სამაინის ღამე ან ჰელოუინი. როგორ შევხვდეთ სწორად, რომ სახლში კეთილდღეობა მოვიზიდოთ 

0
147

სამაინის მისტიკური ღამე თავისი იდუმალებით იზიდავს ჯადოსნური ნივთების მოყვარულებს მთელ მსოფლიოში. ძველი კელტები მასთან ერთად ახალი წლის ათვლას იწყებდნენ. დღეს სამაინის ნაცვლად მიღებულია მხიარული კაშკაშა ჰელოუინის აღნიშვნა. იგი წარმოიშვა მე-8 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ქრისტიანულმა ეკლესიამ მკაცრი წარმართული მორალი შეავიწროვა და შეარბილა. პაპარაცი გიამბობთ, როდის აღინიშნება ჰელოუინი 2023 წელს და როგორ აღვნიშნოთ სწორად.

როდის აღინიშნება ჰელოუინი?

უძველესი რწმენის მიხედვით, 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ღამეს მომაკვდავი მზის ღმერთი განისვენებს. დგება ზამთარი და მასთან ერთად დედამიწაზე იხსნება კარიბჭე მიცვალებულთა და ცოცხალთა სამყაროს შორის. გვარის სულები თავიანთ სახლებში ბრუნდებიან, ხოლო შთამომავლები ბოლოს აღებული მოსავლით კერძებს ამზადებენ. ასე ერთად აღნიშნავდა ხალხი ახალ წელს, მოსავლის აღებას და გარდაცვლილ წინაპრებს პატივს მიაგებდა.

როგორ გაწმინდოთ საცხოვრებელი და ჩაიცვათ სადღესასწაულოდ?

კელტები სახლს სპეციალური რიტუალით წმენდნენ. გთავაზობთ ამ ძველ ტრადიციას შეუერთდეთ. ზიანს ნამდვილად არ მოგიტანთ. შენობა რომ მოამზადოთ, საფუძვლიანად დაასუფთავეთ და გადაყარეთ ყველა უსარგებლო, ძველი და გატეხილი ნივთი. შუაღამით ანთებული სანთლით სახლს შემოუარეთ და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „უბედურებავ და ავადმყოფობავ, დატოვე ჩემი სახლი. ველოდები სიკეთეს, სითბოს და სინათლეს“.

სახლის ლამაზად გაფორმება ზედმეტი არ იქნება. კარზე ჩამოკიდეთ გამხმარი ფოთლების გვირგვინი, სახლში მიმოფანტეთ ვაშლი, სიმინდის ტაროები, რკოები და, რა თქმა უნდა, ცნობილი გოგრის ფანრები, რომელიც უწმინდურ სულებს განდევნის. შესანიშნავია, თუ იშოვით ხორბლის ძნას, როგორც ნაყოფიერების და მოსავლიანობის სიმბოლოს.

სამაინს უნდა შეხვდეთ ფერად ტანსაცმელში, რომელიც ცეცხლს განასახიერებს. გარდერობიდან გამოიღეთ წითელი, ნარინჯისფერი, ღვინისფერი, მეწამული, შავი და ყავისფერი სამოსი.

სამაინის სადღესასწაულო ვახშამი

ჩვეულების მიხედვით, კელტები ამზადებდნენ გემრიელ კერძებს, შემდეგ უმასპინძლდებოდნენ ახლობლებს და მათ, ვისთანაც დამეგობრება ან შერიგება სურდათ. ეს რიტუალი სახლში სიმშვიდეს და სიმდიდრეს იზიდავდა. სუფრაზე დასხდომისას საჭირო იყო სამადლობელო შელოცვის წარმოთქმა: „დედა ბუნებავ, მოგვეცი კეთილდღეობა. ამ დღეს, როდესაც ბორბალი ახალ სვლას იწყებს, მიიღე ჩვენი ძღვენი და დალოცე ჩვენი ოჯახი მიიღოს ყველაფერი, რაც ჩაიფიქრა“.

ასე შეგიძლიათ მიცვალებულთა პატივისცემა. აიღეთ ძველი ფოტო, მაგიდასთან სულისთვის დადეთ დამატებითი სკამი, ასევე კერძი და თეფში, დანა–ჩანგალი.  გაესაუბრეთ წინაპრებს, სთხოვეთ პატიება და მომავალი წლისთვის მფარველობა.

სხვათა შორის, ამ დღეს მიღებულია თქვენს კატებს და ძაღლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. კელტური რწმენის თანახმად, შინაური ცხოველები მამაცურად იცავენ ადამიანებს ბნელი ძალებისგან, რომლებიც სიბნელეში იმალებიან. სწორედ ამიტომ, ფუმფულა ცხოველები მანამ გამოკვებეთ, სანამ სტუმრები მოვლან და სუფრას მიუსხდებით.

რიტუალი მარილით ბნელი ძალების განსადევნად

გიამბობთ ერთ დამცავ რიტუალზე, რომელიც მოგაშორებთ დაავადებებს, უბედურებას და ყველაფერს, რაც გამძიმებთ. ის კლებად მთვარეზე უნდა შეასრულოთ და სამაინის ღამე ამისთვის იდეალურია.

დაგჭირდებათ წყალი და მარილი, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ცნობილია ბნელი ენერგეტიკის შთანთქმის უნარით. აიღეთ თეფში, მარილი სქელ ფენად დაყარეთ. იფიქრეთ, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად, ერთ სიტყვაში შეაჯამეთ და მარილზე თითით ან ჯოხით დაწერეთ. მაგალითად, სიტყვა „ავადმყოფობა“ ან „ჩხუბი“.

შემდეგ აიღეთ სუფთა წყალი და ჩასჩურჩულეთ: „გაფანტე ჩემი უსიამოვნებები და წუხილი გაფანტე. დაასახლე ჩემს გულში კეთილდღეობა, ბედნიერება და ჯანმრთელობა“.  წყალი მარილს დაასხით და აურიეთ, სანამ მარილი ბოლომდე არ გაიხსნება. შელოცვა დრო და დრო გაიმეორეთ.

ახლა მარილიანი წყალი ნიჟარაში ჩაასხით და ხმამაღლა თქვით: „დაე, ასე იყოს!“. მარტივი, მაგრამ ეფექტური რიტუალი ჩაატარეთ და თქვენს განწყობას ყურადღება მიაქციეთ. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ ცხოვრება ნელა, მაგრამ დარწმუნებით უმჯობესდება.

აღნიშნავთ სამაინის დღესასწაულს თუ არა, თითოეულის პირადი საქმეა. თუ ამ დღესასწაულს საკრალურ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, არაფერი გიშლით ხელს, რომ უბრალოდ ლამაზად ჩაიცვათ, სახლი მორთოთ, რაღაც გემრიელი მოამზადოთ და ისე გაატაროთ დრო, როგორც გულს უხარია.