დედამ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მეგონა, შვილიშვილს ფინანსურად უზრუნველყოფდა, მაგრამ სხვა გეგმა ჰქონდა

0
1573

ყველას გირჩევთ, უთხრათ დედას კარგი სიტყვები არა მხოლოდ დაბადების დღეზე და 8 მარტს. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი დედა გვყავს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. უმჯობესია ხშირად ესტუმროთ, თუ ცალკე ცხოვრობთ, და კარგი ამბებით გაახაროთ. ეს ნორმალურია. დედის მიერ შვილზე დახარჯული ენერგია და ძალისხმევა ფასდაუდებელია. მოდით, ვიყოთ ცოტა უფრო მადლიერი ამისთვის.

თუმცა ზოგიერთ ქალიშვილს და ვაჟს ზრდასრულ ასაკში მშობლები ავიწყდება. მხოლოდ საკუთარ ოჯახზე, სამსახურზე ან რაღაც სხვაზე ფიქრობენ. დედაზე დრო აღარ ყოფნით. თუ სტუმრობას გადაწყვეტენ, ამას ტყუილად არ აკეთებენ. დედას ხომ შეუძლია პატარა შვილიშვილთან ძიძობა, ფულის სესხება, პროდუქტების მიცემა, თუ ამის შესაძლებლობა აქვს. ასეთი ურთიერთობა წმინდა მომხმარებლურია, რაც ძირეულად არასწორია. გიყვარდეთ თქვენი დედები ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

კარგი სიტყვები დედას

როგორ თვლით, ჩვენი აღზრდა რაიმე გავლენას ახდენს ჩვენს დანარჩენ ცხოვრებაზე? მაგალითად, თუ ბავშვს პატარაობიდანვე ამზადებენ რაიმე სახის სამეცნიერო სამუშაოსთვის, ატარებენ ყველა სახის წრეზე, დამატებით გაკვეთილებზე? შემდეგ აღმოჩნდება, რომ სწავლის შემდეგ მისი ცხოვრება მეცნიერებასთან კავშირში არაა. პირიქით, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა უწევს ქარხანაში ხარატად, შემდეგ ხარატების უფროსად. ნუთუ სამართლიანია ბავშვისთვის ამის გაკეთება? მე ასე არ ვთვლი.

ჩემი ისტორია მაქვს, რომელიც სრულად ასახავს ზოგიერთი მშობლის უსამართლობას შვილების მიმართ. 5-6 წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა. ალკოჰოლიკი იყო და კარგად არ მახსოვს. დედა მიყვებოდა, რომ ურთიერთობის დასაწყისში ძალიან საყვარელი და მზრუნველი იყო, მაგრამ ოჯახურმა რუტინამ, ნორმალური სამსახურის არ ქონამ გატეხა და ჭიქასთან დაამეგობრა. სად არის ახლა, არ ვიცი. ყველა ზრდასრულია, რა საჭიროა ძველ კავშირებში ქექვა.

და მაინც, ოჯახიდან მისმა წასვლამ ახალგაზრდა დედას აიძულა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. მე ბებიასთან დამტოვა, ამიტომ „ძველი სკოლით“ გავიზარდე. ბებია ახალგაზრდობაში თეატრის მსახიობი იყო. ამის შესახებ ხშირად მიყვებოდა. მირჩევდა, ჩემი თავის ფასი მცოდნოდა და სისულელეებზე არ დავწვრილმანებულიყავი. ვთვლი, რომ მხოლოდ მისი რჩევების წყალობით ვიპოვე ღირსეული მეუღლე. და არა ერთ–ერთი ბიჭი, რომელიც ოდესღაც მომწონდა. აი, ასეთი ჭკვიანი ბებია მყავს.

ამ დროში დედამ კარგი სამსახური იპოვა და მუშაობა დაიწყო. როგორც მინიმუმ, ჩვენი ქალაქის სტანდარტებით. ფულს გვიგზავნიდა, ამიტომ ადრე დავიწყე იმის გაგება, რა არის სტილი და თავის მოვლა. მით უფრო, ბებია ამაში მხარს მიჭერდა.

