ექსპერტის რჩევები. რატომ არ უნდა გარეცხოთ პირსახოცი სარეცხი ფხვნილით და რით ჩაანაცვლოთ

0
833

იცით თუ არა, რომ აბაზანის პირსახოცის ყოველი გარეცხვისას სარეცხი ფხვნილის გამოყენება აუცილებელი არაა. უფრო მეტიც, აკრძალულია კიდეც, თუ არ გსურთ გაუხეშდეს და მჩხვლეტავი გახდეს. როგორ დავუბრუნოთ ამ დელიკატურ ტექსტილს სისუფთავე? სახლის დასუფთავების ექსპერტი და პოპულარული ბრიტანელი ბლოგერი ენ რასელი ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. ექსპერტი ერთ–ერთ პირდაპირ ეთერში ყვება, როგორ გარეცხოთ პირსახოცი ძმრით და სოდით.

ჰიგიენურია ასეთი რეცხვის მეთოდი? რა თქმა უნდა! უფრო მეტიც, სარეცხ ფხვნილს დაგროვების ტენდენცია აქვს, რის გამოც მგრძნობიარე ხალხში ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. ენ რასელი ირწმუნება, რომ სარეცხ ფხვნილს მხოლოდ რთული ლაქების მოსაშორებლად იყენებს და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით. პირსახოცი ჩვეულებრივ წყალშიც კარგად ირეცხება.

რატომ და როგორ გავრეცხოთ პირსახოცი ძმრით? პროფესიონალის რჩევა

ენ რასელი თავის ერთ–ერთ პირდაპირ ეთერში ხაოიანი პირსახოცების სარეცხი ფხვნილის გარეშე რეცხვის თემას შეეხო. კერძოდ, უპასუხა გამომწერის თხოვნას, რომელსაც აინტერესებდა, რამდენად ღირდა ქსოვილის დამარბილებლის, ძმრის და საკვები სოდის გამოყენება.

„პირველ რიგში, – უპასუხა ბლოგერმა, – თუ რეცხავთ ნებისმიერ ქსოვილს, რომელიც წყალს კარგად შთანთქავს (იქნება ეს პირსახოცი თუ მაგიდის ტილო), დამარბილებელი არ გამოიყენოთ. ეფექტურად გარეცხვას ხელს შეუშლის“.

ენი ამბობს, რომ თავს არიდებს სარეცხი ფხვნილის გამოყენებას არა მხოლოდ შესაძლო ალერგიული რეაქციის გამო. მისი თქმით, ფხვნილში რეცხვის შემდეგ პირსახოცი შესაგრძნებად „უცნაური“, ოდნავ მჩხვლეტავი და ცოტა უხეში ხდება. ეს არ უნდა მოხდეს.

სწორედ ამიტომ, ექსპერტი სარეცხ ფხვნილს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში იყენებს. სხვა დროს კი აბაზანის პირსახოცს რეცხავს თბილ წყალში გახსნილი სოდით. რაც შეეხება ძმარს, ენი აღნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ქსოვილის დამარბილებლის ნაცვლად:

„ეს მუშაობს, რადგან თუ წყალში არის მინერალები და ცოტა სიხისტე, ძმარი მათ გაფანტვას ხელს შეუწყობს“.

ასევე ენი გამომწერებს უზიარებს პირსახოცის გაშრობის ორიგინალურ მეთოდს. დროდადრო უნდა დაფერთხოთ და გადააბრუნოთ. მისი თქმით, ასე ქსოვილი რბილი დარჩება და ბოჭკოები გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ენ რასელს მისი ვიდეოს ქვეშ ბევრი კომენტატორი მხარს უჭერს. დიასახლისები ნივთების გასარეცხად სოდის და ძმრის გამოყენების მრავალწლიან გამოცდილებას აზიარებენ.