მთელი წელი ახალი კამა მაქვს. საზრიანმა დაქალმა მასწავლა მწვანილის გაზრდა

1955

სურნელოვანი მწვანე კამა ლამაზი ბოლო აკორდია ნებისმიერი ხორცის ან ბოსტნეულის კერძში. მწიკვი არომატული მოსაყრელი საკმარისია, რომ გემო გაამდიდროთ და ცოტა გაზაფხული შემატოთ. შემოდგომაზე და ზამთარში კამის ფასი ძვირდება, ამიტომ ბევრი დიასახლისი მის ყიდვაზე უარს ამბობს ან უკვე გამხმარ შემცვლელს ყიდულობს.

თუ არ ყინავთ მწვანილს ზამთრისთვის, პაპარაცი შესანიშნავი იდეით გაგახარებთ. გამოცდილმა მებაღეებმა კარგა ხნის წინ ისწავლეს საშემოდგომო კამის გაზრდა, რომელიც ისეთივე გემრიელი და ხასხასაა, როგორც ზაფხულის. პირველ ყინვამდე მდიდარი მოსავლის აღებას შეძლებთ, თუ ახლავე დარგავთ. დეტალურად გიამბობთ.

მწვანე კამა

მცენარეს დახვეწილი ნაზი გარეგნობა აქვს, მაგრამ დაბალ ტემპერატურას ადვილად იტანს, მუდმივი სითბო და მზის სინათლე არ სჭირდება. საშემოდგომო კამის დასარგავად საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბერი. პირველი თოვლის მოსვლამდე დიდ მოსავალს მოგცემთ, დეკემბრამდე ან უფრო დიდხანს მის მირთმევას შეძლებთ.

საშემოდგომო თესვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს. თესლი უკვე 3 კვირის შემდეგ ღვივდება და თუ გაღვივებისას საკმარისად თბილა, ცივი ამინდი გაზრდაში ხელს არ შეუშლის.

როგორ გავზარდოთ კამა ზამთარში

დარგვამდე ნიადაგი მოამზადეთ. კამა სწრაფად რომ გაიზარდოს, სჭირდება მიწა კარგი სადრენაჟო შესაძლებლობით. დასარგავი ადგილი ნეშომპალით ან კომპოსტით გაანაყოფიერეთ, მანამდე მიწა გააფხვიერეთ და სარეველები მოაშორეთ. 1 მ² ნაკვეთზე 1 ვედრო ორგანული სასუქი დაუმატეთ. შეარჩიეთ კამის ყინვაგამძლე ჯიში, რომელიც ადვილად იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს.

კამა სწორად დარგეთ! თესლი მიწაში 2 სმ სიღრმეში ჩარგეთ და დატკეპნეთ. ბლომად დათესეთ, რადგან კამა ზამთრისთვის ჩვეულებრივზე უფრო მწირად იზრდება. საშუალოდ 1 მ² მიწაზე დაგჭირდებათ 1,5-2 გ თესლი. დარგვის შემდეგ მიწა კარგად მორწყეთ. კამა ზრდის მიხედვით მორწყეთ ხშირად, მაგრამ ზომიერად, რომ მიწა არ გამოშრეს.

თუ ყინვა დროზე ადრე დაიწყება, კამას აგროფირი ან ჩალა დააფარეთ, რომ მიწა დათბუნოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ზამთარმა თავის კალენდარული ვადას გაუსწროს. არაფერია საშიში: თესლი არ დაიკარგება, არამედ დაელოდება თავის დროს და გაიზრდება გაზაფხულზე, როცა ვეგეტაციის პერიოდი დადგება.

კამა შეგიძლიათ გაზარდოთ არა ღია ნიადაგში, არამედ ქოთნებში. აცივებისას სათბურში ან ავტოფარეხში გადაიტანეთ. ეს მშვენიერი მცენარე იყინება, როცა ტემპერატურა 10 გრადუსზე ქვემოთ ვარდება, მაგრამ სწრაფად იზრდება თბილი დღეების დაწყებისთანავე.

მწვანე კამა ზამთრისთვის ფანჯრის რაფაზე

დიდებული მცენარის გაზრდა ბინაში სცადეთ. ეს დიდ დროს და ძალას არ წაგართმევთ. დაგჭირდებათ სამლიტრიანი ქოთანი ჩვეულებრივი მიწით. გამოკვებეთ მიწა ბიოჰუმუსით, ნიშადურის სპირტით, ვერმიჩაით ან წყალბადის ზეჟანგით. ზემოდან თესლი მოათავსეთ. თანაბრად გაანაწილეთ, შემდეგ მიწის თხელი ფენა მოაყარეთ. კარგად მორწყეთ და ბნელ ადგილას მოათავსეთ.

კამა 4-6 კვირაში გაიზრდება. მებაღეები გირჩევთ, ქოთანს პარკი გადააფაროთ სათბურის ეფექტისთვის. როცა ყლორტები გამოჩნდება, პარკი მოაშორეთ და ქოთანი ნათურის ქვეშ ან მზიან მხარეს მოათავსეთ. სახლის შემთხვევაში კამის ნებისმიერი ჯიში გამოგადგებათ.

ახლა შეძლებთ მიირთვათ გაზაფხულის ახალი მწვანილი ქიმიური დამუშავების გარეშე და ოჯახი ვიტამინებით უზრუნველყოთ ცივ შემოდგომაზეც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს