15 წუთია სურათს ვუყურებ და ვერ ვხვდები სად არის კატა, თავად სცადე, იქნებ შენ უკეთ გაუმკლავდე

5323

რუტინული ცხოვრების წესისა და ერთფეროვანი სამსახურის პირობებში ჩვენს ტვინს აუცილებლად სჭირდება გავარჯიშება. მენტალური ტონუსუს შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურის! გაინტერესებთ მარტივი მეთოდი, რომლის წყალობითაც შეძლებთ ვიზუალური მეხსიერების, გონების სიფხიზლისა და ყურადღების კონცენტრაციის გავარჯიშებას? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საინტერესო სავარჯიშოებს გთავაზობთ!

ეს ვიზუალური თავსატეხები საკმაოდ მარტივია. მაგრამ ამავდროულად ისინი ტვინის გაღვიძებასა და მის ტონუსში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მზად ხართ დასაწყებად?

ვიზუალური მეხსიერება: სავარჯიშოები

შეგახსენებთ, რომ პასუხებს ჩვეულებრივ ბოლოს ვაქვეყნებთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით და შეეცადეთ თავად იპოვოთ ყველა ელემენტი. სტატიის ბოლოს პასუხების ნახვას ყოველთვის მოასწრებთ.

პირველი ამოცანის გადაჭრაში კატის მოყვარულებს მცირე უპირატესობა ექნებათ. ისინი აუცილებლად იპოვიან კატას სხვა ცხოველებს შორის წარმოუდგენელი სიჩქარით. მაგრამ, სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, მაშინ აქ ყველას ერთნაირი შანსები აქვს. თქვენ გევალებათ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოთ კატა ბუებს შორის. შეძლებთ?

მეორე სავარჯიშო. ახლა, როდესაც უკვე ნამდვილად ისწავლეთ კატის ბუსგან გარჩევა, დროა სცადოთ სხვა ცხოველის პოვნა კატების კომპანიაში. საუბარია თაგვზე. სწორედ ის იმალება მრავალრიცხოვან ნაცრისფერ და წითელ კატას და შალის ძაფების გორგლებს შორის. შეეცდებით მის პოვნას? ჩვენ გიგულშემატკივრებთ!

მესამე სავარჯიშო, რომელსაც შემოგთავაზებთ, ასევე ვიზუალური თავსატეხია, ოღონდ ოდნავ განსხვავებული ფორმატით. თქვენი ვიზუალური მეხსიერება აუცილებლად გაუმჯობესდება. თქვენ უნდა იპოვოთ ნაყინი, რომელიც განსხვავდება დანარჩენისგან. ვნახოთ, რამდენად სწრაფად შეძლებთ ამის გაკეთებას.

დაასრულეთ წინა დავალებები? სულ ბოლოს გვინდა შემოგთავაზოთ ვიზუალური თავსატეხი ელემენტების ყველაზე დიდი რაოდენობით. შეგიძლიათ სწრაფად იპოვოთ პანდა, რომელიც უამრავ ადამიანს შორის იმალება? წამზომი ჩაირთო!

მინიშნებები და პასუხები

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ უკვე მოახერხეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავსატეხის პასუხის პოვნა. მაგრამ თუ ვერ შესძელით ან უბრალოდ გადამოწმება გსურთ, სწორი პასუხები და განმარტებები ქვემოთ გელოდებათ.

1.ჯერ გავარკვიოთ სად იმალებოდა იდუმალი კატა ბუებს შორის მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც ხედავთ, ის შეგიძლიათ იხილოთ ზედა მარჯვენა კუთხეში. რთული იყო?

2. შემდეგ ჩვენ უნდა გვეპოვა პაწაწინა თაგვი კატებსა და შალის ძაფის გორგლებს შორის. აქ ამოცანა უფრო გართულდა. ჭეშმარიტებას მხოლოდ ყველაზე კარგი მხედველობის მქონე მკითხველი ჩაწვდება. მაგრამ, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მეორე დავალების პასუხიც, ფაქტობრივად, იმავე ადგილას იყო, სადაც პირველის. ნაცრისფერი თაგვი ილუსტრაციის ზედა მარჯვენა კუთხეში იმალება.

3. შემდეგია მესამე სავარჯიშო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ზუსტად დაგვმახსოვრებოდა, როგორ გამოიყურება ნაყინზე ფერადი დეკორაცია. სწორედ მისი ფერები განასხვავებს სურათზე ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ცივ დესერტს დანარჩენისგან. მოახერხეთ დამატებითი ელემენტის პოვნა მინიშნების გარეშე?

4. და, რა თქმა უნდა, ბოლო სავარჯიშოს პასუხი. სახეების დიდი რაოდენობა და შავ-თეთრი ფერები მკითხველს აბნევს. და მაინც, თუ ყურადღებით შეხედავთ, შეამჩნევთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში პანდა ჩვენი სურათის მარცხენა მხარეს იმალებოდა.

ასეთი მარტივი თავსატეხების წყალობით უმჯობესდება ვიზუალური მეხსიერება. ვიმედოვნებთ, რომ კმაყოფილი ხართ თქვენი შედეგებით. თუ არ ხართ კმაყოფილი, არ ინერვიულოთ. შედეგების მიუხედავად, ამ სავარჯიშოებმა ნამდვილად გაააქტიურა თქვენი ტვინი. გვეთანხმებით? ჩვენს არქივში ბევრი მსგავსი თავსატეხია. ივარჯიშეთ და დროთა განმავლობაში აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ასეთ ამოცანებს ბევრად უფრო სწრაფად უმკლავდებით. წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს