არასოდეს დაეხმარო ნათესავს ამ საქმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობელი მტერზე უარესი გახდება

0
634

როგორც თურქული ანდაზა ამბობს: „ნათესავებთან ჭამე და დალიე, მაგრამ არ ივაჭრო“. რატომ ხდება ხშირად ასე, რომ უცხო ადამიანი გვეხმარება, ნათესავი – არა? ზოგჯერ ფინანსური და მემკვიდრეობითი საკითხის ფონზე უახლოესი ადამიანი მტერი ხდება. აი, და–ძმა ერთ ჭერქვეშ გაიზარდნენ, მშობლებმა ერთნაირად გაზარდეს, მაგრამ როცა საქმე ბინას ეხება, მოსისხლე მტრები ხდებიან. როგორ დაიცვათ თავი ნათესავების ნეგატივისგან და თავად არ გახდეთ მტერი?

ხალხი დასახმარებლად მოდის

პაპარაცი ამ საკითხის გარკვევას ეცდება. ნათესავები თითოეული ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ერთი მხრივ, კარგია, როცა სუფრასთან დიდი ოჯახი იკრიბება.

მეორე მხრივ, ეს დიდი ოჯახი ხშირად ჩხუბის და უთანხმოების საგანი ხდება. როგორი ნათესაური კავშირიც არ უნდა გვაკავშირებდეს, ყველა განსხვავებული ვართ. ყველას საკუთარი ხასიათი, ცხოვრებისეული ხედვა და მისწრაფება აქვს. ახლო ნათესავიც, მაგალითად, და და ძმა, სრულიად ერთნაირი ვერ იქნება. ტყუპებსაც კი განსხვავებები აქვს, ხასიათიც.

ნათესავებთან თბილი და სასიამოვნო ურთიერთობა რომ შეინარჩუნოთ, არასოდეს დაეხმაროთ კარიერულ და ფინანსურ საკითხებში. არ აიყვანოთ ნათესავი სამსახურში და არ დაეხმაროთ სამსახურის პოვნაში. სამუშაო ადგილზე ნათესავის კომპეტენციის შეფასება ძალიან რთულია. რთულია, მიუთითოთ შეცდომაზე და უზუსტობაზე. ძალიან ხშირად ამის გამო კარგი ურთიერთობა ირღვევა. გარდა ამისა, ნათესავმა თქვენს ქვეშევრდომებს შეიძლება მოუყვეს ბავშვობის შეცდომის ან ინციდენტის შესახებ. ასე კოლეგების და ქვეშევრდომების თვალში ავტორიტეტი შეიძლება დაკარგოთ. როგორც ცნობილია, ავტორიტეტი მოიპოვება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ წამებში იკარგება.

ნათესავებთან ურთიერთობა

არ ასესხოთ ფული ნათესავებს, განსაკუთრებით მსხვილი თანხა. ნათესავებს შორის ვალის პატიება მიღებულია. ახლო ნათესავმა ვალის დაბრუნება შეიძლება გადადოს, რადგან მისიანს ლოდინი შეუძლია. თქვენ კი გეუხერხულებათ ვალის დაბრუნების ვადა შეახსენოთ. აქედან მოდის ფარული წყენა, უთქმელობა და ურთიერთობის გაცივება. სწორედ ამიტომ, ნათესავებისთვის ფულის სესხებაზე უარის თავაზიანად თქმა ისწავლეთ. ასე უკეთეს ურთიერთობას შეინარჩუნებთ, წყენის და ორმხრივი პრეტენზიის გარეშე.

საჭირო არაა, რომ ყველა თქვენი წარმატება და მიღწევა ნათესავებს გაუზიაროთ. მით უფრო, თუ სამუშაოს ან პროექტის ეტაპზეა. თუ გსურთ ნათესავებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, ნეიტრალურ თემებზე ესაუბრეთ. რა თქმა უნდა, როცა ახლობელი რთულ სიტუაციაშია, ყველა ნათესავი უნდა გაერთიანდეს. ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით უნდა დაეხმაროს. ამ შემთხვევაში შეუძლებელია იყოს კამათი, წყენა, უთქმელობა. ყველა უნდა გაერთიანდეს.

ნათესავები ყოველთვის რთული საკითხია. მით უფრო, როცა დაქორწინების შემდეგ ორი განსხვავებული ოჯახი იკრიბება. თითოეულს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წესები, ტრადიციები. მნიშვნელოვანია, გონივრულად იმოქმედოთ, დათმობა ისწავლოთ და კომპრომისი იპოვოთ. რაც მთავარია, ერთმანეთის მოსმენა და გაგება უნდა ისწავლოთ.