ქაცვის ზეთი მრავალი დაავადებისას დაგეხმარებათ, მაგრამ პროდუქტის სწორად არჩევა უნდა იცოდეთ.

2843

ჩვენს დროში ქაცვის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც არ საჭიროებს გაძლიერებას ხელოვნური ქიმიური კომპონენტებით. მას ექიმები თამამად უნიშნავენ პაციენტებს და არანაკლებ აქტიურად იყენებენ ხალხური მედიცინის მიმდევრები.

ფარმაკოპეულ (ანუ აქტიური ნივთიერებების შემცველობით საპრეპარატო სტანდარტებისთვის შესაბამობა) ზეთს ძალიან მრავალმხრივი სამკურნალო მოქმედება გააჩნია:

  • ქაცვის ზეთი – პირველი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს. რეგენერაციული და ჭრილობის შემხორცებელი თვისებების წყალობით, ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ეფექტურ მკურნალობას და აქრობს ძველ ნაწიბურებსაც კი.

წყლულოვანი დაავადების დროს, 20 დღის განმავლობაში, დღესი ორჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი. თუ ეს მჟავე ბოყინს გამოიწვევს, გახსენით 1 ჭიქა გაგრილებულ გადადუღებულ წყალში 0.5 ჩ.კ. საკვები სოდა, შემდეგ 1/4 წილი სოდის ხსნარი შეურიეთ 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთს, კარგად შეანჯღრიეთ და დალიეთ.

  • ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაშიც (კოლპიტების, ენდოცერვიციტების მკურნალობა), ასევე, საშვილოსნოს ყელის ეროზიის თერაპიისთვის. ტექნიკურად, პროცედურები ძალიან მარტივია: ზეთით გაჟღენთილი ტამპონების გამოყენება. მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად ან საშინაო პირობებში.
  • სტომატიტის, პაროდონტოზისა და პირის ღრუს სხვა ანთებითი დაავადებების მკურნალობის დასაჩქარებლად, დაიდეთ ზეთის აპლიკაციები დაზიანებულ მონაკვეთებზე.
  • ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ქაცვის ზეთი ფეხმძიმე ქალებს დაეხმარება სხვადასხვა ანთებითი პროცესის მკურნალობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სხვა სამკურნალო პრეპარატები უკუჩვენებულია.

  • ასევე, ზეთი რეკომენდებულია A და E ვიტამინების უკმარისობის დროს, რასაც ლაქტაციის დროს რძის უკმარისობის ან სულაც არარსებობის გამოწვევა შეუძლია. ზეთი გამოიყენება ძუძუსთავებზე ნახეთქების სამკურნალოდ – რაც ასეთი პრობლემური საკითხია მეძუძური დედებისთვის.
  • ბუასილი, სწორი ნაწლავის ნახეთქები და მსგავსი პრობლემები არანაკლებ სერიოზული და გავრცელებული პრობლემაა. ქაცვის ზეთზე დამზადებული პრეპარატები (სანთლები, მიკროოყნები) წარმატებით გამოიყენება მოცემული დაავადებების თერაპიისთვის და უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილების სწრაფ შეხორცებას.
  • ბრონქიტის დროს, ქაცვის ზეთს შინაგანად იღებენ ინჰალაციის გზით.
  • ფიტოსტერინები, რომლებიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის, იკავშირებს ქოლესტერინს, რომელიც საკვების გზით ხვდება ორგანიზმში, რაც ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ქაცვის ზეთის სხვა კომპონენტების წყალობით (E ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა), სისხლძარღვების კედლები ძლიერდება და იზრდება მათი ელასტიურობა.
  • ქაცვის ზეთი, ასევე, აქტიურად გამოიყენება სხივური თერაპიის დროს, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.
  • კაროტინოიდები, რომლებიც ქაცვის შემადგენლობაში შედის, მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
  • ყურის, ყელისა და ცხვირის დაავადებები(ადენოიდები, ანგინა, ჰაიმორიტი, ოტიტი და სხვ.), ქაცვის ზეთის გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობას ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო სწრაფად ექვემდებარება.

და ეს ჯერ კიდევ არაა იმ დაავადებათა სია, რომლებსაც ეს პროდუქტი უმკლავდება.

ზეთი ყველაფერს ერთნაირად კურნავს?

ოფიციალური ენით, ქაცვის ზეთი – ესაა მცენარეულო წარმოშობის პრეპარატი, რომელიც ვიტამინთა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს წარმოადგენს.

დღეს დახლებზე აღნიშნული პროდუქტის მრავალი ნაწარმი შეგხვდებათ, თუმცა ყველა მათგანს არ აქვს რეალური სამკურნალო მოქმედება. ქაცვის ზეთის ხარისხი და, შესაბამისად, სამკურნალო ეფექტურობა, სრულადაა დამოკიდებული სამ მნიშვნელოვან მომენტზე: ბუჩქის გაზრდის ადგილი, კაროტინოიდების შემცველობა და ნაყოფიდან ზეთის დაწურვის მეთოდი.

დაბალკაროტინოიდულ საკვებ დანამატს, აღნიშნული ნედლეულით დამზადებულს, არასდროს ექნება ნამდვილი ფარმაკოპეული ქაცვის ზეთის(რომელიც მაღალხარისხიანი მწიფე ქაცვისგან მზადდება) თვისებები.

მაშ, რომელი ზეთი შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურად?

სამკურნალო (ფარმაკოპეულ) საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ზეთი, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:

  • კაროტინოიდების მინიმალური შემცველობა უნდა იყოს 180მგ/%;
  • დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს ქაცვის სპეციალური, შერჩეული სახეობები, მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა რაიონებში;
  • პრეპარატის შემადგენლობას უნდა აკონტროლებდეს სერთიფიკაციის სპეციალური ორგანოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს