მე და ჩემმა ცოლმა ვიჩხუბეთ და ის მშობლებთან წავიდა. 2 თვის შემდეგ სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა

0
2359

მორწმუნის ცხოვრებას თან ახლავს სხვადასხვა სახის დოგმები და რელიგიური საფუძვლები. უბრალო თანამედროვე ადამიანები ამას ვერ ვიგებთ, მაგრამ ეს სიმართლეა. თუ უბრალო ადამიანს შეუძლია ეკლესიასთან ჩავლისას პირჯვრის გადაწერა ან ეკლესიაში შესვლა სანთლის დასანთებად, მორწმუნისთვის ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულია. წმინდა დღესასწაულები ერთად შეკრების და სასიამოვნო დროსტარების უბრალო მიზეზი არაა. ეს მორიგი მიზეზია უფლის სადიდებლად. სასურველია, ყველაზე მოკრძალებული და თავშეკავებული გზით.

ჩვენთვის ყოველდღიურობაა სამსახური ან სახლის რუტინა. მორწმუნისთვის კი მუდმივი შრომა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ერთი წამით მოდუნება არ შეიძლება, განსაკუთრებით შინაგანად. ცუდი ან ცოდვილი ფიქრები მსგავს სურვილებს იწვევს. ასე რომ მონდომებით და შეუპოვრობით თავიდან უნდა მოიშოროთ. არარელიგიურმა ადამიანმა არ იცის, როგორია მუდმივად გარკვეულ დაძაბულობაში ყოფნა, თუნდაც ძილის წინ ან გაღვიძების შემდეგ. რელიგიური ხალხისთვის ეს ცხოვრების ბუნებრივი რიტმია.

მორწმუნის ცხოვრება

შედარებით გვიან დავოჯახდი. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს უკვე პატარა შვილები და ძლიერი ოჯახები ჰყავთ. თავად მსგავსი რამ ყოველთვის ნაადრევი მეჩვენებოდა, დიდხანს გართობა მინდოდა. მარტოხელა ცხოვრება შეწყდა მას შემდეგ, რაც იანას შევხვდი. მშვენიერ, ჭკვიან, ლამაზ გოგოს, რომელთანაც თავს მარტივად და კომფორტულად ვგრძნობდი. სასაუბროდ ასობით თემა გვქონდა, საერთო ჰობი და ოცნებები. მისი გაშვება ცოდვა იქნებოდა, ამიტომ ბეჭედი ვაჩუქე.

შემდეგ იყო დიდებული ქორწილი. ფულს არ ვზოგავდი, ნათესავებისა და მეგობრებისგან პრეტენზია არ მიგვიღია. წვეულება, საკვები, ატმოსფერო – ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. რამდენიმე კვირით დასასვენებლად წავედით. ზუსტად 9 თვის შემდეგ ჩვენი ქალიშვილი, ნათია დაიბადა.

ვაღიარებ, ცოტა მეშინოდა, რომ ყოველდღიურობა და რუტინა რომანტიკას მოკლავდა და გახვდებოდით იმ წყვილების მსგავსი, რომლებიც ერთმანეთზე კბილებს აკრაჭუნებენ, როცა სტუმრად მიდიან. მაგრამ არა, ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. კიდევ ერთი შვილის გაჩენა გვსურდა, ოჯახთან ერთად მოგზაურობა და მუდმივად რომანტიკულ ქაოსში ყოფნა. ეს იყო ყველაზე ნათელი, ყველაზე მზიანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ…

ყოველთვის არსებობს ეს „მაგრამ“. ასეთ მომენტებში სასიამოვნოა რაღაცაზე ან ვიღაცაზე ჩივილი, საკუთარი თავის მიამიტ მსხვერპლად წარმოჩენა. სამწუხაროდ, მსხვერპლი იანა გახდა, რადგან არა მან, არამედ მე ვუღალატე. ეს ერთხელ მოხდა. როგორღაც მოვდუნდი, ძველი დრო გავიხსენე, ის გოგო ჩემით გატაცებული იყო. მოკლედ, რა არის სათქმელი: სხვასთან ვიყავი და ცოლმა გაიგო. წერტილი.

დიდი შეცდომა

თავიდან დალაპარაკება მინდოდა. გულწრფელად ვინანიებდი და პატიებას ვთხოვდი. ვიფიცებოდი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო. შეცდომა დავუშვი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აღარ განმეორდეს. ჩემი სიტყვები შესმენილი არ იყო ან იყო, მაგრამ მოულოდნელი რეაქცია მივიღე. იანამ ქალიშვილს ხელი მოკიდა და მშობლებთან სოფელში წავიდა. 2 გრძელი თვე მასთან და შვილთან ლაპარაკს მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი. სანამ, როგორც იქნა, არ დაბრუნდა.

