ამ დეტალს ყურადღება მიაქციეთ შეტყობინების დაწერისას. ერთ ნიშანს ყველაფრის შეცვლა შეუძლია

0
165

სოციალური ეტიკეტი მარტივი არაა. აღმოჩნდა, რომ რეალური ურთიერთობისგან ძალიან განსხვავდება. რა დავწეროთ მესენჯერში, რომ თანამოსაუბრემ სწორად გაგვიგოს? ამის შესახებ პაპარაცი გიამბობთ. ვიცით, როგორ გადმოვცეთ ემოციები ტექსტის საშუალებით.

პირისპირ საუბარში მაშინვე შეგვიძლია ადამიანის განწყობის შეფასება. რეალურ ურთიერთობაში ტონს ვადაბლებთ, თუ ჩვენი ტირადის დასრულება გვინდა. აზრებს შორის პაუზებს ვაკეთებთ, ცალკეულ სიტყვებზე აქცენტს ვაკეთებთ. აქ ყველაფერი, თითქოს, გასაგებია. თანამოსაუბრის ტონს და განწყობას ვიჭერთ, მის მიმიკას და ჟესტებს ვაკვირდებით. სხვა საქმეა ვირტუალური კომუნიკაცია.

რა შეტყობინებები დავწეროთ

მიმოწერაში თანამოსაუბრეს ვერ ვხედავთ და მისი განწყობის შეფასება არ შეგვიძლია. საუკეთესო შემთხვევაში, ამის შესახებ თავად მოგვწერს. თუმცა ურთიერთობის მსვლელობისას განწყობა შეიძლება შეიცვალოს და ამ სუსტი ზღვარის დაჭერა რთულია. როგორ გადმოვცეთ ემოციები ბეჭდური სიტყვებით? ონლაინ კომუნიკაცია მხოლოდ სიტყვები არაა. ესაა ემოჯების, პუნქტუაციის ნიშნების, შემოკლებების და აბრევიატურების უზარმაზარი რაოდენობა. ეს ყველაფერი შეტყობინებას ემოციებით ავსებს. ახალგაზრდა თაობას აქვს სპეციფიკური ჟარგონიც, რომლის გაგებაც უფროს თაობას უჭირს.

ბინგჰემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მათ მოიწვიეს 126 სტუდენტი, რომელთაც წერდნენ შეტყობინებებს. თავის მხრივ, სტუდენტები ცდილობდნენ შეეფასებინათ განწყობები და ემოციები, რომელთაც ეს შეტყობინებები გადმოსცემდა. კვლევის ბოლოს გაირკვა, რომ სტუდენტები ძალიან კატეგორიულები იყვნენ მოკლე შეტყობინებების მიმართ, რომლებიც წერტილით მთავრდებოდა. ერთი შეხედვით, ყველასთვის ნაცნობი სასვენი ნიშანი, რომელიც ერთ წინადადებას მეორისგან ყოფს და გარკვეული აზრის დასასრულია. ოღონდ ეს ნიშანი გონივრულია მოცულობით ტექსტში ან გრძელ შეტყობინებაში.

შეტყობინებები, როგორიცაა „ოკ“, „არა“, „კი“, რომლებიც წერტილით მთავრდება, თანამოსაუბრეებში უარყოფით ემოციებს იწვევს. სტუდენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ადამიანი, რომელიც მოკლე შეტყობინების ბოლოს წერტილს სვამს, ცუდ ხასიათზეა და არ აქვს საკომუნიკაციო განწყობა. სწორედ ამიტომ, ასეთი მიმოწერა სწრაფად მთავრდება. თუ არ გინდათ, უვიცად ჩაგთვალონ, შეტყობინების ბოლოს წერტილი დაივიწყეთ. უმჯობესია, ასეთი შეტყობინების ბოლოს ჩასვათ ფრჩხილი ან ემოჯი.

ემოჯი და აბრევიატურა

ემოჯები მოიფიქრეს იმისთვის, რომ ნაბეჭდ ტექსტში ემოციების და განწყობის გადმოცემა შეძლებოდათ. მეგობართან მიმოწერისას ემოჯით შეძლებს გაიგოს, რა ხასიათზე ხართ. ხშირად შეტყობინება მხოლოდ ემოჯებით შედგენილი შეიძლება იყოს. ეს პრიმიტიული ადამიანების კლდის მხატვრობის გაციფრულებას წააგავს. ყოველი ახალი თაობა ცდილობს მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყოს. მათ თავად აირჩიეს კომუნიკაციის ეს სტილი.

ემოჯები უკვე მაჩვენებელია, რომ 30 წელს გადაცილებული ხართ. 20 წლის გოგო–ბიჭები ჟარგონებით და აბრევიატურებით კომუნიკაციას ირჩევს. ზოგჯერ ამ ნიშნების მნიშვნელობა მხოლოდ მათ იციან და ტექსტი დაშიფრულ პაროლს წააგავს. უფროსი თაობის ხალხი, რომელიც ცდილობს მოდას არ ჩამორჩეს, სპეციალურ ლექსიკონსაც ადგენს ამა თუ იმ აბრევიატურის აღნიშვნით.