ეს წესები ყველა სტილისტმა ზეპირად იცის. ვსწავლობთ ტანსაცმლის შეხამებას და არჩევას

0
225

ბევრისთვის სიტყვა „დრესკოდი“ ასოცირდება თავდაჭერილ ქალბატონთან შლიაპაში, ხელთათმანებში და ყელამდე შეკრული პერანგით. ასე არაა! ყველასთვის ცნობილი წესები გვჭირდება იმისთვის, რომ სხვადასხვა ვითარებაში ტანსაცმელი სწორად და მაქსიმალურად გონივრულად შევარჩიოთ. ამავდროულად, ეტიკეტის კრიტერიუმებისთვის უცხო არაა მოდის ახალი ტენდენციები ან საზოგადოების ცნობიერების ცვლილებები.

პაპარაცი გიამბობთ, რა აკრძალვებია დღემდე აქტუალური ჩვენს ფრივოლურ დროში. გამოვკითხეთ სტილისტები, რომელთაც დამთავრებული აქვთ ეტიკეტის და კომუნიკაციის სკოლა, ერთი შეხედვით მოძველებული რომელი მოთხოვნები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. გიზიარებთ რჩევებს გარდერობში ნივთების უნივერსალური შერჩევისთვის.

როგორ შევუხამოთ ტანსაცმელი: 9 მთავარი რჩევა

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია და დაიმახსოვრეთ ეს წესები, რომ გარდერობის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ წარმოიშვას.

1. კოსტიუმის შუა ღილი ყოველთვის უნდა შეიკრათ, ხოლო ზედა – სურვილისამებრ. ქვედა ღილის არსებობა საერთოდ დაივიწყეთ.

2. იდეალურია, თუ ჰალსტუხის ბოლო შარვლის წელს წვდება ან ამ ხაზს ოდნავ ფარავს.

3. აირჩიეთ: ან დეკოლტე ან მინი. ორივე ერთ სტილში სასაცილოდ და გამომწვევად გამოიყურება.

4. ყურადღება მიაქციეთ, რომ დაბალწელიან ჯინსსა და მოკლე კოფთას შორის შიშველი კანი არ ჩანდეს. თუ საჭიროა, სადა ტოპი ჩაიცვით.

5. ფერებსა და პრინტებში არ გადააჭარბოთ. დასაშვებია პრინტი სხვადასხვა ზომის ერთი სურათით ან ერთ ფერის ორი სხვადასხვა პრინტი.

6. შეიძინეთ საკმარისად გრძელი წინდები. სკამზე ჯდომისას შარვლის ქვეშ შიშველი ფეხები არ უნდა ჩანდეს.

7. საოფისე ბლუზა მხრებს უნდა ფარავდეს. წვრილი ბრეტელი ფორმალურ გარემოში დაუშვებელია. იგივე ბიუსჰალტერის ბრეტელს ეხება.

8. საყურე შეუხამეთ სამაჯურს, ხოლო კულონი ან ყელსაბამი – ბეჭედს. სამი და მეტი აქსესუარი ერთ სტილში აშკარად ზედმეტია.

9. საოფისე ბლუზის დეკოლტე ლავიწიდან 10 სმ–ზე მეტი არ უნდა იყოს.

როგორც შეუდარებელი კოკო შანელი ამბობდა: „როცა კარგად გაცვიათ, სხვები ამჩნევენ თქვენს პიროვნებას, როცა ცუდად – თქვენს ჩაცმულობას“. ძნელია არ დაეთანხმო, რადგან გარეგნული იერი საზოგადოებაში ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მცირე შეცდომაც სასტიკ ხუმრობად შეიძლება მოტრიალდეს, განსაკუთრებით საქმიან გარემოში.