ადამიანი, რომელიც კარში შემოვიდა, ჩემი ცოლი აღარ იყო. ეს სხვა ქალი იყო. თავიდან ბოლომდე დიდი ზომის კაბაში გახვეული, ჭუჭყიანი შეკრული თმით, ჩამქრალი თვალებით და მშვიდი, წრიპინა ხმით. არა, ეს იანა იყო, მაგრამ მასში რაღაც შეიცვალა. მოგვიანებით, როცა დავილაპარაკეთ, ყველაფერს მივხვდი: ძალიან მორწმუნე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა საშიშად.

ყოველ ორ წინადადებაში უფალს ახსენებდა. მიზეზით და უმიზეზოდ პირჯვარს იწერდა. ეკლესიას და მამაოს იხსენებდა. თუ როგორი ბნელი, ცოდვილი ხალხი ვართ და როგორი საშინელი ცხოვრება გვქონდა ადრე. თუ მინდა მის გვერდით ვიყო, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ქალიშვილი ადგილობრი გიმნაზიაში მივიყვანოთ, თუმცა ჯერ ძალიან პატარაა. მე ბევრ „ამქვეყნიურ“ სიამოვნებაზე უარი უნდა ვთქვა. არანაირი მავნე ჩვევა, მეგობრებთან ერთად ბარში გართობა და ასე სიის მიხედვით.

მორწმუნე ადამიანის ცხოვრება

კარგად მახსოვს, მისი მშობლები ჩვენს ქორწილში მუდმივად პირჯვარს იწერდნენ და ტიროდნენ, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ ეს სოფლის მაცხოვრებლებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო. თან მათ ქალიშვილში მსგავსი რამ არასოდეს შემინიშნავს. აღმოჩნდა, მთელი ოჯახი რელიგიურია. სატანისტი არ ვარ, აღდგომაზე ეკლესიაში დავდივარ, კვერცხს და პასქას ვაკურთხებ. თუმცა ამ სტიქიაში ზედმეტად ჩაძირვა არ მინდა. ვინ იფიქრებდა, რომ ჩემი საყვარელი ცოლი მშობლებისგან თითქმის ხელუხლებელი ქალწული დაბრუნდებოდა?

ცდა გადავწყვიტეთ. ოჯახის დაკარგვა არ მინდოდა, ხოლო იანას, ალბათ, მით უფრო. ახლა ჩვენი ყოფა კარდინალურად შეიცვალა. ყოველდღე დღეში რამდენჯერმე ცოლისგან მესმის, როგორი უღვთო ვარ. იქამდე მივიდა, რომ საათობით ვკამათობთ, რაში მჭირდება შორტი გარდერობში. თურმე უღირსი ტანსაცმელი ყოფილა. არ მესმის, რატომ. როგორც ჩანს, შიშველი ფეხების გამოჩენა ცოდვებს მმატებს.

სიტყვაზე, იანამ თავისი ნივთების უმეტესობა მოიშორა. ლამაზი კაბები, ბლუზები, ჩემი საყვარელი ქვედა თეთრეული, ყველაფერი სანაგვეზე მოხვდა. რაც უბრალო იყო ყუთებში ჩააწყო და გაჭირვებულებს დაურიგა. დიახ, ნივთები მოშიშვლებული არაა, მაგრამ რომელი გაჭირვებული ჩაიცვამს იტალიიდან ჩამოტანილ შარვალს და სვიტერს? არც ერთი უსახლკარო ასეთ სამოსში არ მინახავს. სად მიდის ბრენდული ფეხსაცმელი? არ მითხრათ, რომ ინტერნეტში იყიდება, ამას ვერ გადავიტან!

ზოგჯერ, როცა ვახერხებ, ქალაქის ბოლოში მეგობრებს ვხვდები, ჩემთვისს უცნობ ბარებში. ასეთი ასაკი მაქვს. სტუმრად ვეღარ მიხვალ, ყველას ბავშვი ჰყავს. ჩემთან გასაგები მიზეზის გამო ვერ დავპატიჟებ. ჯაშუშობა მიწევს. მეგობრებთან ჩემი სიტუაციის აღიარება მრცხვენია. მთელი ამ უმსგავსობის მიზეზის მოყოლა. ვაღიარო, რომ ცოლი რამდენიმე თვეა შიშველი არ მინახავს, უკვე ზედმეტია.

გამუდმებით მთავაზობს წირვაზე დასწრებას, იმედოვნებს, რომ უფრო რელიგიური გავხდები. მაგრამ მორწმუნის ცხოვრება ჩემი არაა. თავის მხრივ, მეც ვცდილობ ხშირად გავიყვანო ხალხში, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნო. მისი კარგად მესმის. ორივე ჩვენს პოზიციაზე ვართ და ერთმანეთის გადმობირებას ვცდილობთ. უცნობია, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, თანამედროვე ოჯახი თუ უფალი, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ისევ ვიპოვით ერთმანეთს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ორივესთვის.