60 წლის ვარ, არასოდეს დავოჯახებულვარ, შვილები არ მყავს. ახლა მზად ვარ ოჯახი შევქმნა, მაგრამ ერთი პირობით

0
18127

საქორწინო ხელშეკრულება ზოგიერთ ქვეყანაში პოპულარულია, მაგრამ ჩვენთან ინტრიგობად და სამარცხვინოდ ითვლება. თითქოს ასეთი გადაწყვეტილება თავისი არსებობით ამცირებს ქალის ღირსებას და ართმევს ბევრ უფლებას ქორწინებაში და განსაკუთრებით მას შემდეგ. ალბათ, მხოლოდ მამობის სავალდებულო ტესტს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ანტიპოპულარობის რეკორდით.

საქორწინო ხელშეკრულება ზოგიერთი მამაკაცისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით მათთვის, რომელთაც ცხოვრებაზე და ოჯახზე ტრადიციული შეხედულებები აქვთ. მათი აზრით, განქორწინება ყოველთვის მამაკაცის ბრალია, შესაბამისად, ის უნდა წავიდეს ოჯახიდან ტანსაცმლის პატარა ჩანთით ხელში. ყველაფერი დანარჩენი, რა თქმა უნდა, ცოლ–შვილს უნდა დარჩეს. ასეთი მიდგომა ყველას არ მოსწონს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ცდილობს მაქსიმალურად დაიზღვიოს თავი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როგორიცაა ქორწილი. ამის უფლება აქვთ.

საქორწინო ხელშეკრულება

თავს მოხუცად არასდროს ვგრძნობდი. მით უფრო, უფროსად. ახლახანს 59 წელი შემისრულდა. და რა? ჰობების უმეტესობა ახალგაზრდობიდან, სტუდენტობის წლებიდან შემომრჩა. მყავს ძველი მეგობრები, ჩვენი კომპანია არ დაინგრა, როგორც სხვების, ოჯახური და სოციალური პასუხისმგებლობის სიმძიმის ქვეშ. დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, გულწრფელად, ქალები ყურადღებას არ მაკლებდნენ. შვილები არ მყავს. როცა მარტო ცხოვრობ, ყველაფერს ისე აწყობ, როგორც შენთვის მომგებიანი იქნება. არ ფიქრობ საფენებზე და არ ისმენ ცოლის მორიგ წუწუნს.

შვილები არ მყავს და არც მეყოლება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არ ვარ მეფე ან ფენომენალურად განვითარებული ადამიანი, რომელმაც თავისი გენი ისტორიას უნდა დაუტოვოს. როგორც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 99,9%. არ მაქვს შინაგანი უკმაყოფილების განცდა, რომ გვარს ვერ გავაგრძელებ. ბავშვთა სახლებში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც სხვებისგან არაფრით განსხვავდებიან. რატომ არ ჩქარობენ უნაყოფო წყვილები მათ სახლში წაყვანას? მგონი შორს წავედი. გთხოვთ, მაპატიეთ.

6 თვის წინ ერთი მშვენიერი ქალი, ლიზი გავიცანი. მარტოხელაა. ქვრივი, მთელი ცხოვრება ერთ კაცთან გაატარა. მისი თქმით, თავიდან ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ შემდეგ მოვიდა რუტინა, ყოველდღიურობა. ხომ გესმით. ქორწინება ყელზე დაადგა. შვილები არ უნდოდა, უფრო სწორედ, შვილებისთვის ასეთი მამა არ უნდოდა, მაგრამ განქორწინებისთვის გამბედაობა არ ყოფნიდა. რას იტყვიან ნათესავები და მეზობლები? ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი აზრი გამეთვალისწინებინა. მაგრამ ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ.

ვფიქრობ, ახლა მივაღწიეთ სულიერი სიახლოვის იმ დონეს, რომ დავქორწინდეთ. ლიზი ნამდვილად კარგი ადამიანია. წინააღმდეგი არ ვარ, მასთან ერთად დარჩენილი ცხოვრება გავატარო. კარგი ბინა მაქვს, შეუძლია მისი ბინა გააქირავოს და მთელი ფული თავის სურვილებზე დახარჯოს! მაგრამ! ერთი მთავარი პირობა მაქვს, რომელსაც დღემდე ვერ ვამბობ. დიახ, საქორწინო ხელშეკრულება.

ხომ გესმით, ასაკთან ერთად ადამიანის მდგომარეობა არ უმჯობესდება. არც ფიზიკურად, არც ხასიათის მხრივ. ეს უკანასკნელი უფრო მეტად მაწუხებს. შემიძლია ჩემს ჯერ კიდევ შეყვარებულს ნორმალური ცხოვრება, მოგზაურობა და დასვენება არ მოვაკლო. უპრობლემოდ. მაგრამ არ მინდა, ეს ჩვენი კავშირის თვითმიზანი იყოს. მთელი ცხოვრების მანძილზე არა ერთ ქალს და გოგოს შევხვდი. მათ უმეტესობას სურდა ბანალური სარგებლის მიღება კაცისგან და კარგად ცხოვრება. მეტი არაფერი.

ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შევნიშნე და დროთა განმავლობაში უფრო დავრწმუნდი. სწორედ ამიტომ, თუ ჩემს შეყვარებულს მსგავსი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, არ მინდა მისი მოსიარულე საფულე გავხდე. ჩემთვის ჩემს ასაკში მსგავსი ურთიერთობის გაცნობიერებაც ამაზრზენია. სხვათა შორის, ბევრმა ქალმა უნდა გამიგოს. მათ ხომ თავად არ მოსწონთ ალფონსები, ასეა, გოგოებო? მეც იმავეს ვამბობ.

კარგი იქნება, თუ განქორწინების შემდეგ ორივეს ჩვენ–ჩვენი დაგვრჩეს. ახალი სახლის ყიდვა გეგმაში არ მაქვს. მაქვს ორი მანქანა ავტოფარეხში. საჭმლისა და ტანსაცმლის ხარჯებს მე გავიღებ. არა იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა მაქვს. ნუთუ სწორი არ იქნება, რომ არ მივცე ქონების ნახევარი ლიზის, თუ ჩემდამი დამოკიდებულება შეეცვლება და წასვლას ისურვებს? ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოფილი ქმარი ხომ ერთ მშვენიერ დღეს გადაუყვარდა.

მეგობრები მირჩევენ, მოვიცადო, ერთმანეთს უკეთ დავაკვირდეთ. წინააღმდეგი არ ვარ. ლიზის დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ზოგჯერ თავად მანიშნებს, რომ ჩვენს ასაკში თეატრში ერთად წასვლა ცოტა უცნაურია. ჩვენს ურთიერთობას ადარებს მოსწავლეებს, რომელთაც საიდუმლო რომანი აქვთ. რა თქმა უნდა, მის თამაშს ვყვები, ვხუმრობ, მაგრამ ყოველ ჯერზე უსიამოვნო ჟრუანტელს ვგრძნობ. ალბათ, ასე იგრძნობა შელახული ღირსება?

ვიცი, აქ ბევრი ჭკვიანი ადამიანია, ჩემზე ბევრად ჭკვიანი. იქნებ, ვინმემ კარგი რჩევა მომცეს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ლიზი ის ერთადერთია. მაგრამ როგორც ნებისმიერი შეყვარებული მამაკაცი შეიძლება ვცდებოდე, ანუ ყველაფერი, რისიც მეშინოდა და მთელი ცხოვრება გვერდს ვუვლიდი, ახლა შეიძლება თავს დამატყდეს. რა უნდა გააკეთო, როცა 60 წლის ხარ და პირველი წარუმატებელი ქორწინება გაქვს? ზომების მიღება მიწევს.

მხოლოდ ემოციების გარეშე, ქალების უხეში კომენტარების წაკითხვა არ მინდა. მოდით, ვისაუბროთ ადეკვატურად, შეურაცხყოფის გარეშე. ვიცი, რომ ზოგიერთი ქალი ძალიან ემოციურია, როდესაც საუბარი ურთიერთობებს ეხება. ეს არ გვჭირდება. სხვა ყველაფერში წარმატებას და სიკეთეს გისურვებთ. ვიმედოვნებ,  ეს ყველაფერი უხვად არის თქვენს ცხოვრებაში.