გაოცდებით! დიეტოლოგმა გაამხილა, რომელი მარცვლეულია ყველაზე სასარგებლო ნერვული სისტემისთვის

0
327

ახალი კვლევების მიხედვით ყველაზე პოპულარულ მარცვლეულებს შორის მოხვდა შვრია, ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი და ფეტვი. ამავდროულად, სწორედ ამ სახეობის მარცვლეულებს აქვთ ყველაზე მეტი რაოდენობის ვიტამინები და მიკროელემენტები. ზრდასრული ადამიანის რაციონში მარცვლეულის ოპტიმალური წილი 60 პროცენტი უნდა იყოს. პაპარაცი დაინტერესდა, რომელი მარცვლეულია ყველაზე სასარგებლო ნერვული სისტემისთვის.

ჩვენს დროში ადრე დაწოლა და მაგნიუმის დალევა საკმარისი არაა, რომ თავი კარგად იგრძნოთ. რაციონს ყურადღება უნდა მიაქციოთ ისე, როგორც იხეხავთ კბილებს ან აუთოებთ თეთრეულს. ექიმები უკვე არა ერთი წელია გვეუბნებიან, რომ მარცვლეულში შემავალი ნახშირწყლები პირდაპირ გავლენას ახდენს განწყობაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. პაპარაცი გიამბობთ, რა მიირთვათ, რომ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი იყოთ.

რომელი მარცვლეულია ყველაზე სასარგებლო ნერვული სისტემისთვის?

დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის რაციონში ჩართოთ ჩვეულებრივი ორთქლზე მოხარშული ბრინჯი. მასში შედის არა მხოლოდ რთული ნახშირწყლები, რომელიც ენერგიას გვმატებს, არამედ სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინები და მიკროელემენტები. შედეგად, ეს ყველაფერი ადამიანის განწყობაზე და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ორთქლზე მოხარშული ბრინჯი ქერქის შემოცლამდე გარკვეულ ტექნოლოგიურ დამუშავებას განიცდის. ხანგრძლივი ჩალბობის შემდეგ მარცვლეული მუშავდება ცხელ ორთქლში დაბალი წნევით. ასე შესაძლებელი ხდება ქერქიდან მარცვლეულში გადავიდეს საკვები ნივთიერებების 80%.

ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს და მარცვლეულებს შორის ლიდერია ნერვული სისტემისთვის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ  B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის დროს ადამიანებს ხშირად აწუხებთ სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევები.

როგორ მოვამზადოთ ორთქლზე მოხარშული ბრინჯი

მოხარშვამდე სასურველია, ბრინჯი მთელი ღამე ცივ წყალში ჩაალბოთ. დილით კარგად გარეცხეთ, სანამ წყალი სუფთა არ გახდება. ასეთი მარტივი მოქმედებით მზა პროდუქტში სახამებელს (მაღალი გლიკემიური ინდექსი) შეამცირებთ. შემდეგ მარცვლეული მშვიდად შეგიძლიათ მოხარშოთ. დიეტოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ბრინჯი უმჯობესია საუზმეზე ან სადილზე მიირთვათ.

ეს მარცვლეული იდეალურად ეთავსება თევზს, ფრინველს, ნებისმიერ მწვანილს ან ბოსტნეულს. ბრინჯის და ამ პროდუქტების კომბინაცია ნაწლავების მოძრაობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. თუ ცალ–ცალკე მიირთვამთ, მცენარეული ბოჭკოების და უჯრედისის გარეშე, ყაბზობის და მუცლის ტკივილის რისკი არსებობს. სპეციალისტები გირჩევენ, ბრინჯი კვირაში 2–3–ჯერ მიირთვათ. ეს პროდუქტი მაღალკალორიული არაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ დღიურ ნორმას (მაქსიმუმ 100–130 გ მზა პროდუქტი).

ყურადღება მიაქციეთ: მოხარშული ბრინჯი შესაფერისია მათთვის, ვინც უგლუტენო დიეტას იცავს. ცილა, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს, ბრინჯის ფაფაში იშლება. ბრინჯი შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს. შესანიშნავია, ასეა?!

მოხარშული ბრინჯისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, თქვენი რაციონი სწორად დაგეგმეთ. მასში უნდა შედიოდეს სხვა პროდუქტებიც, რომლებიც მდიდარია ცხიმებით, ცხოველური ცილებით და უჯრედისით. სტატიაში მოცემული ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს და ექიმთან პროფესიონალურ რჩევას ვერ ჩაანაცვლებს. ჯანმრთელობას გისურვებთ!