ქმარმა მიმატოვა და 12 წლის შემდეგ დაბრუნდა. როცა დავინახე, კინაღამ მეტყველების უნარი დავკარგე

0
6707

გიამბობთ ჩემს ისტორიას, როგორ მიმატოვა ქმარმა შვილებთან ერთად, 12 წლის შემდეგ დაბრუნდა და პატიებას მთხოვს. მისი არყოფნის პერიოდში ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. ახლა კი გამოჩნდა და ოჯახში დაბრუნება სურს. მესმის, რომ ჩემი გრძნობები არ გამქრალა. დღემდე ჩემი პირველი და ერთადერთი საყვარელი მამაკაცია, მაგრამ როგორ ვაპატიო ღალატი? ღირს კი?

ქმარი წავიდა და 12 წლის შემდეგ დაბრუნდა

დემნა საერთო ნაცნობმა წვეულებაზე გამაცნო. კომუნიკაბელური ახალგაზრდა სტუდენტი მაშინვე მომეწონა. მანამდე არავინ მყვარებია. ვცხოვრობდი პატარა ქალაქში და მთელი დღე ვსწავლობდი. ისე დავსახე პრიორიტეტები, რომ უნივერსიტეტის დასრულებამდე ურთიერთობა გეგმაში არ იყო. მშობლებმა მკაცრად გამზარდეს და ბიჭებზე ფიქრის უფლებასაც არ მაძლევდნენ.

მშურდა დაქალების, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ ჩემთვის მტკიცედ გადავწყვიტე: ჯერ დიპლომი, შემდეგ გათხოვება. გულწრფელად, არავინ იყო, ვისთანაც სერიოზულ ურთიერთობას ვისურვებდი. უბრალოდ შეხვედრები და შემდეგ დაშორება არ მაინტერესებდა. ვოცნებობდი დიდ ძლიერ ოჯახზე. არ მინდოდა დროის დახარჯვა ბიჭზე, რომელიც ასეთი პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყო.

შემიყვარდა ერთხელ და სამუდამოდ

დემნას გაცნობამ ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენა. ცხოვრებაში პირველად თავი შეყვარებულად ვიგრძენი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ სასიამოვნო ემოციებს სწავლაში ხელი არ შეუშლია, პირიქით, უფრო პროდუქტიული გავხდი. ახლა უნივერსიტეტში ისე დავდიოდი, როგორც წვეულებაზე. ვცდილობდი ლამაზად ჩამეცვა, ვიკეთებდი დახვეწილ მაკიაჟს, დავიწყე სამკაულების გაკეთება. მეგობრები ვეღარ მცნობდნენ.

ვიცოდი, რომ დემნას ჩემამდე სხვა გოგოები ჰყავდა, მაგრამ დამარწმუნა, რომ მე ის ვარ, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა. საყვარელი მამაკაცის სერიოზულ ზრახვებში ეჭვი არ მეპარებოდა. ჩემს მკაცრ მშობლებსაც მარტივად მოაწონა თავი. კურთხევაც მოგვცეს. ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, რომ ხელი მოვაწერეთ. მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ, ნათესავების და მეგობრების წრეში.

ცხოვრებამ ორი ლამაზი ვაჟი გვაჩუქა

1 წლის შემდეგ ბედმა მე და ჩემი მეუღლე შესანიშნავი ამბით გაგვახარა: ორსულად ვიყავი. მალე დაიბადნენ ტყუპები – გიგა და გაგი. ორი შვილისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. ქმარი შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა. პატარებს ერთად ვაბანავებდით, ვაძინებდით, ვუვლიდით. ღამითაც ერთად ვიღვიძებდით ბავშვების მისახედად. დემნა ხედავდა, როგორ ვიღლებოდი. ვეცოდებოდი და მამობას სწავლობდა. საოჯახო საქმეში მეხმარებოდა. როგორც იქნა საჭმლის მომზადება და სახლის მოწესრიგება ვისწავლე.

როცა ბიჭები საბავშვო ბაღში წავიდნენ, მეუღლესთან ურთიერთობაში პირველი სახიფათო ნიშნები დავინახე. რატომღაც ერთად ნაკლებ დროს ვატარებდით და შესამჩნევად დავშორდით. როცა ემოციური სიახლოვის საჭიროებაზე ვეუბნებოდი, ქმარი სამსახურში დატვირთვით თავს იმართლებდა. სახლში გვიან ბრუნდებოდა. უფრო ნაკლები ფული მოჰქონდა. სერიოზულად შევშინდი. ნუთუ საყვარელი ჰყავს?

