საბჭოთა კავშირში ეს იყო სიმდიდრე, ნამდვილი ფუფუნება, მაგრამ ახლა ეს ნივთები არავის სჭირდება

775

საბჭოთა პერიოდში ჭურჭლის ნაკრები 6 პერსონაზე – ნამდვილად სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. კარადების შუშის კარებებს მიღმა ამაყად ბრწყინავდნენ მოხატული ჭიქები, თეფშები და სასოუსეები. ძვირადღირებულ ფაიფურის ნაკრებებს მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებდნენ. ასეთ ნაკრებებს ასევე ჩუქნიდნენ იუბილეებზე, ჩუქნიდნენ ახალდაქორწინებულებს და ოფიციალურ პირებს. განსაკუთრებით ძვირფასი სერვისები თავისუფალ გაყიდვაში არ იყო და მათი მოპოვება მხოლოდ „ნაცნობების“ მეშვეობით შეიძლებოდა.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ კოლექციონერების სიამაყეზე – ჩვენს საყვარელს სადილის ნაკრებებზე, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც ამშვენებს ოჯახურ სადილებსა და წვეულებებს.

ჭურჭლის ნაკრები 6 პერსონაზე

ფაიფური ვერბილოკი (დმიტროვის ფაიფურის ქარხანა)

რუსული ფაიფურის უძველესი წარმოება მე-18 საუკუნეში შოტლანდიელმა ფრანც გარდნერმა დააარსა. სახელობითი ნაკრებები არისტოკრატული ოჯახების მონოგრამებითა და გერბებით რუსეთისა და ევროპის იმპერიულ სასახლეებს ამშვენებდა. კოლექციონერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ჭურჭელი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდე იყო გამოშვებული.

იაფი ნაკრებები მასობრივი მომხმარებლისთვის გაყიდვაში დიდი სამამულო ომის შემდეგ გამოვიდა. მათი ამოცნობა მარტივია მსხვილი კენკრისა და ყვავილების ნახატებით. ასეთი ჭიქებიდან ძალიან სასიამოვნოა ჩაის დალევა ბებიის მომზადებული არომატული ჯემით!

დულევო

დულევოს ფაიფურის მოყვარულებს მარტივად შეუძლიათ მისი ამოცნობა თვალშისაცემი “აგაშკა” ნიმუშით – მეწამული ვარდი დიდი მომრგვალებული ფურცლებით, რომელიც შესრულებულია დიდი შტრიხებით. ფერწერის ეს სტილი ნასესხები იყო გჟელის ქარხნის ოსტატებისგან. დიასახლისები სტუმრებთან თავს ამ სათუთი და ნაზი ნაკრებით იწონებდნენ.

რა თქმა უნდა, ქარხანაში სხვა ტექნიკაც გამოიყენებოდა. მაგალითად, გამოსახულების გადატანა ჭურჭელზე ტრაფარეტის საშუალებით. გავიხსენოთ კიდევ ერთი ცნობილი ნახატი დულევოს წარმოების ჭურჭელზე – ნაზი იასამანი. 1960-იანი წლების ეს ნაკრებები ლეგენდარულად ითვლება და უაღრესად ძვირფასია კოლექციონერებისათვის.

ლენინგრადის ფაიფურის ქარხანა

პროდუქციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც სიამოვნებით ყიდულობდნენ უცხოელი ტურისტები პეტერბურგში, – ეს იყო ჩაის ნაკრები კობალტის ნახატით. ის იყიდებოდა ქარხანა “საიმპერატორო ფაიფურის” საფირმო მაღაზიებში, რომლებიც ნევსკის და ვლადიმირის გამზირებზე იყო განლაგებული.

დღეს სსრკ-ს დროინდელი მყარი, დახვეწილი და გამძლე ფაიფური საკმაოდ ძვირი ღირს. მაგალითად, 14 ნაჭრიანი ჩაის ნაკრები 6 პერსონაზე – 900 ლარამდე ღირს, ხოლო მსგავსი 20 ნაჭრიანი ყავის ნაკრები – 1000 ლარზე მეტი.

მადონა (გდრ)

საბჭოთა ქალებს ძალიან მოსწონდათ გერმანული ნაკრებები “მადონა”, რომლებიც წარმოებული იყო Oskar Schlegelmilch-ის ქარხანაში. ჭურჭელი, რომლებიც 1950-1970-იან წლებში გდრ-ის ქარხნებში იწარმოებოდა, ახარებდა თვალს თავისი ელეგანტურობით. მას ამშვენებდა დახვეწილი ნახევრად შიშველი გოგონები ბაროკოს სტილში, ნახატის შესასრულებლად გამოიყენებოდა მოოქროვების მეთოდი. მცოდნეების აზრით, ასეთი თხელი ფაიფურის ჭიქებიდან ჩაის დალევა ნამდვილი სიამოვნებაა.

1990-იანი წლების ბოლოს წარმოება გერმანიიდან პოლონეთსა და ჩეხეთში გადავიდა. თუმცა, თანამედროვე ჭურჭელი მოკლებულია იმ დახვეწილობასა და არისტოკრატიულობას, რისთვისაც “მადონა” საბჭოთა მოქალაქეებმა შეიყვარეს.

ამბობენ, რომ ფაიფურის ჭურჭელმა დანიშნულება დაკარგა. ის კარადებში ადგილს იკავებს, ჭურჭლის სარეცხი მანქანების „ეშინია“ და მოოქროვების გამო მიკროტალღურ ღუმელებს ვერ იტანს. ბევრი უმოწყალოდ ყიდის ბებიის ჭურჭელს, საკომისიო მაღაზიებში აბარებს და პაწაწინა ყავის ჭიქებს თერმული კათხებით ანაცვლებს, რადგან ეს ბევრად უფრო პრაქტიკულია.

მაგრამ თუ უცებ მოგინდებათ, რომ აქ და ახლა ყოფნის დახვეწილი მაგია დააგემოვნოთ და ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ… შეიხედეთ თქვენს კარადაში – იქნებ იქ საუკეთესო ფაიფურისგან დამზადებული ძალიან საყვარელი ჭიქების გაუხსნელი ყუთი გელოდებათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს