ქმარმა გაიგო, რა ღირს მამობის ტესტი და გაკეთება სურს. დავთანხმდი, მაგრამ ერთი მარტივი პირობით

0
2325

როგორც ამბობენ, ბავშვს რაც უნდა გააკეთოს, სანამ არ ტირის. ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უმოკლეს დროში უნდა გაერკვიოს საკუთარ თავში, თავის ცხოვრებასა და გარემოცვაში. ხშირად ამას შუახნის კრიზისს უწოდებენ. თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს. მერე რამ, რომ უკვე 40 წლის ხარ? ეს ახალი სათამაშო ტექნიკა შენი უნდა იყოს! დიდი ხანია ბინა გასარემონტებელია? არ მაინტერესებს, რა ღირს მამობის ტესტი? ორი შემიფუთეთ! და ასე შემდეგ.

მეორე მხრივ, თუ ეს არავის უშლის ხელს, რატომაც არა? ქალები ხშირად საყვედურობენ ქმრებს და აქებენ სხვებს ერთი და იმავე საქციელის გამო. ქმრის საქმიანობის მკვეთრი შეცვლა სისულელეა და უსარგებლო რისკი. როცა ამას სხვა კაცი აკეთებს, რატომღაც ახალი პერსპექტივის ძიება და წინსვლისთვის თამამი ნაბიჯი ეწოდება. რატომ არის ასე? იგივე მამობის ტესტი არც ისე ძვირი ღირს. დაახლოებით 600 ლარი. ამ თანხას ბევრი საყიდლებზე ხარჯავს. აი, მეუღლის სიმშვიდისთვის უკვე ძვირია. ფხიზელი მიდგომა თუ ორმაგი სტანდარტი?

რა ღირს მამობის ტესტი?

მე მეორე ჯგუფის სისხლი მაქვს, ჩემს მეუღლეს – მესამე. სამედიცინო თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური კომბინაციაა და ჩვენს შვილებს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სხვა ჯგუფი, თუნდაც პირველი ან მეოთხე. თუ არ გჯერათ, ინტერნეტში მოიძიეთ. ეს ინფორმაცია შემთხვევით არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს ამის გამეორება თითქმის ყოველდღე მიწევს. ჩემს მეუღლეს საკუთარი შვილის მამობაში ეჭვი ეპარება. მესმის, რომ სისულელეა, მაგრამ ასეა.

ახლა თემური 4 წლისაა. ჭკვიანი, ჯანმრთელი ბავშვი. მეც და თავის მამასაც ჰგავს. გულწრფელად, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ოჯახში ეს საკითხი დადგებოდა. ჩვენ ხომ შევფიცეთ ერთმანეთს ნდობა და გულწრფელობა. დავივიწყეთ მცირე უთანხმოებები, რომლებიც ქორწინებამდე გვქონდა. ახალგაზრდობა ხომ ერთია, ხოლო ურთიერთობის დაკანონება სულ სხვა.

დედამთილმა ყველაფერი გაიგო

ისე მოხდა, რომ ჩემმა არანორმალურმა დედამთილმა გაიგო, რომ მის შვილიშვილს პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, არა ისეთი, როგორც მშობლებს. და დაიწყო ბრალდებები ჩემი მისამართით, რომ ქმარს რქები დავადგი. ადრეც ვიცოდი, რომ სრულ ჭკუაზე არ იყო, მაგრამ ახლა ყველა ზღვარს გასცდა. 5 წელი ქორწინებაში, ყველაფერი კარგად იყო. რა საჭიროა ეს დავიდარაბა? ნუთუ ფიქრობს, რომ მისი ვაჟი გამშორდება და უკეთესს იპოვის?

ამასობაში ჩემი ქმარი დედამის სულ უფრო ყურს უგდებს. თავიდან ყურადღებას არ აქცევდა. მოძებნა: დიახ, ნამდვილად ხდება, რომ შვილებს შეიძლება არ ჰქონდეს ისეთი ჯგუფის სისხლი, როგორც მის დედ–მამას. მერე რა? მაგრამ დედამთილმა ისე გაუბურღა ტვინი, რომ საკუთარი თეორიების აგება დაიწყო. რატომ აქვს თემურს მუქი ფერის კანი? ჩვენ ხომ ფერმკრთალი კანი გვაქვს. თავში ვერ ჩავუდე, რომ მამაჩემს მთელი ცხოვრება მუქი ფერის კანი ჰქონდა. არ ესმის.

