არასტანდარტული ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოხსნას ზეადამიანური დაკვირვება სჭირდება

212

სასკოლო ნახატებს ბავშვებისთვის, ანუ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ზრდასრულების საგონებელში ჩაგდება შეუძლია. საკუთარი გამოცდილებიდან მახსენდება არა ერთი შემთხვევა, როცა საბავშვო ამოცანები მოულოდნელი საუბრის მიზეზი გახდა.

სასკოლო ნახატები ბავშვებისთვის

ერთხელ მეორეკლასელი შვილიშვილი ორ ლოკოკინაზე ამოცანას ხსნიდა: „ორ ლოკოკინას შორის მანძილი 20 სმ–ია. რამდენი იქნება მათ შორის მანძილი, თუ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას ერთი გაცოცდება 18 სმ–ით, მეორე – 23–ით?“ შემდეგ მოცემული იყო ამოცანის ილუსტრაცია, რომლის გადახატვაც შვილიშვილმა ისურვა.

პასუხი სწრაფად იპოვა, მაგრამ შვილიშვილმა მოიწყინა და შემდეგ ამოცანაზე გადასვლას არ ჩქარობდა. დავინტერესდი, რაზე დაფიქრდა. კითხვით მიპასუხა:

–მეგობრობენ ლოკოკინები?

–ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დონის ცხოველებს მეგობრობის უნარი აქვთ – ვპასუხობ.

არ ჩერდება:

–თუ ეს (მაჩვენებს) მამაა, ეს – ვაჟი, ხომ შეუძლიათ მონატრება?

თითქმის დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელოში ეს ღიმილიანი ლოკოკინები რომ არა, ვერ გავიგებდით, რომ მამა ენატრებოდა.

ლოგიკური ამოცანები

ხშირად სასკოლო ნახატები გვთავაზობს გადავჭრათ არასტანდარტული ლოგიკური ამოცანები, რომლებიც მოითხოვს დიდ ყურადღებას და ძალიან სწრაფ აღქმას. მაგალითად, ეს:

გამოცდი საკუთარ თავს? მაშინ ყურადღებით შეხედეთ, შემდეგ ჩაწერეთ თქვენი პასუხი. დასაფიქრებლად 30 წამი გაქვთ. გახსოვთ, როგორ მარტივად გარდაიქმნებოდა ბავშვობაში შვაბრა ცხენად, გვირილას ყვავილი კვერცხად სათამაშო ტაფაზე? ხოლო დიდი ოროვანდი მამონტის ხორცად: შამფურცზე აცვამთ და „წვავთ“ ვახშამს მთელი ტომისთვის წარმოსახვით კოცონზე „გამოქვაბულში“,ანუ ეზოში, რომელიც ერთი დღით გადაიქცეოდა სასახლედ, ციხედ, გემად.

ბავშვების დაუდგრომელი ფანტაზია არასაკმარის დეტალებს მარტივად ავსებს. მიეცი იდეა, სურათი, შემდეგ თავად დაფიქრდება, რა აკლია. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ბავშვების ილუსტრაციებში ბევრი პირობითობა, მეტაფორა.

სასკოლო ნახატები, რომლებიც ყოველთვის გასაგები არაა

ხშირად უფროსები ზედმეტი ანალიზის გამო ლოგიკურ ამოცანას ვერ ხვდებიან. წამზომი ჩართეთ და დაიწყეთ. დროა პასუხი დაწეროთ. ზემოაღნიშნული სურათი ზრდასრულთა აუდიტორიამ ნახა. დაახლოებით 350–მდე ადამიანმა წერილობით უპასუხა. ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო, რომ არ წვიმდა (მზე ანათებს, რადგან ავტობუსი ჩრდილს ფენს, გუბეში წვეთები არაა, ავტობუსი ზედმეტად სუფთაა), არადა ქალბატონი ქოლგის ქვეშ იყო.

