ქმარს უნდა, ყოველდღე კერძები მოვამზადო, მაგრამ სამსახურის შემდეგ ამის ძალა და სურვილი არ მაქვს

0
337

როცა ოჯახში ორივე მეუღლე მუშაობს, კითხვა, რა მივირთვათ ვახშამზე, ყოველდღიური და არც ისე სახალისო ხდება. ყოველთვის გვინდა გავახაროთ საყვარელი და ძვირფასი ადამიანი გემრიელი სასარგებლო კერძებით, მაგრამ სამსახურის შემდეგ ძალა აღარ გვაქვს, თან საოჯახო საქმეც არავის გაუუქმებია.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ცოლ–ქმარი საოჯახო მოვალეობებს ინაწილებს. მომზადება, დალაგება, დაუთოება მხოლოდ ქალის საზრუნავი არაა. როცა ქმარი ყოფით საკითხებში აქტიურად მონაწილეობს, ეს ძლიერი ურთიერთობის საფუძველია, სადაც ადგილი აქვს ურთიერთგაგებას. ზოგჯერ კამათი ყოფით დონეზე წარმოიქმნება. როცა სამსახურში ორივე იღლება და არ ყოფნით ფანტაზია, რა მიირთვან ვახშამზე, როგორ გავანაწილოთ საოჯახო მოვალეობები ისე, რომ ყველა კმაყოფილი იყოს?

რით ვივახშმოთ?

პაპარაცი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ოჯახური ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ. ძლიერი ურთიერთობის საფუძველი ერთმანეთთან საუბრის უნარია. საკუთარი აზრის გამოთქმა და სხვისი აზრის მოსმენა. მეორე ნახევართან ერთად განიხილეთ, ვის რისი გაკეთება უყვარს სახლში. იქნებ, თქვენს ქმარს ძალიან უყვარს კერძების მომზადება, თქვენ კი – თაროების დაჭედვა. რა საჭიროა ამის შეცვლა? ყველამ ის გააკეთოს, რაც მოსწონს. ვინ თქვა, რომ კერძების მომზადება ქალის საქმეა, ხოლოდ ჩაქუჩი – მამაკაცის იარაღი?

როცა თქვენს საყვარელ საქმიანობას განიხილავთ, კვირის საქმეები შეადგინეთ. აუცილებლად მონიშნეთ, ვინ რას გააკეთებს. ორი კვირის სია შეგიძლიათ შეადგინოთ და მონაცვლეობით შეასრულოთ. ჩამოწერეთ, ვინ დაალაგებს სახლს, ვინ გაფენს თეთრეულს. რას გააკეთებთ ერთად. როცა ადამიანებს მოქმედებების ზუსტი გეგმა აქვთ, მაშინ დროის და ცხოვრების მართვა მარტივდება. თუ ქმარი ცვლაში მუშაობს ან ორივე შენაცვლებით მუშაობთ, სია თქვენი სამუშაო გრაფიკის მიხედვით შეადგინეთ. ამის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.

ვახშმის საკითხს მივუბრუნდეთ. ეს საკითხი მომზადების გეგმაში ყველაზე რთულია. უმარტივესი მეთოდი – კვირის მენიუ წინასწარ შეადგინეთ. ასე გეცოდინებათ, რას მიირთმევთ, მაგალითად, ოთხშაბათს. რა თქმა უნდა, მენიუ ერთად უნდა შეადგინოთ, ორივეს გასტრონომიული პრეფერენციების გათვალისწინებით. ამ მენიუს მიხედვით საჭირო პროდუქტები შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად, ერთი დასვენების დღე პროდუქტების შეძენას დაუთმეთ. ამ მეთოდით ურთიერთობას გააძლიერებთ და ოჯახის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაზოგავთ.

ნახევრად მზა პროდუქტი

ტრადიციად შეგიძლიათ აქციოთ ნახევრად მზა პროდუქტების ერთად მომზადება. როგორც პროდუქტების ყიდვის შემთხვევაში, ერთი დასვენების დღე გამოყავით და ნახევრად მზა კერძები ერთად მოამზადეთ, შემდეგ საყინულეში ან მაცივარში შეინახეთ. როცა დაგჭირდებათ, უბრალოდ გამოიღეთ და გააცხელეთ. ასე სამუშაო დღეებში საღამოს დროს დაზოგავთ. თან კერძის მომზადება დიდ ძალას არ წაგართმევთ. სხვათა შორის, ასე ოჯახის ბიუჯეტს კარგად დაზოგავთ და დაგროვებული ფულით რესტორანში წასვლას შეძლებთ. კარგი მოტივაციაა ახალგაზრდა წყვილისთვის, რომელიც ფულს რემონტისთვის ან მოგზაურობისთვის აგროვებს.

მთავარი რჩევა, რომელიც შეგვიძლია მოგცეთ. ყოველთვის მოუსმინეთ პარტნიორს. ყველას გვაქვს წარუმატებელი დღე, ცუდი განწყობა ან შთაგონების მოზღვავება, როცა კერძის მომზადების ნაცვლად ახალი ჭაღის ჩამოკიდება გვინდა. ასეთი წვრილმანის გამო არ ღირს სკანდალის მოწყობა და ურთიერთობა გარკვევა,თუ ვის ვისი რამდენი მართებს და რას შეჭამთ დღეს. ერთ დღეში ვერც გაიხსენებთ, რის გამო იკამათეთ, ხოლო თითოეული ჩხუბი ადამიანებს აშორებს. თუ ერთს არ სურს ვახშმის მომზადება, დაე, ეს მეორემ გააკეთოს. უკიდურეს შემთხვევაში, ორივემ დაისვენეთ და პიცა და ღვინო შეუკვეთეთ.