ჩემი 58 წლის დედამთილი პატარა ბავშვივით იქცევა და ამის ატანა უკვე შეუძლებელია

0
3398

ურთიერთობებში თავიდან ყოველთვის ყველაფერი მშვიდად მიდის. კანფეტ–თაიგულის პერიოდი, დადებითი ემოციები, ინტრიგა და იმედი, რომ ეს „ნამდვილად ის“ ადამიანია. სასიამოვნო დროსტარება და ის, რასაც ზოგიერთი ადამიანი შეყვარებას უწოდებს. მოგვიანებით ნისლი იფანტება, ხალხს ბეზრდება საკუთარი თავის იდეალური ვერსიის თამაში და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. იწყება ჩვეულებრივი რუტინა. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მოთმინება: შეძლებს მეორე ნახევართან ერთად ცხოვრებას ყოველდღიური დღესასწაულის გარეშე თუ ყოფითი პრობლემები დაანგრევს რომანტიკულ იდილიას?

სტატისტიკა ამბობს, რომ განქორწინების ნაადრევი ტალღა ქორწინების პირველ სამ წელიწადზე მოდის. საშუალო – ბავშვების დაბადებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში. გვიანი – მას შემდეგ, რაც ოჯახი ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი ხდება. გამოდის, ჩვენს ქმედებებს მართავს არა სიყვარული, არამედ სტრესი და მშრალი ანგარიში. ალბათ, ამაზე დაფიქრება ღირს.

ადამიანის მოთმინება

ჩემი დედამთილი პატარა ბავშვივითაა. ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ზრდასრული ქალია, მალე 58 წელი შეუსრულდება, მაგრამ ძალიან ინფანტილურად იქცევა. ჩემი ქმარი მისი ერთადერთი შვილია. მეუღლეს დედა ძალიან უყვარს და ყველაფერში მხარს უჭერს. მეჩვენება, რომ დედამთილი ამით სიამოვნებით სარგებლობს. თავადაც უკვე ორი შვილის დედა ვარ. მესამეს გაჩენა გეგმაში გვაქვს. გონებით მესმის, რომ სახლში, როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ყველაფერში წესრიგია საჭირო. ჩემს დედამთილს ამ მხრივ სხვა მოსაზრება აქვს. ზოგჯერ ეს უბრალოდ მაცოფებს.

ყველა ერთად ვცხოვრობთ, ხუთივე ერთ დიდ კერძო სახლში. ადგილი საკმარისია, ვიწროდ არ ვართ. ცხადია, საცხოვრებელს ყოველთვის სჭირდება სისუფთავე და დალაგება. ოთახები, სააბაზანო, სამზარეულო. ვინაიდან დეკრეტში ვარ, მთელი სახლის დალაგება ჩემი მოვალეობა გახდა. ქმარი სამსახურიდან გვიან ბრუნდება, ვახშმობს და თავისუფალ დროს ბავშვებთან ატარებს. ვთვლი, რომ ეს სწორია, რადგან მამა ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვებისთვის, როგორც დედა. ეს ნორმალური ოჯახის საფუძველია.

დედამთილიც მუშაობს, მაგრამ უფრო ჰობის სახით, ვიდრე ფულის საშოვნელად. ადგილობრივ ქარხანაში მთავარი ბუღალტერი იყო, ახლა ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. სახლში ადრე მოსვლის ნაცვლად სამსახურში რჩება და მთელ დღეს თანამშრომლებთან ენის ტარტარში ატარებს. სადილზეც ადგილობრივ სასადილოში დადის, რადგან იქ საკვები უფასოა და შეუძლია უახლესი ჭორები და სიახლეები განიხილოს.

სახლში მოსული არ ჩქარობს თავისი ვაჟის ან შვილიშვილების ცხოვრებაში მონაწილეობას. ჩემზე არაფერს ვამბობ. მოსწონს თავის ოთახში შეყუჟვა, ფონად ტელევიზორის ხმამაღლა ჩართვა, დივანზე წამოწოლა და ტელეფონით ინტერნეტში ქექვა. არ ვიცი, რა მნიშვნელოვან თემებს განიხილავს ადგილობრივ საზოგადოებასთან, რომ მისგან დახმარების მიღება შეუძლებელია. უმცროს შვილსაც შეუძლია სუფთა პირსახოცის მოწოდება, თუ ვთხოვ. აი, დედამთილს სულ სხვა ხასიათი აქვს.