სამწუხაროდ, ჩემი შიში გამართლდა. სანამ დემნა შხაპს იღებდა, მობილურ ტელეფონზე დაურეკეს. ქალმა, სახელად ანამ, მისი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაზე გულწრფელად მიამბო. აღმოჩნდა, რომ ერთ წელზე მეტია ერთად არიან. გული ჩამწყდა. ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ოჯახი შევქმენით, ორ ადამიანს სიცოცხლე მივეცით. ჩვენს ბავშვებში გული და სული ამოგვდის. გამოდის, მეც მიღალატა და ბავშვებსაც.

სამწუხაროდ, ქმრის ღალატი ჩვენს ოჯახში ნორმად იქცა. მოთმენა მიწევდა

წლები გავიდა, ანა შეცვალა ლიკამ, შემდეგ თეონამ. თეონას მოჰყვა მარიკა, მოგვიანებით, ნინო. ყველა ამ სახელს ჩემი სურვილის მიუხედავად ვიგებდი ნაცნობებისგან, შემთხვევით ქმრის ტელეფონზე დახედვისას. ბავშვების გამო ვითმენდი. მინდოდა, ბიჭები სრულფასოვან ოჯახში გაზრდილიყვნენ. განვიცდიდი, რომ თუ დავშორდებოდით, გაგი და გიგა ოჯახის ტრადიციული სურათის გარეშე საკუთარ ოჯახს ვერ შექმნიდნენ.

წლებთან ერთად მოვიდა გაცნობიერება, რომ დემნა უბრალოდ ასეთი ადამიანია. ერთ ქალთან მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია. მრავალფეროვნება სჭირდება. თავს ვერ იკავებს და ერთგულებას ვერ იცავს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ადამიანია. ცდილობდა და ძალიან სურდა ოჯახის შექმნა. რატომღაც სხვაგან გართობა იზიდავს და ვერაფერს ხდება.

ბავშვები გაიზარდნენ და განქორწინება მოვინდომე

როცა ჩვენი შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრების ასაშენებლად წავიდნენ, მოთმენას აზრი აღარ ჰქონდა. მე და დემნა წლები მეზობლებივით ვცხოვრობდით. მოსიყვარულე პარტნიორები აღარ ვიყავით. უცხოები გავხდით. ძველი გრძნობიდან არაფერი დარჩა. განქორწინება არ გავწელეთ. ზედმეტი დრამის გარეშე შეძენილი ქონება შუაზე გავყავით და დავემშვიდობეთ.

მარტოობაში ჩემს მოკრძალებულ ცხოვრებასთან შეგუება დავიწყე. შვილებს ჩემი განაწყენება არ სურდათ და მამაზე არ ლაპარაკობდნენ. თუმცა მასთან ურთიერთობდნენ. ვიცი, რომ ყოფილი ქმარი შვილების ცხოვრებაში მონაწილეობას ცდილობდა. როგორც შეეძლო, ეხმარებოდა. ეს მახარებდა. თავიდან მიჭირდა. სახლში მარტო ცხოვრებას მიჩვეული არ ვიყავი. თანდათან ჩემი ცხოვრება შეივსო ახალი ნაცნობებით და სხვადასხვა გატაცებით. საკუთარი თავი თავიდან გავიცანი. ახალ–ახალ რამეს ვცდიდი და დღეებს მრავალფეროვნებით ვავსებდი.

ქმარი წავიდა და დაბრუნდა

აი, თითქმის 12 წელი გავიდა. კარზე კაკუნი გავიგონე, ზღურბლზე ყოფილი ქმარი იდგა. წლებმა დემნა შეცვალეს, არა უკეთესობისკენ. მკითხა, თუ შეეძლო შემოსვლა. ჩაი გავაკეთე. საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი. ყოფილი ქმრის სპონტანური ვიზიტისთვის მზად არ ვიყავი. ფინჯან ჩაიზე თავის ცხოვრებაზე მიამბო.

ერთი ქალიდან მეორესთან დადიოდა, მაგრამ ბედნიერება ვერ იპოვა. ჯანმრთელობაც უმტყუნა. მეჩვენებოდა, რომ არა 12, არამედ 30 წლით დაბერდა. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მის ცხოვრებაში სტაბილურობა არ იყო. მუდმივად სხვადასხვა სამუშაოს ხელს ჰკიდებდა. დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. უბედური გახდა. პატიება ითხოვა. მეხვეწება, რომ ისევ დავიწყო მასთან ერთად ცხოვრება.

არ ვიცი, რა გავაკეთო. თითქმის 12 წელია ერთხელაც არ დაინტერესებულა, როგორ ვცხოვრობდი. დღემდე გული მტკივა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის მიმართ გრძნობა შემომრჩა. სხვა ვერავინ შევიყვარე. ახლა დახმარება სჭირდება. იქნებ, სჯობს წარსული დავივიწყო და ვაპატიო? ის ხომ ჩემი ვაჟების მამაა. უცხო არაა, ბოლოს და ბოლოს. პასუხი ჯერ არ მიმიცია. ვფიქრობ. ვცდილობ გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე სწორად.