მამობის ტესტი

ახლახანს შვებულებაში გავიდა. ღმერთს მადლობა, არა თავისი ხარჯებით. ვფიქრობდი, კარგია. სახლში დაჯდება, კოსმეტიკურ რემონტს დავიწყებთ. შემოსასვლელში გასაკრავია შპალერი, რომელიც ძაღლმა ჩამოხია. აივანი მოსაწესრიგებელია. სარდაფიც. იქ წლებია არეულობაა: კონსერვების ქილები, ძველი ველოსიპედი, ბევრი წვრილმანი. მოკლედ, საქმე თავზესაყრელია. არა. ეს არ აინტერესებს. აქ სხვა საკითხია.

ამბობს, რომ ცოტა ფული დაზოგა და ტესტი უნდა გაიკეთოს და გაიგოს, ნამდვილად არის თუ არა თავისი შვილის მამა. წარმოგიდგენიათ? არადა შემოდგომაა და ახალი თბილი ტანსაცმელი საყიდელი გვაქვს, კბილები სამკურნალო, მოულოდნელად კი დეტექტივობა გადაწყვიტა! ვუთხარი, რომ გარანტიას ვაძლევ, რომ თავის შვილს ზრდის. მე ხომ მისი ცოლი ვარ. არა დედა, არა მეგობარი, რომელთანაც სასმლისა და ფეხბურთის გარდა ვერაფერზე დაილაპარაკებს, არამედ ადამიანი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. რეაქცია ნოლი.

ქმრის ფიქრები

ბინაში იდუმალი სახით დადის. გაწელილ შარვალში, უკან ნახვრეტით. ცოტაც და დაიწყებს ლექსების ან ფილოსოფიური წიგნის წერას. ხუთი დღე ქედმაღლურად, ზევიდან ქვემოთ მიყურებდა. თითქოს რაღაც დავუმალე ან კარადა ჩონჩხებით სავსე მაქვს. ძალიან მაგონებს 50 წლის ქალს, რომელიც სასიყვარულო სერიალებს უყურებს, რომანტიკულ წიგნებს კითხულობს და რაღაც უცნაურს იგონებს. მონა ქალ იზაურას თუ მის მარპლს.

იქნებ რაღაც პერიოდია და მალე გაივლის? სწორად გამიგეთ, არ ვმუშაობ, დიასახლისი ვარ. ცხოვრების გარკვეულ რიტმს მივეჩვიე და ზედმეტი ნერვები არ მჭირდება. ერთი ბავშვიც მყოფნის. კიდევ ერთს, უკვე ასაკში მყოფს ვერ გავუძლებ. სანამ ოჯახისთვის საჭმელს მოვამზადებ, სანამ მთელ სახლს დავალაგებ, დავრეცხავ, ნივთებს დავაწყობ დღეს გადის. საღამოს სიმშვიდეში გატარებას მიჩვეული ვარ. ახლა მთელი დღეს მესმის კვნესა და ოხვრა. არ ვთვლი მომენტებს, როცა დედამთილი გვირეკავს.

ერთი პირობა

მოკლედ, ერთი პირობა წავუყენე. ვუთხარი, რომ თუ ტესტის გაკეთება სურს, გააკეთოს. თავისი ფულით, თუმცა ეს ოჯახის ფულია. როცა აღმოჩნდება, რომ მართალი ვარ, ხოლო ის და დედამისი მტყუანნი, შვილი მიმყავს და დედასთან გადავდივარ. შესაძლოა განქორწინება მოვითხოვო. მას ჩემს პატიოსნებაში ეჭვი ეპარება, მე კი დარწმუნებული არ ვარ, რაში გვჭირდება მამა, რომელსაც საკუთარი შვილის შემოწმება სურს. ვიცი, რომ ულტიმატუმი ყოველთვის ცუდია, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია ამ სისულელესთან ბრძოლა.

იგივე დედამთილსაც ვუთხარი. ასე ვთქვი და ტელეფონი გავუთიშე. არ ვიცი, რა უთხრა თავის შვილს, მაგრამ ცოტა ხნით შვება ვიგრძენი. დიდი ხნით? დარწმუნებული ვარ, რომ თემური თავისი მამის შვილია. ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მამის ზოგიერთ ჩვევას უკვე ავლენს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მენდონ როგორც ცოლს, დედას და რძალს. სხვაგვარად რა ოჯახი გამოვა?

დაქალმა მირჩია ქმარს რაღაც საქმე გამოვუძებნო. ჩვენი ქმრები მეგობრობენ და დაარწმუნა თავისი ქმარი, რომ შევიკრიბოთ და სადმე ლაშქრობაზე წავიდეთ ღამისთევით. ამინდი შესაფერისია, თავის განიავება შეიძლება. ბუნდოვანი იმედები, მაგრამ რაღაც მაინც. თან ყველაფრისგან დავისვენებ. თუ გეგმა არ იმუშავებს, რას ვიზამთ. არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვინც განქორწინდება. ნერვებსაც დავზოგავ.