სამწუხაროდ, დედა ხშირად ვერ ჩამოდიოდა და ეს ჩვენს ურთიერთობაზე აისახა. რთულია ღვიძლ ადამიანთან ურთიერთობა, როცა 2 კვირაში ერთხელ ნახევარი საათით ხედავ. ძალიან უხარისხო ხმით და ფოტოთი ინტერნეტში. თავიდან ერთი თვით ჩამოვიდა, ჩემს ქორწილამდე. ბევრი ვისაუბრეთ, სიძე გავაცანი. ჩემს ქორწილზე ახალი ბინის გასაღები მაჩუქა. ღირსეული საჩუქარი ახალგაზრდა ოჯახისთვის.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, 19 წლის, მაგრამ უკვე მყავდა ქმარი, მქონდა ბინა და დიდი პერსპექტივები. დედა ისევ საზღვარგარეთ წავიდა და ფულის გამოგზავნა გააგრძელა. ასე შემეძლო ვკოცენტრირებულიყავი ჩემს შინაგან სამყაროზე, საკუთარი პიროვნების გაგებაზე. სიტყვაზე, ყოველდღიურ საზრუნავში არ ვიქექებოდი, არამედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმით დაკავებული ვიყავი. ბევრი გოგო გამიგებს, ვიცი.

დედასთან ურთიერთობას ვაგრძელებდი. მისგან გავიგე, რომ გეგმაში ჰქონდა სამუდამოდ დაბრუნება. არა მაშინვე, არამედ 3 წლის შემდეგ. ეს წვრილმანი იყო იმ დროსთან შედარებით, რომელიც საზღვარგარეთ გაატარა. მიხაროდა, რადგან ბებია უკვე ძალიან მოხუცდა და ზოგჯერ ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. იცით, როგორია, როცა ქალი, ვისთანაც მთელი ბავშვობა გაატარე, ქალობის და გრაციოზულობის ეტალონი იყო, ჭკნება? საყურებლად მტკივნეულია და ძალიან სამწუხარო.

3 წელი, ოდნავ მეტი, სწრაფად გავიდა. დედა გავხდი და ეს დღე სამუდამოდ მემახსოვრება. წყალში გავაჩინე, ყველაფერი მაქსიმალურად ეკოლოგიური და ნატურალური იყო. ქმარმა ბევრი რამ იყიდა. ხარისხიანი საფენები, საწოლი, ეტლი, ყველაზე სუფთა და ნატურალური ნარევები. ზღვა ტანსაცმელი ჩვილისთვის. ძვირი გამოვიდა, რადგან ჩემს შვილს ნახმარს არაფერს ჩავაცვამდი. სესხის აღებაც მომიწია. ეს წვრილმანია, დედას ჩემი უნდა გაეგო, როგორც ქალს. არ ვფიქრობდი ასეთ წვრილმანზე, მთელ სამყაროსთან ჰარმონიაში ვიყავი.

აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. დედაჩემი, რომელიც, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა, ჯერ ბებიასთან მივიდა, რომ მისი ამბავი გაეგო. შემდეგ უკვე ჩემთან და სამი თვის შვილიშვილთან. საჩუქრებს ველოდი, განსაკუთრებით ფინანსურს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს დროში ბავშვზე უზარმაზარი თანხა იხარჯება. დედამ გამიცხადა, რომ დაიღალა. სურს ბინის ყიდვა, ცოტა დასვენება და აქ სამსახურის პოვნა. მეტი არაფერი.

გამოდის, თავისთვის მუშაობდა. ბინისთვის აგროვებდა, ჩემზე და პატარაზე არ ფიქრობდა. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია ავუხსენი, რომ მისი დახმარების იმედი მქონდა. ქმარი ვერ უმკლავდება, რადგან მარტო მუშაობს, სანამ მე ვაჟზე ვზრუნავ. მშობელმა მითხრა, რომ ახლა ზრდასრული ქალი ვარ და ეკონომია უნდა დავიწყო. ან ვიპოვო კარგი შემოსავლის წყარო. ცივად და უემოციოდ მითხრა.

ჩემი აზრით, ეს ნამდვილი ღალატია. თვალთმაქცობა. ჩემთვის მუშაობა არ უსწავლიათ. ამისთვის შექმნილი არ ვარ, ეს ჩემი ახირება არაა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მძიმე შრომა ჩემი არ იყო, ჩემი გზა უფრო საინტერესო და სულიერი უნდა იყოს. მაგრამ არა, დედას ამის გაგონება არ უნდა. მე კი ჩემი თავის გადალახვა არ შემიძლია. რა გავაკეთო?

ქმარი მეფიცება, რომ ადრე თუ გვიან ამ დავიდარაბას თავს დავაღწევთ. მაგრამ ვხედავ, საქმე ისე კარგად არ მიდის, როგორც მინდა. ხშირად გვიან ბრუნდება, დაწითლებული, დაღლილი თვალებით. შაბათ–კვირას შეუძლია სადილის წინ 1–2 ჭიქა დალიოს. შიშით ვიხსენებ მამას, მაგრამ მაშინვე ფიქრებს ვიშორებ. ყველაფერი კარგად გვექნება. რა გავაკეთო კონკრეტულად, წარმოდგენაც არ მაქვს. მომატყუეს, მიმატოვეს და ახლა არავის სურს ამაზე პასუხისმგებლობის აღება.