ნახვების რაოდენობით ყველა რეკორდს ხსნის. რა არის პოლონური ფილმის „ექიმბაში“ წარმატების გასაღები

0
119

პოლონელი მწერლის ტადეუშა დოლენგა–მოსტოვიჩის რომანის მიხედვით გადაღებული ლეგენდარული ფილმის „ექიმბაში“ თაყვანისმცემლებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, ახლებურად შეხედონ საყვარელ ისტორიას. 27 სექტემბერს Netflix-ის პლატფორმაზე გამოვიდა დრამის მესამე ეკრანიზაცია და უდიდესი წარმატება მოიპოვა. ძველმა ფილმმა „ექიმბაში“, რომლის მსახიობები ყველას შეუყვარდა, ღირსეული მემკვიდრე მიიღო.

სულ რამდენიმე დღეში ახალმა ფილმმა პოლონეთში Netflix-ის ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში პირველი ადგილი, ხოლო უცხოენოვანი ფილმების მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. 12 მილიონზე მეტი ნახვა ასეთ მოკლე დროში ხუმრობა არაა! პაპარაცი გიამბობთ, რა არის ცნობილი ახალი ეკრანიზაციის შესახებ.

ფილმი „ექიმბაში“: მსახიობები

დღემდე მაყურებელში „ექიმბაში“ ასოცირდებოდა ეჟი ბინჩიცკის დიდებულ როლთან. ახალ ადაპტაციაში მის ადგილს იკავებს ლეშეკ ლიხოტა. „ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო მეთამაშა ძლიერი, საკულტო პერსონაჟი, რომელიც ატარებს უზარმაზარი გამოცდილების და ტრავმის ტვირთს, ცდილობს თავისი ვინაობა ხელახლა აღმოაჩინოს“ – ამბობს მსახიობი.

ამჯერად პროფესორი ვილჩურის ქალიშვილის, მერისის, როლში გამოჩნდა მსახიობი მარია კოვალსკა. ზოსკას, მეწისქვილეს, ანა შიმანჩიკი თამაშობს. ლეშეკ ჩინსკის როლს ასრულებს იგნაცი ლისი. მის მშობლებს – ნიკოლაი გრაბოვსკი და იზაბელა კუნა. ახალი ფილმის რეჟისორი გახდა მიხალ გაზდა. ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია. მისი ბედი იყო „გაესროლა“ და დაფნის გვირგვინი მოეწყვიტა.

სიუჟეტის მიხედვით გენიალური ქირურგი რაფალ ვილჩური განიცდის ტრაგედიას, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას წყვეტს. ერთ დღეს ცოლი და ქალიშვილი ტოვებს. ის საბუთების და ფულის გარეშე რჩება, მეხსიერებას კარგავს. რამდენიმე წელი ვილჩური ქვეყანაში დახეტიალობს, მწუხარებას და სიღარიბეს განიცდის.

თუმცა ცუდი დღეები მთავრდება. მამაკაცი გადაარჩენს მეწისქვილის ავადმყოფ ვაჟს და მის ოჯახში თავშესაფარს პოულობს. „ექიმბაშზე“ ცნობები სწრაფად გავრცელდა. მალე ის ხვდება ახალგაზრდა ლამაზმანს, რომელიც მისთვის ბუნდოვნად ნაცნობი ჩანს.

„ექიმბაშის“ პირველი ეკრანიზაცია

რომანი პირველად 1937 წელს გამოიცა. პირველი ფილმი თითქმის წიგნის გამოსვლისთანავე გადაიღეს. ფილმის რეჟისორი იყო მიხალ ვაშინსკი, ხოლო პროფესორი ვილჩურის როლი შესანიშნავად შეასრულა კაზიმეჟ იუნოსზა–სტეპოვსკიმ, იმ დროის ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა თეატრისა და კინოს მსახიობმა.

