ამ ლამაზ ფლაკონებზე ყველა საბჭოთა ქალი ოცნებობდა, ისინი მზად იყვნენ მათ შესაძენად მთელი ხელფასი დაეთმოთ

598

სსრკ-ში კარგი კოსმეტიკისა და სუნამოების პოვნა მართლაც სერიოზული გამოწვევა იყო. ჩვეულებრივი მშრომელი ქალები იშვიათად ინებივრებდნენ თავს ხარისხიანი პროდუქტით. ის შეიძლება უბრალოდ არ ყოფილიყო ფართოდ ხელმისაწვდომი (ან რომ ყოფილიყო, ძალიან მოკრძალებული რაოდენობით იქნებოდა). გარდა ამისა, ყველა არ იყო მზად რომ მთელი ხელფასი “კლიმას” ან “მადამ როჩას” შესაძენად დაეხარჯა: უცხოური სუნამოების შოვნა სპეკულანტებთან შეიძლებოდა, მაგალითად, 100 მანეთად.

იმავდროულად, საბჭოთა მსახიობები სატელევიზიო ეკრანებიდან უთრთოლებდნენ ქალებს ნაზ გულებს ტრენდული სუნამოების ჩვენებით. ზოგიერთი სუნამო ცოცხალ ლეგენდად იქცა: ზოგი მათ კოლექციას აგროვებს და დღემდე გამოიყენებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საბჭოთა კავშირის დროინდელ საყვარელ სუნამოებს გავიხსენებთ.

“MADAME ROCHA”: ქალის სუნამო

არისტოკრატული სუნამო Madame Rochas შეიქმნა 1960 წელს ფრანგი პარფიუმერიის გენიოსის გაი რობერტის მიერ, მას ასევე იცნობდნენ, როგორც რობერტ გაის. ირისისა და ცხრატყავას ახალი ნოტები ნაზად გადადის ფორთოხლის ყვავილებში, ნეროლში, მიმზიდველ მწარე კედარსა და ქარვაში.

ამ სუნამოს კონცენტრირებული ვინტაჟი ჰქვია – ის მართლაც საუკეთესოდ ასახავს იმდროინდელ ტრადიციებს. საბჭოთა კავშირში ერთი ბოთლი დაახლოებით 30 მანეთი ღირდა, მაგრამ გადამყიდველებთან 100 მანეთად შეიძენდით.

კინოში პირველად სუნამო გამოჩნდა კარენ შახნაზაროვის ფილმში “კურიერი”. “დედა, მადამ როშა კარგი სუნამოა?” – კითხულობს მთავარი გმირი ივან მიროშკინი, რომელიც კუჭის ტკივილით არის შეწუხებული. მანამდე ცოტა ხნით ადრე მან 2 ბოთლი ფრანგული სუნამო დალია, რათა შეყვარებულზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

“კრასნაია მასკვა”

გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ეს სურნელი მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ ქალებს უყვარდათ, თუმცა “ნოვაია ზარიას” ქარხნის ეს სუნამო თითქმის ყველა ტუალეტის მაგიდაზე იყო. ელეგანტური ოქროსფერ-წითელი ბოთლები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო – ისინი მხოლოდ 5-7 მანეთად იყიდებოდა. “კრასნაია მასკვას” არომატების რთული პირამიდა ჰქონდა: საბაზისო იყო ჟასმინი, მიხაკი, მუშკი და ციტრუსი. მისი სურნელი შეიძლება შეფასდეს, როგორც საზეიმო, მაგრამ ამავე დროს თბილი და მყუდრო.

საბჭოთა კინომ პარფიუმი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. “კრასნაია მასკვა” გამოჩნდა ფილმებში: “გამარჯობა და ნახვამდის”, “გოგონები”, “საშიში ასაკი”. “პოკროვსკის კარიბჭეში” კი, რიტამ, კოსტიკის შეყვარებულმა, საქმროს ყუთი გადასცა სურნელოვანი საჩუქრით, რათა მას მომავალი სიდედრის ნდობა მოეპოვებინა.

Sikkim

საბჭოთა ქალები მზად იყვნენ ბოლო ფული მიეცათ ფრანგული სიკიმისთვის ლანკომისგან. არომატი საკმაოდ მძიმე იყო და განკუთვნილი იყო კაშკაშა, იმპულსური და გაბედული ქალბატონებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი იციან. ყვავილოვან-აღმოსავლური კომპოზიცია აერთიანებს გარდენიის, კვლიავის, ბერგამოტის ნოტებს, რომელიც ქარვაში, ჟასმინში, პაჩულსა და ტყავში იხსნება.

მისი შოვნა მხოლოდ “ნაცნობების” ან სპეკულანტების მეშვეობით შეიძლებოდა, ორჯერ მეტის გადახდით ან უფრო ძვირად. მაგრამ “სიკიმის” მიმართ სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ამისთვის მათ ნახევარი ხელფასი არ ენანებოდათ – უცხოური დეფიციტი შეიძლება 50 მანეთი ღირებულიყო. სხვათა შორის, ამ სუნამოს იყენებდა შეძლებული კატია ტიხომიროვა ფილმიდან “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”.

Climat

ძნელად შესაძლებელი იყო უფრო სტატუსური პარფიუმის პოვნა, ვიდრე Lancome-ის Climat-ია. მისი შლეიფი ქალის სტატუსზე უფრო ხმამაღლა ყვიროდა, ვიდრე ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი. სწორედ ასეთი სამეფო საჩუქარი გაუკეთა იპოლიტმა საყვარელ ნადენკას “ბედის ირონიაში” და 60 მლ-იანი ფლაკონი აჩუქა. იმის გასაგებად, თუ რამდენად ძვირფასი იყო ეს საჩუქარი, აღვნიშნავთ, რომ პატარა 28 მლ-იანი ფლაკონო 25 მანეთი ღირდა, როდესაც საშუალო ხელფასი 120 მანეთი იყო. გადამყიდველები იგივე სუნამოში ორჯერ მეტს ითხოვდნენ. ეჰ, ნადია-ნადია, რა საქმრო იყო…

“კლიმა” “სიკიმის” მსგავსი იყო, მაგრამ გარკვეულწილად მსუბუქი და ნაზი. ის შესანიშნავად შეეფერებოდა დახვეწილ, თავშეკავებულ ქალებს. ატმის, შროშანისა და ბერგამოტის მსუბუქი და ტკბილი კომპოზიცია ერეოდა როზმარინს და ტოვებდა მუშკის, სანდლის ხის, ბამბუკის და ქარვის მსუბუქ, მომხიბლავი კვალს.

Magie Noire

კიდევ ერთი საკულტო სუნამო ლანკომისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის არა ერთი მოქალაქე გააგიჟა. ქალები ამ სუნამოს ძლივს შოულობდნენ 45 მანეთად და წლების განმავლობაში იყენებდნენ.

კომპოზიცია იწყებოდა ჟოლო-მოცხარის ნოტებით, ბერგამოტით და ჰიაცინტით, შემდეგ იხსნებოდა ექსპრესიული შროშანი, ნარცისი და ჟასმინი. „შავი მაგია“ ტოვებდა მუშკის, რბილი მუხის ხავსისა და პაჩულის კვალს. ეს არის პარფიუმერიის ნამდვილი ლეგენდა, რომელიც ჯადოქრული ძალის ფლობის განცდას ტოვებდა. გასაკვირი არ არის, რომ სსრკ-ს ბევრ ქალს შეეძლო წლების განმავლობაში შეეგროვებინა ფული ძვირფასი ფლაკონის შესაძენად ან მას საჩუქრის სახით ელოდებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს