალიბდა ისტორიულად? როგორ ფიქრობთ, ვინ არის მართალი ამ საკითხში?

შესაძლებელია თუ არა სახლის ყიდვა

ჩემი უმცროსი და, მაშო, ზოდიაქოს ნიშნით მორიელია. მერწმუნეთ, მე არასოდეს მჯეროდა ამ სულელური ცრურწმენების, მაგრამ ამ ბოლო დროს ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება შევიცვალე. მართალი გითხრათ, შესაძლოა დაბადების თარიღი ან წელიწადის დრო ნამდვილად მოქმედებდეს ადამიანის ხასიათზე.

ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა სამ წელზე ცოტა ნაკლებია. უფროსი რომ ვარ, ალბათ თავად გესმით, რომ მთელი ჩემი ბავშვობა ვიყავი ძიძა, დედაჩემის თანაშემწე, რომელიც არამარტო დის აღზრდაში უნდა დახმარებოდა, არამედ გარკვეული სამუშაოც უნდა შეესრულებინა მის მაგივრად. ასევე, თვალყური უნდა მედევნებინა, რომ უმცროსი და სადმე არ წაქცეულიყო და რამე არ ეტკინა. მოკლედ, ოჯახში უფროსი შვილები გამიგებენ.

ჩვენ სწავლაშიც განსხვავებულები ვიყავით. მე სკოლაში იმისთვის დავდიოდი, რომ მართლა რაიმე ახალი მესწავლა, რაც ცხოვრებაში გამომადგებოდა. მაშო კი, სკოლაში, როგორც წვეულებაზე ისე მოდიოდა. მეგობრებს ხვდებოდა, მათთან ერთად დროს ატარებდა. საშუალო შეფასებები ჰქონდა, არაფერი კატასტროფული. მაგრამ ამ ნიშნებს ღებულობდა არა ცოდნაში, არამედ ლამაზი თვალებისთვის და სხვა არაფერი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით. რაღაც მომენტებში მისი მესმოდა: მშობლების მხრიდან ჰიპერმზრუნველობა, საკუთარი ბედის თავად განკარგვის შესაძლებლობის არარსებობა. მას კი ესმოდა, რომ ზოგჯერ ჩემთვის ადვილი არ იყო მასზე ზრუნვა და მე ვწირავდი საკუთარ დროს და ძალისხმევას, მხოლოდ იმისთვის, რომ დედას და მამას თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

ბედის ირონია

მოგვიანებით კი საშინელი რამ მოხდა. ღამით სახლში ვბრუნდებოდი, გზას ვკვეთდი. დანარჩენი, კლასიკურად: მთვრალი მძღოლი, მუხრუჭების ხმა, რამდენიმე მეტრში გავფრინდი იმ „ზებრიდან“, რომელზედაც მივდიოდი. საავადმყოფო, ნათესავების სევდიანი სახეები, ეტლი. აქამდე მხოლოდ მისი დახმარებით ვმოძრაობ, თუმცა ექიმები წლიდან წლამდე მპირდებიან, რომ მკურნალობის მორიგი რევოლუციური მეთოდის გამოცდა ახლოვდება… და ყველაფერი ამაოდ.

იმ დროისთვის, სწავლა ორივეს უკვე დამთავრებული გვქონდა. სხვა ქვეყანაში მინდოდა გაფრენა, სადაც უფრო თბილა. მაშო კი თავისი ურთიერთობებით იყო დაკავებული. ტრავმის გამო, რა თქმა უნდა, ვერსად ვერ წავედი. თუმცა კონტაქტები უკვე დამყარებული იყო და სამსახურიც კი დამიჯავშნეს. ძალიან გულდასაწყვეტი იყო, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი. შემდეგ, ასეთი კარგი შესაძლებლობა რომ არ დაკარგულიყო, მაშოს შევთავაზე, რომ ჩემს ნაცვლად თვითონ წასულიყო. რამდენიმე წელი ლამაზ საბერძნეთში არავის ავნებდა.

მაშოს, რა თქმა უნდა, საკუთარი გეგმები ჰქონდა და თან შეყვარებულიც ჰყავდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ თანახმა იყო. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე საკუთარი თავისუფლებით ტკბებოდა, თვითონ კი მზად იყო ახალი ადამიანებისა და ემოციებისთვის. მშობლები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს. ასე დავრჩი მე მათთან, მაშო კი – ჩემი ოცნების ქვეყანაში გაფრინდა. აი, ასეთი უსამართლო ცხოვრებისეული პირუეტი.

