მე და ჩემი ქმარი სიამტკბილობით ვცხოვრობდით, სანამ არ გამიმხილა მისი საშინელი საიდუმლო

0
4392

ქალების უმეტესობას და ბევრ კაცს ურთიერთობაში (როგორც მინიმუმ, ქორწინებამდე) ხშირად აქვს ე.წ. სათადარიგო ვარიანტი. ყველაზე ხშირად ეს არის „მალულად“ შეყვარებული მეგობარი, რომელიც მისთვის ბევრ რამეზე წავა. დროთა განმავლობაში ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს და უმეტეს შემთხვევაში სათადარიგო ვარიანტიც გონს მოდის და საკუთარ ურთიერთობას ვინმე სხვასთან ავითარებს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არაა.

უნდა გესმოდეთ, რომ თუ ადამიანს, რომლის მიმართ გრძნობა გაქვთ, თქვენთან ურთიერთობა არ სურს, სიტუაცია დროთა განმავლობაში არ შეიცვლება. ადამიანები გულის სიღრმეში ეგოისტები არიან. სხვის გამოყენებაზე ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები არ აქვთ. სწორედ ამიტომ, „მომავალ მეორე ნახევარზე“ დაჟინება არ ღირს. უმჯობესია, საკუთარ თავს და თვითგანვითარებას მიხედოთ. როცა თავს უკეთ ვგრძნობთ, სხვებიც ხედავენ. ეს კი გავლენას ახდენს როგორც თვითშეფასებაზე, ასევე ცხოვრების ხარისხზე.

სათადარიგო ვარიანტი

ჩემს მეუღლეს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვიცნობდი. მე–11 კლასში ვიყავი, როცა ჩვენთან კლუბში მოვიდნენ უფროსი ბიჭები, მათ შორის დანიელიც იყო. მეორეკურსელი, მაგარ ქურთუკში და ცოცხალი ცისფერი თვალებით. მახსოვს, მისი იდუმალი ქარიზმით და შინაურული ბუნებით მოხიბლული ვიყავი. ყველას იცნობდა და ისინი, ვინც არ იცნობდნენ, მის გაცნობაზე ოცნებობდნენ.  იმ საღამოს მის კომპანიასთან ახლოსაც არ მივსულვარ, მაგრამ ცხოვრებამ მოგვიანებით დაგვაკავშირა.

როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და რაღაც „საბრძოლო ნათლობა“ გავიარე, დანიელს ისევ შევხვდი. სწავლას ამთავრებდა, მაგრამ ისევ ისეთი საყვარელი ბიჭი იყო, როგორსაც წლების წინ შევხვდი. ჩემში გოგოური ორჭოფობა და ეჭვები ფეთქავდა, მაგრამ გავბედე მისვლა და გაცნობა. საყვარელი რეაქცია ჰქონდა და თავად შემომთავაზა რამდენიმე დღეში შეხვედრა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.

დრო გავიდა, შეხვედრები დავიწყეთ, შემდეგ ერთად ცხოვრება. დანიელმა კარგი სამსახური იპოვა, მე სწავლას ვაგრძელებდი. თანამედროვე წყვილი ვიყავით და მაკმაყოფილებდა. სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება, რომ მე, დაბალი, მსუქანი გოგონა, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი ჩემი მაღალი და სიმპათიური შეყვარებულის გვერდით. ყოველთვის ვიცოდი, რომ არ მაწყენინებდა და არავის მისცემდა ჩემზე ცუდის თქმის უფლებას. ქორწილმა არ დააყოვნა. თუმცა დანიელი ამბობდა, რომ ეს „მოჩვენებითი დღესასწაულია“ და სერიოზულად არ იღებს.

ვიზრდებოდით, ვითარდებოდით, მუდმივად ცხოვრების ახალ გეგმებს ვადგენდით. დაჟინებით მოვითხოვდი, რომ ყოველ მეორე დღეს მეგობრების ნახვა შეეწყვიტა, თითქოს ისევ მოსწავლეები ან სტუდენტები ყოფილიყვნენ. ჩვენთან მათი სტუმრობაც დიდად არ მახარებდა. საყვარელ ადამიანთან ერთად სიმშვიდე მინდოდა. დიახ, 25 წელი ბავშვობა აღარაა. დროა, მომავალზე, ოჯახზე დაფიქრდე.

ზოგჯერ დანიელი ამაზე წუწუნებდა. ამბობდა, მზად არ იყო წარსულ ცხოვრებას დამშვიდობებოდა. მაგრამ ვხედავდი, რომ მასში პოტენციალი იყო. არ იფიქროთ, პრობლემური წყვილი არ ვიყავი, არა. უბრალოდ სამსახურის შემდეგ დანიელი მეგობრებთან გარბოდა. სამსახურში საქმის დასასრულებლად არ რჩებოდა. სახლში ჩემთან არ მოიჩქაროდა, არამედ „თავის წვეულებაზე“ მიდიოდა. ალბათ, ასე თავს ცოცხლად გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში, ამას მეუბნებოდა.

ერთხელ, ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საიდუმლო გამიმხილა. სხვა ქალი ჰყავს. მის შესახებ ყველა მისმა მეგობარმა იცის. უფრო მეტიც, მის მეგობრებს იმ ქალის დანახვა უფრო ახარებთ, ვიდრე ჩემი. ვინაიდან ის ბევრს არ ითხოვს, არ აიძულებს რუტინული საქმის შესრულებას, არ წუწუნებს. ვთხოვე მისი ფოტოს ჩვენება. დავინახე ქალი, რომელიც ჩემგან სრულიად განსხვავებული იყო. მაღალი, გამხდარი, გაშლილი ქერა თმით. ჯანდაბას, მეც შემიყვარდებოდა.

დანიელმა მითხრა, რომ ეს სათადარიგო ვარიანტი იყო, რადგან მე მისი ცოლი ვიყავი, მისი ცხოვრების მეგზური. ის კი სერიოზული არაფერია. ისე გასართობად. დასამტკიცებლად ტელეფონი აიღო, იმ ქალს დაურეკა და ჩემს თვალწინ უთხრა, რომ ახლა მის შესახებ ვიცოდი, რომ მათ შორის სერიოზული არაფერი იყო და ტელეფონი გათიშა. თითქოს ამას ჩემს თვალში სიტუაცია რაღაცნაირად უნდა გაეუმჯობესებინა.

ხშირად მსმენია წყვილებზე, რომლებიც დაოჯახების შემდეგაც თავისუფალ ცხოვრების წესს ეწევიან. სხვებს ხვდებიან და არა მხოლოდ. ჩემთვის ეს უცხოა, მაგრამ ის სიმშვიდე, რომლითაც ჩემი მეუღლე თავის საყვარელზე მიყვებოდა, ჩემში შერეულ გრძნობებს იწვევდა. მღალატობენ თუ მღალატობდნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამავდროულად, ამის შესახებ პირდაპირ მეუბნებიან. რა გავაკეთო ახლა, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

დასაფიქრებლად „რამდენიმე დღე“ ავიღე. საცხოვრებლად გადავედი საუკეთესო მეგობართან, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარ ვეხმიანებოდი. მიმიღო, მომისმინა, რამდენიმე რჩევა მომცა. რა თქმა უნდა, თავიდან ამის მოყოლა უცნაური იყო. გონება დაბინდული მქონდა. კარგად გამოძინების შემდეგ უკეთ გავაცნობიერე. სამსახურში ქმართან მომავალ დიალოგს  დიდხანს ვადგენდი. ყველა დადებით და უარყოფით მომენტზე ვფიქრობდი. ისევ დაქალს დაველაპარაკე და სახლში დავბრუნდი.

ჩემი დანახვისას გაღიმებულმა დანიელმა მიმანიშნა მაგიდისკენ, სადაც ლარნაკში ლამაზი ყვავილების თაიგული მელოდა. ასევე სუში, შოკოლადი, მოკლედ, ყველაფერი, რაც მიყვარდა. ქმარი მომიახლოვდა და მკითხა, ვაპატიე თუ არა, იქნებ, გავაცნობიერე, რომ არც ისე ცუდი იყო? პასუხად, ოდნავ მისი მოშორება ვცადე. არა ძალიან, ისე, რომ სცოდნოდა, რომ სერიოზულად განწყობილი ვიყავი.

ვუთხარი, რომ ყველაფერი გავიგე. უფრო მეტიც, მზად ვიყავი, ამ მორევში მასთან ერთად ჩავძირულიყავი. ტელეფონი ამოვიღე და გაცნობის აპლიკაციაში ჩემი მიმოწერა ვაჩვენე. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქალაქში საკმაოდ პოპულარული იყო, ამიტომ დიდი არჩევანი მქონდა. ჩემი პირველი ორი პაემანი ამ შაბათ–კვირას იყო დაგეგმილი. სათადარიგო ვარიანტი ვიპოვე. სხვათა შორის, ამ ერთ უბედურ დღეს მიმოწერისას იმდენი კომპლიმენტი წავიკითხე, რამდენიც დანიელთან ურთიერთობის დასაწყისშიც არ მომისმენია.

ჩემს ქმარს საშინელი რეაქცია ჰქონდა. სცადა ჩემი ტელეფონიდან მიმოწერის და აპლიკაციის წაეშალა. კარგია, რომ თანამედროვე სმარტფონები იდენტიფიკაციისთვის თითის ანაბეჭდს ითხოვს. სკანდალი მოაწყო, თავს იმართლებდა იმით, რომ თავად თავის სათადარიგო ვარიანტს დაურეკა და ყველაფერი გააუქმა. მე კი მის მაგალითს არ მივბაძე. აივანზე გავიდა, დიდხანს ფიქრობდა. შემდეგ სასეირნოდ წასვლა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა, როცა დაინახა, რომ ამას მშვიდად შევხვდი. კარგი შხაპის მისაღებად აბაზანაში გავიდა.

მის ქმედებებს ვუყურებდი და მიკვირდა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, თუ გაუკეთებ იმას, რასაც თავად უმნიშვნელოდ თვლიდა. დავინტერესდი, სადამდე მიგვიყვანდა ეს ამბავი. როგორც არ უნდა იყოს, შაბათ–კვირისთვის გეგმა მაქვს. ჩემი სათადარიგო ვარიანტი. არ ვიცი, რას გამოიწვევს ეს. თუნდაც განქორწინებას. ამ სიტუაციამ თვალები ამიხილა და ჩვენი კავშირი სხვა თვალით დამანახა. ხელის გოგოდ ყოფნა მომბეზრდა. დაე, ახლა სხვამ ირბინოს, თუ ასეა საქმე. არ გინდა ოჯახის შექმნა, კარგი. შესაძლოა, ვინმე უფრო დამყოლი აღმოჩნდეს, ვნახოთ!