კარგი იქნებოდა, ეს უბრალოდ ჩვენგან, მისი ნათესავებისგან თავის არიდება რომ ყოფილიყო. მაგრამ არა. სამწუხაროდ, ერთად ვერ ვსადილობთ. ქმარი სამსახურშია, ბავშვები შეიძლება კლასელებთან წავიდნენ, ამიტომ ყველა მაშინ ჭამს, როცა მოშივდება. ერთადერთი წესი – ჭამის შემდეგ მაგიდის გადაწმენდა და ნარჩენების გადაყრა. შემდეგ თავად გავრეცხავ. დედამთილი ამ წესებს უგულებელყოფს. ჭუჭყიან ჭურჭელს მაგიდაზე ტოვებს და თავის საქმეზე მიდის. ყოველთვის. ასეა მიჩვეული და ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ მისი ჩვევა შეიძლება შეიცვალოს.

მთელ სახლს მე ვალაგებ, მაგრამ მის ოთახში პრინციპულად არ შევდივარ. წარმოდგენა არ მინდა, რა უწესრიგობაა იქ. დედამთილმა მტვერსასრუტის ჩართვაც არ იცის. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ცოცხს იღებს და რაღაცას გვის. ეს იშვიათად ხდება და ისიც უფრო საჩვენებლად. ნივთებს თავად რეცხავს, ამისთვისაც მადლობა. მოკლედ, ასეთი საქმეა.

რამდენჯერმე დავიჩივლე ქმართან დედამისზე, მაგრამ ჩემს სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს. მხრებს იჩეჩს და ამართლებს, რომ ასეთი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ. ჩაკეტილი და უენო. ბუნებრივია, მხოლოდ სახლში. სამსახურში ისე დადის, თითქოს წვეულებაზე. ნუთუ ასე არ მოვწონვარ? მაგრამ შვილიშვილების მიმართაც გულგრილია. არ ეთამაშება, კანფეტსაც არ ყიდულობს. ვფიქრობდი, რომ ბებიას ეს ინსტინქტურ დონეზე უნდა ჰქონდეს, აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ასე არაა.

ვცადე რამდენჯერმე პირისპირ დალაპარაკება, მაგრამ საუბარი ფარსში გადაიზარდა, ქალის და განაწყენებული გოგოს საუბარში. ყველაფერზე აქვს ერთი პასუხი: ჩემს სახლში ცხოვრობთ. გამოდის, რადგან ქმარმა მის სახლში მომიყვანა, ახლა მხოლოდ ბავშვები უნდა ვაჩინო და მათ ვემსახურო. დედამთილი სერიოზულად ამბობს, რომ ცოლმა მთელი საოჯახო საქმე უნდა შეასრულოს და ძალიან გამიმართლა, რომ მაქვს დასალაგებელი ადგილი.

მსაყვედურობს, რომ არ ვმუშაობ, თუმცა ახალგაზრდა ვარ. ის კი თავის ასაკში მუშაობას არ წყვეტს. რაღაც თეთრებს პროდუქტებზეც ხარჯავს. არ ვიცი, რა შეუძლია გაიღოს ქარხანაში ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელმა. ჩვენს ოჯახში ფულს ქმარი მართავს. ვეჭვობ,  ბევრი იყოს. გარდა ამისა, არ ჩამომითვლია, რამდენ რამეს ვაკეთებ სახლში: საჭმლის მომზადება, დალაგება, დაუთოება და ასე შემდეგ. ასე შევძლებდით შედარებას, ვინ უფრო მეტს აკეთებს.

მოკლედ, რაიმე კონსტრუქციულამდე ვერ მივედით. ის თავისას აწვება, რომ ეს მე უნდა მომკითხოს, რადგან ამ სახლში უცხო ვარ. ვალდებული არაა შვილიშვილები გაანებივროს, მათ ხომ მშობლები ჰყავთ. ჩემი მოთმინება თანდათან ქრება, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ.

არ ვიცი, რა გავაკეთო. გავაგრძელო თავის მოჩვენება, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და უბრალოდ წარმოვიდგინო, რომ მყავს არა ორი, არამედ სამი შვილი? მესამე აშკარად „პრობლემურია“. თუ დავიწყო აქტიური დაპირისპირება? ყველაფერი ვუთხრა ქმარს, ისევ დაველაპარაკო დედამთილს, მივაწვე, სანამ რაიმე არ შეიცვლება. შესაძლოა, ჩემი წესები დავიცვა და აღარ ვიყო მოსამსახურე ამ ოჯახის თვალში. ვინ იცის, იქნებ დიდი სკანდალი მოვაწყო. ღირს ამად? ასეთი ურთიერთობის ატანა უბრალოდ აღარ შემიძლია. ძალიან საწყენი ხდება.