შევთანხმდით, რომ ხშირად დავურეკავთ ერთმანეთს, რადგან რესტორანში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა მაშოსთვის უცხო იყო. მე შემეძლო მას დავხმარებოდი, ყოველ შემთხვევაში, ვიდეო ზარით მაინც. და ისეც, ზოგადად, როგორც უფროს დას, შემეძლო მისთვის რჩევების მიცემა. და ასეც მოხდა. მაშოს დაევალა ხალხთან მუშაობა. კარგია, რომ ორივეს ინგლისურის პრობლემა არ გვქონდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა და გამიხარდა კიდეც, რომ ჩემი და გასაუბრებაზე არ ჩაიჭრა და პირიქით, დამსაქმებლისგან ქებაც კი მიიღო.

შესაძლებელია თუ არა სახლის ყიდვა

ორი წლის შემდეგ მაშო ადმინისტრატორის პოსტზე გადაიყვანეს. ადამიანებთან ურთიერთობის თანდაყოლილი უნარის გამო, მომხმარებლები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით. მან გაიუმჯობესა ენის ცოდნა. ზოგადად, უნდა ვაღიარო, რომ მან თავი კარგად გაართვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვიდეო ზარით ვსაუბრობდით და შევთანხმდით, რომ თუ მას ფულის შოვნის შესაძლებლობა ექნებოდა, მაშინ ის იყიდიდა სახლს ჩვენს ქალაქში და ჩვენ იმ სახლში ვიცხოვრებდით. ის თავის ლამაზ ქმართან ერთად და მეც ასე, თუ ვინმე შესაფერისი მამაკაცი გამოჩნდებოდა.

მართალი გითხრათ, ეს მისი წინადადება იყო, რომლისაც თავიდან არც მჯეროდა. მეგონა, რომ ჩემი და ექვს თვესაც ვერ გაძლებდა უცხო ქვეყანაში. მაგრამ ის ხანდახან მახსენებდა ხოლმე ამის შესახებ. საქმეებიც კარგად ჰქონდა, ამიტომ რატომღაც ისე მოხდა, რომ მე თვითონაც დავიჯერე მისი ამ დაპირების. გარდა ამისა, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა მამაკაცი, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი.

ასე გავიდა 5 წელი მას შემდეგ, რაც ჩემი და წავიდა. ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ცოტა რამ შეიცვალა. დიახ, მამაკაცი გამოჩნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სამსახური არ შეცვლილა და არც ის ადგილები, სადაც დავდიოდი. სახლი, სამსახური, გასეირნება ქალაქში და მორჩა. მაშოს ცხოვრება კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩქეფდა. ხანდახან მშურდა კიდეც მისი, როდესაც ვესაუბრებოდი. მაგრამ რა მექნა, ჩვენ ხომ დები ვართ. სულ ვფიქრობდი, შესაძლებელი იყო თუ არა სახლის ყიდვა ჩვენს ქალაქში, ვარიანტებს ვეძებდი.

ახლახან კი, მაშომ მითხრა, რომ მას ხელი სთხოვეს. ვიღაც ახალგაზრდამ, რომლის მამაც რესტორნების ქსელს ფლობს. ჩემმა დამ მითხრა, რომ უარს ეტყოდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ ასე არ იქნებოდა. ის სიხარულითა და ბედნიერებით ანათებდა. შემდეგ შევეცადე რბილად შემეხსენებინა მისი დაპირება. ის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიცხოვრებდით ჩვენს ქალაქში და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

მისი რეაქცია არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდი. მან უბრალოდ გაიცინა და შემიქო მეხსიერება და იუმორის გრძნობა. მაშინ მივხვდი, რომ მისთვის თავიდანვე არ უნდა დამეჯერებინა. მე კი, სულელს, მჯეროდა. ცოტა რთული იყო სახეზე ღიმილის შენარჩუნება და საუბრის გაგრძელება, მაგრამ საუბრის დასრულების შემდეგ მაგრად ავტირდი.

ამ მომენტისთვის მთელი ჩემი ყურადღება ჩემს საქმიანობაზე და ჩემს საქმროზეა მიმართული. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო და სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემმა დამ რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ მე არ ვუპასუხე, მოვიმიზეზე, რომ დაკავებული ვიყავი. ვგეგმავ, რომ ჩვენი ურთიერთობა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებამდე დავიყვანო, ისიც მხოლოდ დღესასწაულებზე. რას დავკარგავ? ისტორიებს ლამაზ ცხოვრებასა და ათობით თაყვანისმცემელზე? არა, თითოეულს – თავისი. ძიძად ყოფნა, როცა და პატარაა და მის ფსიქოლოგად ყოფნა, როცა გაიზრდება, ეს საჩემო არაა. საკუთარი დრო ახალგაზრდობიდანვე უნდა დაფასდეს.