თუ ადამიანისთვის სიკეთე გინდა, არასოდეს აჩუქო ჯვარი ან ხატი. შედეგები საშინელი შეიძლება იყოს  

0
3884

საჩუქრებთან დაკავშირებით ბევრი უსაფუძვლო ცრურწმენა არსებობს. ხალხური ცრურწმენა საეკლესიო ატრიბუტებსაც გვერდებს არ უვლის. ჯვარს და ხატს საჩუქრად ხშირად ირჩევენ. ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ხატის და ჯვრის ჩუქება?

პაპარაცი ამ საკითხის განხილვას ეცდება.

შეიძლება ხატის ჩუქება?

მორწმუნეები ქრისტიანულ რელიქვიებს დიდი მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიან. რწმენის სიმბოლოებს უნებურად ანიჭებენ მისტიკურ თვისებებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან და მართლმადიდებლობასთან. შეუცნობელის შიში და უმაღლესი ძალებისადმი მორჩილება ასახვას პოულობს ხალხურ ნიშნებში, რომლებსაც სასულიერო პირები არ აღიარებენ.

ცრურწმენები ჯვარზე და ხატზე

ხალხში ხატის და ჯვრის ჩუქება ცუდ ნიშნად ითვლება. ზედმეტად მგრძნობიარე და ეჭვიანი ადამიანები ვარაუდობენ, რომ ნაჩუქარ ხატს მწუხარების და უბედურების მოტანა შეუძლია. ხალხს სჯერა, რომ ადამიანზე ხატიდან ხატის ყოფილი მფლობელის ბედი გადადის.

მრევლი დარწმუნებულია, რომ ნაჩუქარ ჯვარს შეუძლია ახალ მფლობელს გადასცეს იმ ადამიანის ავადმყოფობა და უსიამოვნება, ვის ხელშიც იყო. დარწმუნებულნი არიან, რომ ნაქონი ჯვრის გაჩუქება არ შეიძლება, რომ თქვენი „ჯვარი“ (ბედი) სხვას არ აჰკიდოთ.

მაშინაც კი, თუ ადამიანმა რწმენის სიმბოლო სუფთა ზრახვებით გააჩუქა, სხვას ბედნიერება შეიძლება წაართვას უნებურად. ამრიგად, შეგიძლიათ ზიანი მიაყენოთ თქვენს ნათესავს ან მის ოჯახს.

უსიამოვნება რომ არ მოხდეს, ცრუმორწმუნეები გირჩევენ ჯვრის ან ხატის საჩუქრად მიღებისას გამოსყიდვა გააკეთოთ: მჩუქებელს საჩუქრის სანაცვლოდ ხურდა მიეცით. რიტუალის ფესვები წარმართულ წარსულშია და ეკლესია ამას არ მიესალმება. თუმცა სჯობს ერთი სპილენძი გასწირო და დამშვიდდე, ვიდრე მიმოიხედო და ინერვიულო.

შეიძლება თუ არა ხატის და ჯვრის გაჩუქება?

ეკლესიის წარმომადგენლებს ხალხური ნიშნების არ სჯერათ. ისინი გვთხოვენ, რომ ხატები და ჯვრები აღვიქვათ, როგორც მართლმადიდებლობის სიმბოლო, და არა ინტერიერის ნივთი, ამულეტი ან აქსესუარი. ასე რომ, ხატის და ჯვრის ჩუქება შეიძლება. მთავარია, თქვენი განზრახვა.

ნათლობის დღეზე ჯვრის ჩუქება უკვე ტრადიციაა. ჯვრის ჩუქების შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს საეკლესიო დღესასწაული ან ანგელოზის დღე. ასეთი საჩუქარი სულიერი სწავლების სიმბოლოა. მონათლული ჯვართან ერთად ღვთის კურთხევას იღებს. თუ ნათესავებს საკუთარი ჯვარი არ აქვთ, ქრისტიანული სიმბოლო დაბადების დღისთვის შეგიძლიათ აჩუქოთ.

საყვარელი ადამიანისთვის მიცემული ხატი ან ჯვარი გულწრფელი სიყვარულის და უწმინდურისგან დაცვის სურვილის სიმბოლოა. როცა ჯვრებს ახალგაზრდები ცვლიან, უფლის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ. სწორედ ამიტომ, მსგავს საჩუქარს პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ.

მსგავსი ნივთები საეკლესიო მაღაზიებში შეიძინეთ. მორწმუნისთვის ხატის ან ჯვრის ფასს მნიშვნელობა არ აქვს. მასალა, რომლისგანაც დამზადებულია, დიდ როლს არ თამაშობს. თუ საჩუქარი საიუველირო მაღაზიაში შეიძინეთ, აუცილებლად უნდა აკურთხოთ.

ქრისტიანული რწმენის სიმბოლო მხოლოდ მონათლულ ადამიანს შეგიძლიათ აჩუქოთ. სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე და ათეისტებზე მსგავსი ნივთების გაჩუქება აკრძალულია.

ჩვეულებრივ, ხატებს და ჯვრებს ჩუქნიან ნათესავებს და ახლო მეგობრებს. საჩუქარზე უარის თქმა არ შეიძლება. თუ უცნობისგან ან არაკეთილმოსურნისგან მსგავსი საჩუქარი მიიღეთ, ეკლესიაში საკურთხევლად წაიღეთ. ამის შემდეგ თამამად დაიკიდეთ კისერზე, ხოლო ხატი სახლში შეიტანეთ ან უბრალოდ ეკლესიას შესწირეთ.