დღეს ეს ფილმი ცოტა უბრალოდ და ტლანქად გამოიყურება გრძელი მონოლოგების და შესამჩნევი მუყაოს რეკვიზიტების გამო. თუმცა 1937 წლის „ექიმბაში“ სულს მაინც ეხება. მთავარმა გმირმა შეძლო ადამიანის გამოსახულების გამჟღავნება, რომელიც პოლონეთის წარმატებული ქირურგიდან ცხოვრება დანგრეულ მოხუცად გადაიქცა. ექიმბაშის საქმე დაეხმარა სამყაროსთან კავშირის აღდგენაში და სულით ამაღლებაში.

რომანის და ფილმის წარმატებამ დოლენგა–მოსტოვიჩს უბიძგა გაგრძელება დაეწერა. 1938 წელს წიგნის მეორე ნაწილი გამოვიდა სახელწოდებით „პროფესორი ვილჩური“, რომელშიც ცნობილი ქირურგი ვარშავაში საექიმო პრაქტიკას დაუბრუნდა. იმავე წელს ვაშინსკიმ გადაიღო „ექიმბაშის“ სიქველი, მაგრამ ვერც რომანმა, ვერც ფილმა მათი წინამორბედების წარმატება ვერ გაიმეორეს.

1939 წელს მწერალმა განაგრძო ცნობილი პროფესორის ისტორია, თუმცა მეორე წიგნის ბოლოს მთავარი გმირი კვდება. ამჯერად მსოფლიომ იხილა არა წიგნი, არამედ სცენარი – „პროფესორი ვილჩურის ანდერძი“. სიუჟეტის ცენტრშია პროფესორის მოწაფე ემელი. ბიჭი გადაწყვეტს მასწავლებლის კვალს გაჰყვეს და სოფელში საავადმყოფო გახსნას. მას ბევრი დაბრკოლება ხვდება, მაგრამ გამარჯვებული გამოდის. ფილმი გადაიღო ნიჭიერმა რეჟისორმა ლეონარდ ბუჩკოვსკიმ, მაგრამ მაყურებელმა ის მხოლოდ ოკუპაციის დროს 1942 წელს ნახა.

ეჟი ჰოფმანის ცნობილი „ექიმბაში“

40 წელზე მეტი ხნის წინ რეჟისორმა ჰოფმანმა პოლონური კინოს ერთ–ერთი საუკეთესი ფილმი შექმნა. მას სურდა მოეყოლა ამბავი, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი ბედის შეცვლა. ეჟი ბინჩიცკიმ შეძლო გადმოეცა დედაქალაქის ქირურგის გამოსახულება, რომელიც სოფლის კაცად გადაიქცა და ახლა წისქვილის ქვას ეჭიდება.

ახალგაზრდა ანა დიმნა, რომელმაც მერისის როლი ითამაშა, იმ დროს უკვე იყო ცნობილი პოლონეთში რამდენიმე საკულტო როლის წყალობით. უცნობმა ტომას სტოკინგერმა კი ცნობილმა გაიღვიძა მას შემდეგ, რაც შეყვარებული ახალგაზრდა ლეშეკ ჩინსკის როლი ითამაშა.

„ექიმბაში“ ზედმეტი მელოდრამატულობის და პირდაპირობის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ის ერთ–ერთი გამჭოლი ფილმია სასწაულებზე და რწმენაზე, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ვილჩურის ექიმბაშობა ფეხზე აყენებს მძიმე ავადმყოფებს და მერისის სიკვდილისგან იხსნის. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის უკან დგას ქირურგის რეფლექსები და გამოცდილება. გამოდის, სასწაულის ფესვი არა მაღალი ძალის ჯადოსნური ჩარევა, არამედ წარმოუდგენელი თვითაღკვეთაა. ჰოფმანის ფილმში გმირების განცდები და გრძნობები ჩვენთვის ნაცნობი და ახლოა. „ექიმბაში“ მოგვითხრობს ნამდვილი სიკეთის, გარკვეულწილად წმინდანის, მაგრამ ამავდროულად აბსოლუტურად მიწიერი ადამიანის შესახებ.