
ხალხს ხშირად მართავს დამოკიდებული ქცევა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვითარდება სოციალური გადახრისა და სხვადასხვა სახის დამოკიდებულების ფორმირებისკენ მიდრეკილება. რისკის ზონაში არიან ბავშვები, რომელთაც აკლდათ მშობლების სიყვარული და ზრუნვა, ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ დისფუნქციურ ოჯახში ან არასათანადო მისაბაძი მაგალითი ჰქონდათ.
პაპარაცი გიამბობთ, როგორი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც ბავშვობაში არ ყოფნიდა სიყვარული და ზრუნვა.
დამოკიდებული ქცევა
ანომალური ქცევა ყოველთვის თვალსაჩინო არაა. პიროვნებას შეიძლება არ ჰქონდეს სერიოზული დამოკიდებულება ალკოჰოლზე, აკრძალულ ნივთიერებებზე, აზარტულ თამაშებზე ან თამბაქოს მოწევაზე, მაგრამ შეიძლება განიცადოს ჭამისადმი, ადრენალინის გამოყოფისადმი, სედატიური და მსგავსი საშუალებებისკენ ლტოლვის ზრდა. აბსოლუტური თავდაჯერებულობის შემთხვევაშიც, რომ არ განიცდით რაიმე „სისუსტეს“, არავინაა დაზღვეული სხვა ადამიანზე ემოციური დამოკიდებულებისგან.
ზოგჯერ ემოციური დამოკიდებულება სიყვარულში ერევათ. ადამიანი, რომელიც მსგავს ურთიერთობაშია, უჭირს გაგება, რომ ეს არ არის ამაღლებული გრძნობა, არამედ მტკივნეული მოთხოვნილება იყოს იმ ადამიანის გვერდით, ვის მიმართაც ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობს.
თვალსაჩინო ამბავი
ჩემი მეგობარი ნატალი მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ახალგაზრდობაში ქმარს დაშორდა, რადგან ხასიათებით ვერ შეეწყვნენ. ქალმა 5 წლის ქალიშვილი, სესო, დატოვა დედასთან აღსაზრდელად, თავად სამუშაოდ პორტუგალიაში წავიდა. ბებიას შვილიშვილი ძალიან უყვარდა და ანებივრებდა, მაგრამ პატარას დედა ძალიან ენატრებოდა. გამუდმებით ტიროდა, მაგრამ დედა არ მოდიოდა, მხოლოდ ფულს და საჩუქრებს აგზავნიდა.
6 წლის შემდეგ ნატალი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ გაზრდილი ქალიშვილი მას უფრთხოდა. ბავშვს რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ დედას მიჩვეოდა. ურთიერთობის დალაგება ვერ მოასწრეს, რომ ნატალიმ ისევ უცხოეთში გაფრინდა. ახლა ყოველ ექვს თვეში ოჯახის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა.
უფროს კლასებში სესილიმ ბიჭთან, ნიკასთან მეგობრობა დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდნენ. სესოსთვის ეს პირველი სიყვარული იყო. შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა და სხვა ქალაქში გადავიდა სასწავლებლად. ახალგაზრდები ერთმანეთს იშვიათად ხვდებოდნენ, მათ შორის უთანხმოება გახშირდა. გოგონა ყოველ კამათს ძალიან განიცდიდა და შერიგების მიზეზს ეძებდა. ბოლოს მაინც დაშორდნენ. როცა სესილიმ დიპლომი აიღო და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, ნიკამ მის მიმართ არშიყობა გააგრძელა. დაქორწინება გადაწყვიტეს. ნატომ ქალიშვილის არჩევანი მოიწონა და ახალგაზრდებს დიდებული ქორწილი გადაუხადა.
ახალდაქორწინებულებმა ცალკე ცხოვრება ისურვეს და ოროთახიანი ბინა იქირავეს. თანაცხოვრების პირველივე დღეებიდან მათ ოჯახში უთანხმოება დაიწყო და თანდათან რეგულარულ სკანდალებში გადაიზარდა. ასე 6 თვე გრძელდებოდა, სანამ სესილიმ ქმარს ცალ–ცალკე ცხოვრება არ შესთავაზა. ნიკასთვის ჭკუის სწავლება სურდა და იმედოვნებდა, რომ მეორე დღეს პატიების სათხოვნელად მოირბენდა. ქმარმა მომენტით ისარგებლა და საყვარელი გაიჩინა. მალე განქორწინება მოითხოვა. მიტოვებული ცოლი მთელი კვირა ბალიშში თავჩარგული ტიროდა, რადგან მეუღლისგან ასეთ მუხთლობას არ ელოდა.
საბრალო ქალი ვერც დედამ, ვერც ბებიამ ვერ დაამშვიდა. სესო ირწმუნება, რომ ნიკას გარეშე მის ცხოვრებს აზრი არ აქვს და მზადაა ყველა წყენა აპატიოს. ძალიან ფეთქებადი გახდა, უყვირის ახლობლებს, რომლებიც ცდილობენ გონზე მოიყვანონ. მეგობრები ცდილობენ დაპატიჟონ სესილი სტუმრად, პიკნიკზე, მაგრამ გოგონას ეს არ ეხმარება სევდიანი ფიქრების მოშორებაში.
ნატომ აღარ იცის, როგორ მოაშოროს ქალიშვილს ემოციური დამოკიდებულება. ფსიქოლოგთან მიმართვა ვურჩიე, რადგან მისი კონსულტანციის გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია. ვფიქრობ, მართალი ვარ.