ბავშვები დასცინოდნენ ზინა ბებოს, რომელსაც ხელუხლებელი საკვები სასადილოდან სახლში მიჰქონდა, მაგრამ მას მიზეზი ჰქონდა

0
1225

ღარიბების აქტიური დახმარება ყოველთვის დაფასებული იყო საზოგადოებაში. როგორც მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა, უქონელი ხალხი ვერ ზრუნავს საკუთარ მომავალზე, კომფორტზე. არ ვგულისხმობთ ზარმაცებს და უქნარებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ ძალ–ღონე მოიკრიბონ და საარსებო წყარო იშოვონ. ვგულისხმობთ მოხუცებს, ობლებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება

ახლახან, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდებული კაცი, ქველმოქმედი და მაღაზიათა ქსელის Duty Free Shoppers დამფუძნებელი, მეწარმე ჩარლზ ფინი. ის 400 უმდიდრეს ამერიკელთა შორის შედის. იკითხავთ, რა მერე, მილიარდერები საკმარისზე მეტია ჩვენს დროში. ის, რომ ჩარლზი მთელი ცხოვრება თავის უთვალავ ქონებას (თან ანონიმურად) ქველმოქმედებას სწირავდა. შეიძლება ითქვას, გზის ბოლოს თავად გახდა ღარიბი კაცი. ვინაიდან ასეთი შეძლებული სქელჯიბიანები სხვების დასახმარებლად ფულს ხარჯავენ, ჩვენ, უბრალო ხალხსაც, შეგვიძლია გაჭირვებულებს გულგრილად არ ჩავუაროთ. ამით არავის დააკლდება.

ღარიბების დახმარება

ჩვენი სკოლის ბავშვები ზოგჯერ ძალიან სასტიკები არიან. რა ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე გვსურს. მაგალითად, ერთმა უმცროსკლასელმა ფეხსაცმელი დაკარგა. ორი წყვილი. გამოსაცვლელი კედი და ჩვეულებრივი ფეხსაცმელი, რომლითაც სასწავლო დაწესებულებაში მოვიდა. ფეხზე დააყენეს მასწავლებლები, დაცვის თანამშრომლები, დირექტორიც კლასებში დარბოდა და დაკარგულ ნივთს ეძებდა. აღმოჩნდა, რომ თანაკლასელები და რამდენიმე უფროსკლასელი გაეხუმრა. მთელი ეს დრო შეშინებული და დამცირებული მსხვერპლი ვიღაცის ჩუსტებით დადიოდა.

არავინ არაფერი თქვა. შემთხვევითობა რომ არა, ვინ იცის, დაუბრუნებდნენ თუ არა მოსწავლეს თავის ნივთებს. დიახ, მესმის, რომ ყოველთვის ასე იყო, რადგან ბავშვებს არ აქვთ განვითარებული მორალური თვისებები და დანაშაულის გრძნობა. მასწავლებლებმა ამის სწავლა მთელი ძალით უნდა სცადონ. მაგრამ ნება მომეცით. მშობლები? რა მათ არაფერი ესმით თუ არ აინტერესებთ საკუთარი შვილები? უცნაურია და, გულწრფელად, ძალიან სამწუხარო.

ჩვენს სკოლას, როგორც ზოგადად ყველას, სასადილო აქვს. იქ მუშაობს ერთი ბებია, მოხუცი და უწყინარი ქალი. სამზარეულოში ეხმარება, ჭურჭელს რეცხავს. ძირითადად, ასეთ ხალხს არავინ ამჩნევს: რით შეიძლება მიიქციოს ყურადღება? მაგრამ ბოლო დროს ზინა ბებოს ადგილობრივი ბავშვები მოსვენებას არ აძლევენ. რატომ? რაღაც მომენტში უფროსკლასელებმა შეამჩნიეს, რომ მოხუცი ქალი ხელუხლებელ საკვებს ქილებში აგროვებს და თან მიაქვს. ის, რასაც ჩვეულებრივი ბავშვები არც კი ეხებოდნენ, მათთვის მოულოდნელად საინტერესო გახდა. ეს როგორ, ზრდასრული ადამიანი საჭმელს არ აგდებს, არამედ მიაქვს. დაცინვის საბაბია!

ბებიასთან ახსნა–განმარტებითი საუბარი ჰქონდათ, დატუქსეს, მაგრამ გაუშვეს. არც უკითხავთ, რატომ აკეთებდა ამას, რადგან თუ მოხუცებს უყვართ ქუჩაში მაწანწალა ცხოველების გამოკვება, ამისთვის არ იყენებენ სუფთა მინის ქილებს. გამოდის, საჭმელი ცხოველებისთვის არ იყო. მოკლედ, სამწუხაროა ეს ყველაფერი. მასწავლებლებმა, ბოლო შეკრებაზე ეს საკითხი წამოვწიეთ და დავინტერესდით, თუ შეიძლებოდა მოხუცისთვის ხელფასის გაზრდა, მცირედით მაინც. სკოლას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

სიმართლე გითხრათ, მსოფლიოში ყველაზე გულკეთილი ადამიანი არ ვარ. კატები მიყვარს, მაგრამ ძაღლები არც ისე. თუმცა საბრალო ბებოს ამბავი თავიდან არ მივარდებოდა. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და მოვიფიქრე, რომ მინდა ვესტუმრო და პროდუქტებით დავეხმარო. ჩვენ ხომ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით. არა, დიდხანს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვესალმებით და ერთმანეთს მეგობრულად ვუღიმით, როცა განწყობა არის. ეს ხომ ნორმალურია, ადამიანები ვართ.

