მუხა 10 დაავადების წინააღმდეგ: მკურნალობა მუხის ქერქით, ფოთლებითა და რკოებით

3534

მედიცინაში, ყველაზე ხშირად, მუხის ქერქი გამოიყენება. მას აგროვებენ გაზაფხულზე, ახალგაზრდა, თხელ ტოტებში წვენის დინების დროს. უხეში ქერქი სამკურნალოდ არ გამოდგება. ხე უნდა იყოს 15-20 წლამდე ასაკის. ამ ასაკის შემდეგ, ქერქში ტანინების შემცველობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ხალხურ მედიცინაში, მუხის ქერქის ნახარში შინაგანად გამოიყენება დიზენტერიის, ფაღარათის, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, ჭარბი მენსტრუაციის, სოკოთი ან სპილენძის მარილებით მოწამლვის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების სამკურნალოდ.

გარეგანად, სავლების სახით, გამოიყენება ანგინის დროს, საშოს აბაზანებს კი იკეთებენ ტრიქომონადური კოლპიტის დროს; გამოიყენება კომპლექსში დამწვრობის, მოყინვის, ნაწოლების, ბუასილის, კანის ისეთი დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ჭარბი ექსუდაცია, ფეხების ოფლიანობის სამკურნალოდ. დღეს ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს გაგაცნობთ.

სარძევე ჯირკვლის კიბო

მოამზადეთ 1 ს.კ. ქერქის ნახარში 1 ჭიქა უმ წყალზე, დააყენეთ 10-12 საათით, შემდეგ აადუღეთ, გააგრილეთ და ისევ აადუღეთ, დააყენეთ კიდევ 3-4 საათით. გაიკეთეთრ მკერზე კომპრესები დილა-საღამოს, 2-2 საათით, მკერდი თბილად შეიხვიეთ.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო

წინა პუნქტში მოცემული ნახარშით გაიკეთეთ კომპრესები ფარისებრი ჯირკვლის არეზე მაქსიმალურად ხშირად.

მეორე ხარისხის კვანძოვანი ჩიყვი

ერთ დროს მე მქონდა მეორე ხარისხის კვანძოვანი ჩიყვი. გავიგე, რომ მას კარგად შველის ღამით უმი მუხის ქერქის კომპრესების დადება. მე დიდი ხნის წინ მქონდე არაყზე დაყენებული მუხის ქერქი. ყოველდღე, მას ჩიყვის არეში ვისვამდი. რა თქმა უნდა, მწვავდა, თუმცა ამ ადგილზე საბავშვო კრემს ვიზელდი და ისევ კომპრესს ვიდებდი. ასე 2 თვის განმავლობაში ვაკეთებდი. როცა უბ-გამოკვლევა ჩავიტარე, ექიმებმა მითხრეს, რომ ჩიყვი აღარ მქონდა. ეს ექიმმა-ენდოკრინოლოგმაც დაადასტურა.

თიაქარი

საზარდულის ან ჭიპის თიაქრის შემთხვევაში, აფთიაქში შეძენილ მუხის ქერქს დაასხით პირთამდე არაყი, ჭაჭა ან ოდეკოლონი და გააჩერეთ 2 კვირით. ამის შემდეგ, საღამოს ჩაალბეთ ნაყენში ოთხად დაკეცილი მარლა და დაიდეთ თიაქარზე, დაიფარეთ ცელოფანი, თბილად შეიხვიეთ და გააჩერეთ კომპრესი მთელი ღამით.

მეორე რეცეპტისთვის დაგჭირდებათ მუხის ფოთლები, ქერქი და რკოები. დააქუცმაცეთ ნედლეული, გაავსეთ ბოთლი მასით 2/3-მდე და დაასხით 0.5 ლ ნებისმიერი ღვინო. დააყენეთ ბნელ ადგილას 10 დღით, შემდეგ გადაწურეთ და რეგულარულად გაიკეთეთ კომპრესები თიაქარზე, გაიჩერეთ მთელი ღამით, თბილად შეხვეული. ჩვეულებრივ, თიაქარი 10 ყოველდღიური პროცედურის შემდეგ ქრება. თუმცა, მკურნალობა მაინც გააგრძელეთ ღვინის ნაყენის დასრულებამდე.

გლაუკომა

დაწვით მუხის ტოტები და აიღეთ ფერფლი. იგი შესანიშნავად არეგულირებს თვალშიდა, ქალაშიდა და არტერიულ წნევას. ჩაყარეთ 4 ს.კ. ფერფლი 1 ლ მდუღარე წყალში, დააყენეთ 1 დღით, გადაწურეთ და დალიეთ 3 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობა გრძელდება 1-4 დღე, შეისვენეთ 5 დღით და გაიმეორეთ.

თეთრად შლა (ძველი რეცეპტი)

გააშრეთ 9 რკო, დააფქვიეთ და დაყავით 18 ნაწილად. მიიღეთ 9 დღის განმავლობაში – 1 წილი დილით, მეორე – საღამოს, დააყოლეთ პიტნის ჩაი.

დიაბეტი

გამომშრალი რკოები დააფქვიეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

სწორი ნაწლავის გამოვარდნა

4-5 ს.კ. ნედლეული ჩაყარეთ 0.5 ლ წყალში, ადუღეთ 10 წუთით, გადაწურეთ და ჩაჯექით ნახარშში 20-30 წუთით.

ატოპიური ნეიროდერმიტი, ბავშვთა ეგზემა

250 გ მუხის გამომშრალ ქერქს დაასხით 1.5 ლ ცივი წყალი, აადუღეთ, ხარშეთ 10 წუთით, გადაწურეთ და გაიკეთეთ აბაზანები 20 წუთით. საპნის გამოყენებას თავი აარიდეთ.

უკუჩვენებები

მუხის ნახარშის შინაგანად გამოყენება არ შეიძლება ნაწლავების დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს დაუძლეველი ყაბზობა, ბუასილის დროს. ნახარშის ხანგრძლივი მიღება არაა რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, ფაღარათიანი კოლიტების და სხვ. დროს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატს პირდაპირი ჩვენება აქვს. მუხის ნახარშით პირის ღრუს ხანგრძლივი გამოვლება აუარესებს გემოსა და სუნის შეგრძნებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს