ფანჯრები რომ არ დაიორთქლოს, გამოიყენეთ მარტივი საშუალება. პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება

0
1395

აცივებისთანავე კონდენსანტი შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ზედაპირზე, რომელიც თბილსა და ცივ ჰაერს ესაზღვრება. ამას ხელს უწყობს გაზრდილი ტენიანობა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების ფონზე. საცხოვრებელ შენობაში ყველაზე ხშირად ფანჯრები იორთქლება. ხალხი მეტალოპლასტმასის ჩარჩოებით ანაცვლებს ხის ჩარჩოებს იმ იმედით, რომ კონდენსანტი არ დაგროვდება. სამწუხაროდ, ზოგჯერ ძველი ფანჯრის თანამედროვე მინაპაკეტით ჩანაცვლების შემდეგ პრობლემა უარესდება.

პაპარაცი გიამბობთ, რატომ ჩნდება კონდენსანტი ფანჯრებზე. ასევე გიამბობთ, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება.

კონდენსანტი პლასტმასის ფანჯრებზე

პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ზოგიერთი მათგანის გამოსწორება შესაძლებელია. ასე კონდენსანტის პრობლემას მოიშორებთ.

დაბალი ხარისხის მეტალოპლასტმასის ფანჯარა ერთკამერიანი მინაპაკეტით

ფანჯრის ხელახლა დაყენებით პრობლემა მოგვარდება. სარემონტო ხარჯების შემცირებას შეძლებთ, თუ მხოლოდ მინაპაკეტს ჩაანაცვლებთ ენერგიის დამზოგავი ფანჯრით. გარე გვერდების დათბუნვა აუცილებელია. ეს საკმაოდ რადიკალური მეთოდია და ყველასთვის შესაფერისი არაა.

ცუდი ვენტილაცია და მაღალი ტენიანობა სახლში

რეკომენდებულია, რომ შენობა რეგულარულად გაანიავოთ და კერძის მომზადების ან აბაზანის მიღებისას გამწოვის ჩართვა არ დაგავიწყდეთ. ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია დააყენოთ მოწყობილობა ჰაერის იძულებითი ცვლისთვის. დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ ტენის შთამნთქმელი, თუ მარტივი ვენტილაცია საკმარისი არაა.

გათბობის სისტემა არაეფექტურად მუშაობს, ნამის წერტილი არასწორად გათვლილია

თუ ბატარეა სითბოს ცუდად გასცემს, ფანჯრის ზონა ცუდად გათბება და მინა დაიორთქლება. იზრუნეთ დამატებითი გათბობის მოწყობილობაზე, რომელიც სასურველია პრობლემურ ფანჯარასთან მოათავსოთ. ჰაერის ტემპერატურის გაზრდა სინესტის და მინაზე ნამის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ბატარეის არასწორი მდებარეობა

ფანჯრის ქვეშ გამათბობლის არარსებობა, ბატარეის ჩაღრმავებაში მოთავსება და არაპროპორციული ფანჯრის რაფა თბილი ჰაერის სწორ მოძრაობას ხელს უშლის. შედეგად, ამ მიდამოში ფანჯარაზე ტენიანობა გროვდება და მინაზე ილექება. სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ სპეციალური გისოსი და სითბოს ამრეკლავი ეკრანი.

ბევრი ტენიანობის მოყვარული მცენარე ფანჯრის რაფაზე

ყველაფერი კარგია ზომიერად. მცენარის ფოთლები აორთქლავს ტენიანობას, რომლის ჭარბი რაოდენობა კონდენსანტის წარმოქმნას იწვევს. ჰაერის მაღალი ტენიანობის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ქოთანი ფანჯრის რაფიდან აიღეთ და სხვადასხვა ოთახში გადაანაწილეთ.

როგორ დავამარცხოთ კონდენსანტი პლასტმასის ფანჯრებზე

თუ ფანჯრებზე კონდენსანტის წარმოქმნის გლობალური მიზეზები არ არსებობს, შედეგებს უნდა გაუმკლავდეთ. ამის გაკეთება ხელმისაწვდომი საშუალებებით შეიძლება.

პოლიეთილენის ფირი. თუ სპეციალურ დამცავ ფირს მინას დააკრავთ, მინის დაორთქვლას თავიდან აიცილებთ. პოლიეთილენი მინაპაკეტის ენერგოდაზოგვის თვისებებს აუმჯობესებს და ოთახს მნიშვნელოვნად ათბობს.

გლიცერინი. სააფთიაქო საშუალება მინაზე ნამის წარმოქმნას აფერხებს. ათი წვეთი პრეპარატი 1 ლ სუფთა წყალში გახსენით, მიღებულ სითხეში ღრუბელი დაასველეთ და მინა გაწმინდეთ. გამჭვირვალე ზედაპირზე ზოლები სალფეთქით ან სპეციალური ქსოვილით მოაშორეთ.

ნიშადურის სპირტი. თუ ფანჯარას გაწმენდთ წყლისა და ამონიუმის ჰიდროქსიდის ნარევით, მინა არა მხოლოდ სუფთა და ბზინვარე გახდება, არამედ დაორთქვლისკენ მიდრეკილებაც შემცირდება.

სოდა. ნატრიუმის ბიკარბონატი მინის დაორთქვლას ამცირებს. 1 ლ წყალზე 2 ს/კ სოდა აიღეთ და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებულ ხსნარში ღრუბელი დაასველეთ და მინას წაუსვით. მინას ბუნებრივად გაშრობა აცადეთ, შემდეგ მშრალი ჩვრით ან სალფეთქით გაწმინდეთ.

მარილი. ფანჯრის რაფაზე დადეთ ჭიქა ან თეფში მასში ჩაყრილი მარილით. ნატრიუმის ქლორიდი ტენიანობას აქტიურად შთანთქავს, ამიტომ მინაზე ნაკლები ნამი წარმოიქმნება. პერიოდულად მარილი ახლით ჩაანაცვლეთ.

პლასტმასის ფანჯრებზე კონდენსანტთან ბრძოლის მეთოდებს გაეცანით, პრაქტიკაში გამოიყენეთ და გამოცდილება სხვებს გაუზიარეთ.