საბჭოთა დროის ყველაზე ღარიბული კერძები, რომელთა გახსენებაზე ტანზე ჟრუანტელი გვივლის

0
7360

საბჭოთა კავშირის უმეტეს ოჯახში სუფრა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. სტუმარს მკითხაობაც არ სჭირდებოდა, თუ რა კერძებს გამოიტანდა მასპინძელი სუფრაზე. სადღესასწაულო და ყოველდღიური სუფრა თითქმის ერთი და იმავე კერძებისგან შედგებოდა. მრავალფეროვნება მხოლოდ სხვადასხვა ეროვნების მენიუში იყო. საბჭოთა ადამიანის ტრადიციული საკვები თითქმის ყველგან იდენტური იყო.

რა კერძები იყო გავრცელებული სსრკ–ში? პაპარაცი წასული გასტრონომიული გემოების გახსენებას ეცდება. დღეს შეიძლება შეხვდეთ ხალხს, რომლებიც საბჭოთა სამზარეულოს უპირატესობას ანიჭებენ. მაგრამ პროდუქტები იგივე აღარ არის და სამზარეულოს ტექნოლოგიებიც ოდნავ შეიცვალა. ჩვენს სამზარეულოში სულ უფრო მეტი ტექნიკაა, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს. კერძის გემოც სულ სხვა გამოდის. მაგრამ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც საბჭოთა კავშირში დაიწყო, ახსოვთ სასადილოს კატლეტის და წებოვანი მაკარონის გემო.

ტრადიციული კერძი

ჩვენი ექსკურსია მაკარონით დავიწყოთ. სსრკ–ში არსებობდა ორი სახის მაკარონი: უმი და ერთმანეთზე შეწებებული. იმ დროს მაკარონის ნაწარმი ყველაზე დაბალი კლასის ფქვილისგან მზადდებოდა, ამიტომ წყალში მოხვედრისას ერთმანეთს ეწებებოდა. ხშირად თეფშში „ხეტიალობდა“ ნაცრისფერი ერთიანი გუნდა სახელად მაკარონი. მაკარონის სახეობაც ბევრი არ იყო: ვერმიშელი, „რქები“, მაკარონი და სპაგეტი. ეს უკანასკნელი იშვიათობა იყო. საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სასადილოებში ხშირად გვხვდებოდა „რქები“ ან ვერმიშელი. შემწვარი ძეხვის და მაკარონის კერძი ყველაზე გემრიელი იყო. მაკარონს ჯერ ხარშავდნენ, შემდეგ ხრაშუნა ქერქის მიღებამდე ტაფაზე წვავდნენ. ზემოდან ძეხვის რგოლებს აწყობდნენ და ორივე მხრიდან წვავდნენ. წარმოუდგენლად გემრიელი იყო!

მეორე ყველაზე გავრცელებული კერძი იყო ფაფა. საბჭოთა კავშირის მრავალფეროვნებას საზღვარი არ ჰქონდა. ასეთი მარცვლეულის ხარისხი ყოველთვის უმაღლესი არ იყო. რატომღაც უყვარდათ ქერის ფაფა. ყველა ქარხნის და საწარმოს სასადილოში ფაფებს შორის პირველ ადგილზე იყო. ფაფას მიირთმევდნენ საუზმეზე, სადილზე და ზოგჯერ ვახშამზეც. ითვლებოდა, რომ ფაფა ძალას აძლევდათ და შრომისუნარიანობას ზრდიდა. ახლაც ბევრი დიეტოლოგი ფაფით საუზმობას უპირატესობას ანიჭებს. სასადილოში ფაფას უხვად ასხამდნენ საკაზმს და მისი გემო გაცილებით სასიამოვნო ხდებოდა. წიწიბურა დეფიციტურ ფაფად ითვლებოდა. მას მარცვლოვან შავ ხიზილალასაც უწოდებდნენ. მისი შოვნა ძალიან რთული იყო და თითქმის სადღესასწაულო კერძად ითვლებოდა.

საბჭოთა ადამიანის ტრადიციული სადილი შედგებოდა პირველი და მეორე კერძისგან, ასევე კომპოტისგან. ომისშემდგომ წლებში ხალხი ცდილობდა კარგად დანაყრებული ამდენი შიმშილობის და შეზღუდვების შემდეგ. მოსახლეობის დიდ ნაწილსაც რთული სამუშაო ჰქონდა. ამას დიდი ძალა და ენერგია სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, საჯარო სასადილოებში კერძების კალორიულ შემცველობას მკაცრად აკონტროლებდნენ. წვნიანი და ბორში უნდა ყოფილიყო მსუყე და ბევრი შესქელებით. პირველი კერძისთვის ბოსტნეული მსხვილად იჭრებოდა და უცხოელი სტუდენტები ვერ ხვდებოდნენ, რატომ ურევდნენ ამ ყველაფერს ერთ თეფშში. მსუყე ბულიონი ამ კერძს გემოს მატებდა და მას ძალიან სწრაფად ჭამდნენ.

ჯანსაღი კვება

აი, სალათები საბჭოთა კავშირში ბევრი არ იყო. ზაფხულში პომიდორი, კიტრი და კომბოსტო. ზამთარში უჭირდათ. ორგანიზმი რაღაც ვიტამინებს ითხოვდა. სწორედ ამიტომ, ტრადიციული კერძები, ვინეგრეტი და ოლივიე, სადღესასწაულო კერძები იყო. საახალწლო დღესასწაულზე დიასახლისები მთელ თას ოლივიეს ამზადებდნენ. მაიონეზის შოვნა ძალიან რთული იყო და მას დახლებზე მხოლოდ საახალწლო პერიოდში აჩენდნენ. ბარდას კონსერვიც დეფიციტური იყო. ოლივიეს ტრადიციულ რეცეპტში ძეხვი აუცილებელი იყო. ეს ძალიან გემრიელი იყო. ვინეგრეტთან საქმე უფრო მარტივად იყო. ბოსტნეული ყოველთვის ხელმისაწვდომი და დიდი რაოდენობით იყო. მოხარშული ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და კიტრის მწნილი მსხვილად იჭრებოდა და მზესუმზირის ზეთში იკაზმებოდა.

საბჭოთა ბავშვების საყვარელი დელიკატესი იყო პური შაქრით. ნამდვილ დელიკატესად ითვლებოდა, თუ ამ პურზე კარაქიც იყო წასმული. ხშირად ცოტა წყალს ასხურებდნენ, რომ შაქარი არ გაფანტულიყო. სკოლის შემდეგ ეზოში გამოსულ ბავშვებს თითქოს ყოველთვის ეჭირათ ხელში შაქარმოყრილი პურის დიდი ნაჭერი. რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი ტკბილეულის შემდეგ სიმსუქნე ცოტას აწუხებდა. ვინაიდან ღეჭვა და ამავდროულად სირბილი ყველაზე მარტივი იყო.