ისინი, ვინც საბჭოთა სკოლებში სწავლობდნენ, დღემდე აქებენ სასკოლო ფორმას, რა იყო მასში ასეთი განსაკუთრებული

0
1851

სსრკ-ს სასკოლო ფორმა არასოდეს გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და პრაქტიკულობით. ის შეიქმნა რევოლუციამდელი გიმნაზიების სტუდენტების ფორმის მიხედვით. 1917 წლის მოვლენების შემდეგ ბოლშევიკები უარს ამბობდნენ ყველაფერზე, რაც მათ ახლო წარსულს ახსენებდა და ჩვეული სასკოლო ფორმა გაუქმდა. მაგრამ მალე ხელისუფლება სკოლის მოსწავლეებისთვის ერთნაირი ჩაცმულობის იდეას დაუბრუნდა, რადგან სტანდარტული ფორმის არარსებობის პირობებში ძნელი იყო იმის დემონსტრირება, რომ “ყველა თანასწორია”. მათ ახალი არაფერი გამოუგონიათ, უბრალოდ ძველი მოდელი გადააკეთეს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სსრკ-ს სასკოლო ფორმის ისტორიას გავიხსენებთ და გავარკვევთ, ღირს თუ არა მისი მონატრება.

სსრკ-ს სასკოლო ფორმა

საბჭოთა სკოლის მოსწავლეებისთვის ერთიანი ფორმის აქტიური შემოღება 1935 წელს დაიწყო, მაგრამ ომმა საკუთარი ცვლილებები შეიტანა და მოსწავლეებმა საყოველთაოდ მიღებულ ფორმა მხოლოდ 1947 წელს ჩაიცვეს. სკოლის კოსტიუმების წყალობით, კლასში ბავშვები ერთნაირად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მოწესრიგებულად.

ბიჭები შარველები და კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი. ფორმას ახლდა ქამრები დიდი ბალთებით და ქუდები კოკადებით. ფეხზე ძირითადად ჩექმებს ატარებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭების ფორმიდან ქამრები და ქუდები ამოიღეს, კოსტიუმები კი პერანგებითა და ნაცრისფერი ქურთუკებით ჩაანაცვლეს.

გოგონების სასკოლო ფორმა შედგებოდა ყავისფერი კაბისა და შავი წინსაფრისგან. ერთადერთი დეკორაცია იყო თეთრი საყელოები და მანჟეტები. იმისათვის, რომ მკლავები ნაკლებად გაცვეთილიყო და მანჟეტები უფრო დიდხანს ყოფილიყო სუფთა, სკოლის მოსწავლეები ატლასის სახელოებს იყენებდნენ. დღესასწაულებზე თოვლივით თეთრ წინსაფრებს და თეთრ წინდებს იცვამდნენ და თავზე ულამაზეს ბაფთებს იკეთებდნენ – მოსწავლეები მყისიერად იცვლებოდნენ. როდესაც გაყიდვაში გოფრირებული ბაფთები გამოჩნდა, ისინი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა.

სკოლის მოსწავლეების ფორმა GOST-ს შეესაბამებოდა. იგი მზადდებოდა შალის ქსოვილისგან, ლავსანის მცირე შენარევით, რადგან ასეთი მასალა ნაკლებად იჭმუჭნებოდა და მალე არ იცვითებოდა. ზამთარში თხელი ქსოვილი კარგად არ ათბობდა, ზაფხულში კი ასეთ ტანსაცმელში ცხელოდა. მაგრამ ბავშვებს არ ჰქონდათ მასზე უარის თქმის უფლება: სსრკ-ში სასკოლო ფორმა მოსწავლის სავალდებულო ატრიბუტად იქცა. მის გარეშე ბავშვებს გაკვეთილებზე არ უშვებდნენ და ზოგჯერ სკოლაში მშობლებს იბარებდნენ. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებდა მოსწავლეების გარეგნობას და სჯიდა მათ ნორმიდან ოდნავი გადახრის შემთხვევაში.

სასკოლო ფორმის სტილი

სკოლის ტანსაცმელი ერთი ტიპის იყო. მსუქან ბავშვებზე ფორმა ნაკერებზე იხეოდა, გამხდარ გოგოებზე კი ტომარასავით ეკიდა. მოსწავლეებისთვის ტანსაცმელს მშობლები ყიდულობდნენ, მაგრამ ღარიბი საბჭოთა მოქალაქეებისთვის უფრო მომგებიანი იყო ბავშვისთვის ერთი ფორმის ყიდვა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რას ჩაიცვამდა ის შემდეგ კვირას. მასალების კარგი ხარისხი უზრუნველყოფდა ტანსაცმლის გამძლეობას და უმცროს ბავშვებს უფროსი და-ძმის ფორმების ჩაცმა უწევდათ.

საბჭოთა პერიოდში სასკოლო ასაკის ბიჭების ფორმა უფრო ხშირად იცვლებოდა, ვიდრე გოგოების ფორმა. მოდა საკმაოდ წარმავალია და 80-იან წლებში ბიჭები გაშლილ შარვლებს, ვიწრო პერანგებს და გრძელ თმას ატარებდნენ. სკოლის მოსწავლე გოგონების გარდერობი არ იცვლებოდა. ისინი კვლავინდებურად დახურულ ყავისფერ კაბებში იყვნენ გამოწყობილი.

იმისათვის, რომ როგორმე შეეცვალათ სასკოლო ფორმა, გოგონებმა დაიწყეს სიგრძის დამოკლება და მკლავების მოჭრა, რითაც იგი საზაფხულო ვერსიად აქციეს. მოსწავლეებს ნება დართეს, რომ მოკლე ვარცხნილობა ეტარებინათ, მაგრამ მაკიაჟი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აკრძალული იყო. მაგალითად, თამამი მაკიაჟის გამო, შეეძლოთ ახალგაზრდა ლამაზმანი სკოლიდან გაერიცხათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სკოლის მოსწავლეების ერთიანი ფორმა გაუქმდა. ზოგიერთმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო მოსწავლეებისთვის საკუთარი გამორჩეული ტანსაცმლის დანერგვა, მაგრამ არა ყველამ. ალბათ, უკვე დროა, რომ აღმოიფხვრას მთელი ეს ნოსტალგია საბჭოთა სასკოლო ფორმის მიმართ. დროა წინ გავიხედოთ, რადგან დასანანი არაფერია…