ნაკლები სიტყვა, მეტი საქმე. შევაგროვე ცოტა პროდუქტი, ჩაი, ტკბილეული, დირექტორისგან მისი სახლის მისამართი გავიგე, აზრები დავალაგე და ქალაქის მეორე ბოლოში გავეშურე. სწორედ იქ ცხოვრობდა ზინა ბებო. პირველი, რაც გავიფიქრე: ალბათ, იქ ბევრი უსახლკარო ძაღლია. ნამდვილად, გარეუბანში, უფრო შორს მხოლოდ ველია. ბევრი ძველი შენობა, არანაირი ინფრასტრუქტურა. ასფალტიც არაა. როგორ დადის სამსახურში?

შინაგანად ძალიან ვღელავდი, როცა მის კართან ვიდექი და მისამართს ვამოწმებდი. ასე უცებ სახლში დავადექი. რაღაც პარკებით. რას გავაკეთებთ? კარგი, მივალ, მივესალმები, პროდუქტებს დავუტოვებ, შემდეგ მოვიმიზეზებ, რომ ბევრი საქმე მაქვს, მთელი კლასის საკონტროლო უნდა შევამოწმო. დიახ, არავის დროს არ დავხარჯავ და კარგ საქმეს გავაკეთებ, შესანიშნავია.

ზინა ბებო გულთბილად შემხვდა. მაშინვე მიხვდა, ვინ ესტუმრა და ბინაში შემიპატიჟა. რა თქმა უნდა, მოხუცის თავისებური ცხოვრებისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ყველაფერი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. უბრალო, არა მდიდრული, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული. გახსოვთ, როგორ რეცხავდნენ ადრე პარკებს? იყო ასეთი, თავი არ მოიკატუნოთ. აი, ისევ დავინახე. მაგრამ დაკეცილი და ლამაზად დაწყობილი. ეკონომიურად უნდა დაზოგოთ.

ჩაით გამიმასპინძლდა. დაინტერესდა, რამ მომიყვანა აქ. ნაჩქარევად მოგონილი ამბავი მოვუყევი, რომ აქვე ახლოს დეიდაჩემი ცხოვრობს, მაგრამ სახლში არ იყო, და გადავწყვიტე პროდუქტები ზინა ბებოსთან დამეტოვებინა. მასწავლებლებმა ხომ სკოლის ყველა თანამშრომლის მისამართი ზეპირად ვიცით. თქვენ რა იფიქრეთ?

სადღაც ერთი საათი გავიდა. ამქვეყნად ყველაფერზე და არაფერზე ტკბილად ვსაუბრობდით. უკვე წასასვლელად გავემზადე. უცებ შორეულ კუთხეში შევნიშნე ჩანთა სასადილოს საკვებით სავსე ქილებით. ალბათ, 5 კაცს ეყოფოდა. რაში სჭირდება ამდენი მოხუც ქალს? მინდოდა მეკითხა, მაგრამ ვყოყმანობდი. ბებიამ ჩემი სიმორცხვე შეამჩნია, ჩანთის მხარეს გაიხედა, ამოიოხრა და თავად დაიწყო მოყოლა.

აღმოჩნდა, რომ საჭმელი მისი სიძისთვის იყო. ზინა ბებოს ბინიდან ორი სადარბაზოს იქით ცხოვრობს. ცოლმა მიატოვა და სხვა კაცთან წავიდა. სიძემ ამის გამო სმა დაიწყო. ასაკი აღარ აქვს, როგორც არ უნდა სცადოს, ვერაფერს შეცვლის. მეზობლებს არაფერი აინტერესებთ. ისიც სვამს, როცა არ სვამს, ტირის და იხსენებს ყოფილ ცოლს, ჩემი თანამოსაუბრის ქალიშვილს.

მთელი ეს საჭმელი მისთვის იყო. ეცოდება სიძე, ამბობს ზინა ბებო. სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. თავს დამნაშავედ მიიჩნევს, რადგან საყვარლის შესახებ იცოდა, მაგრამ ქალიშვილს გაჩუმებას დაჰპირდა. ახლა კი მისი კვალიც გაქრა.

სანამ ვფიქრობდი, რომ ვეხმარები საბრალო ქალს, აღმოჩნდა, რომ ის სხვას ეხმარება. არ ვიცი, რა დასკვნა გამოვიტანო. სამსახურში არავისთვის არაფერი მითქვამს, მოხუც ქალს დღემდე ვესალმები და ერთმანეთს თვალს ვუკრავთ. ვიმედოვნებ, მისი სიძე უკეთ გახდება. აი ასე, სიბერეში შვილების დახმარების იმედი გაქვს, შედეგად, თავად გიწევს სხვისი რჩენა. ნუთუ არ არის მწარე ირონია?