ბევრმა აღნიშნა სარკეების, სარეგისტრაციო ნომრის არარსებობა და ის, რომ ქალი მიდის სატრანსპორტო საშუალებისკენ მიუხედავად იმისა, რომ სალონის კარი დახურულია. ვიღაცამ დაწერა, რომ ერთი ფერის ჩანთის და ფეხსაცმლის ტარება მოდური აღარაა, ხოლო ქოლგა არა ლურჯი, არამედ ვარდისფერი უნდა იყოს, როგორც საწვიმარი. წერდნენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფანჯრებს არ ამუქებენ, რომ მძღოლის კაბინაში უცნაური ფანჯარაა რაფით. კამათობდნენ მინასაწმენდზე, არის თუ არა დიზაინერების მიერ დამალული თუ უბრალოდ არაა.

არის თუ არა მარშრუტი 825? რა თქმა უნდა, ეს სახუმარო შენიშვნაა, როგორც ის, რომ მძღოლი რატომღაც ტელეფონზე არ საუბრობს, არამედ შანსონს უსმენს. აღნიშნეს კიდეც, რომ მას მხოლოდ ერთი წარბი აქვს. იქნებ რაღაცით ისე გაოცდა, რომ წარბები თმაში დაიმალა? იქნებ, ნახატი სპეციალურად არ გადატვირთეს დეტალებით, რომ ბავშვს ყურადღება არ გაფანტვოდა?

და მხოლოდ ორმა უპასუხა, რომ ავტობუსს და ტროლეიბუსს უნდა შემოუაროთ. (დახურული კარი და გაშლილი ქოლგა ნიშანია, რომ ქალი ავტობუსში ასვლას არ აპირებს, არამედ სურს ქუჩის გადაჭრა, ხოლო ეს საშიშია).

სურათი სასკოლოა, ანუ რომელიღაც სასკოლო საგანს ეხება. ხოლო დაწყებით კლასებში მოსწავლეებს ასწავლიან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის წესებს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე საკუთარი მანქანით, რადგან ძალიან ცოტამ გამოკვეთა მნიშვნელოვანი ნიშნები, როცა პასუხობდნენ, რა იყო არასწორი ამ ნახატზე.

კიდევ ერთი ამოცანა

თუ ტვინის ტონუსის შენარჩუნება გსურთ, გთავაზობთ სასკოლო ნახატს 9-11 წლის ბავშვებისთვის და ლოგიკურ ამოცანას.

ოთხი მეგობარია: გიორგი, ლევანი, დავითი და ლაშა. თითოეულს აქვს გატაცება. ერთ–ერთი მუსიკოსია, მეორე ძალოსნობით გატაცებულია, მესამე ლექსებს წერს, მეოთხე ჭადრაკს კარგად თამაშობს. უცნობია, ვის რისკენ მოუწევს გული. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ბიჭების ჰობი მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ლევანი და პოეტი დღეს ფეხბურთს თამაშობდნენ მძლეოსანთან ერთად. გუშინ მძლეოსანი და გიორგი მუსიკოსის მონაწილეობით კონცერტს დაესწრნენ. პოეტმა უკვე შეთხზა ლექსი ლაშაზე, ახლა პოეტურ გზავნილს გიორგისთვის წერს. გაიგეთ თითოეულის გატაცება. „ჭეშმარიტების ცხრილი“ მინიშნებას მოგცემთ. ასე ადვილად გამორიცხავთ, რაც უკვე ცნობილია ამოცანის პირობიდან. ჰორიზონტალურად სახელები ჩამოწერეთ, ვერტიკალურად – გატაცებები. გამოიყენეთ + და – ან უბრალოდ „დიახ“ და „არა“. გასაგებია, რომ გიორგი არც მუსიკოსია, არც მძლეოსანი. გააგრძელეთ ცნობილი მონაცემების გამორიცხვა.

მსგავსი ამოცანები არა მხოლოდ გვართობს, არამედ გონებას ავარჯიშებს.

თუ ფიქრობთ, რომ უკვე გემშვიდობებით და ამოცანის პასუხი დაგვავიწყდა, არ ინერვიულოთ. უბრალოდ ყველა კარტს ერთდროულად ხომ არ გავხსნით. ვიმედოვნებთ, უკვე იცით პასუხით და უბრალოდ მისი სისწორის შემოწმება გსურთ. მოკლედ, ლაშა მძლეოსნობით გატაცებულია, გიორგი მოჭადრაკეა, დავითი – პოეტი, ლევანს კი მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს