როგორ და რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მაყვლის კენკრა და ფოთლები სამკურნალოდ.

424
photo: rchevebi.com

მაყვალი – ძალიან გავრცელებული მცენარეა. მისი კენკრა არამხოლოდ გემრიელი, არამედ სამკურნალო პროდუქტიცაა. მცენარე იზრდება მდინარეების პირას, ბორცვებზე, ბუჩქებში, ხეობებში, წყალთან ახლომდებარე კლდეებზე. ეს მცენარე ხშირად შეგხვდებათ ტყეებში, გზებთან ახლოს. კენკრა სამკურნალოდ ითვლება და გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ მედიცინაშიც. ტყეში მაყვლის მოსაკრეფად წასვლისას არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მცენარის არამხოლოდ ნაყოფი, არამედ ფოთლებიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და შეიძლება ძალიან გამოგადგეთ.

  • მაყვლის კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, ორგანულ მჟავებს, შაქარს, Bჯგუფის, A, C და E ვიტამინებს, აზოტურ, პექტინურ, არომატულ და ტანინურ ნივთიერებებს, ასევე, კალიუმის, სპილენძისა და მარგანეცის მარილებს.
  • მაყვლის ფოთლები შეიცავს: ტანინებს, ვაშლის, რძის, მჟაუნ- და ღვინის მჟავებს, ასევე, ინოზიტს.

 

ძველი დროიდან, მაყვლის კენკრისა და ფოთლების ნაყენი დამამშვიდებელ და საერთოგამაძლიერებელ საშუალებად გამოიყენება. კენკრა გვეხმარება სახსრების დაავადებების, ანთებითი პროცესებისა და ხველის დროს. ასევე, კენკრა ჭრილობების შესახორცებლადაც გამოიყენება.მაყვლის უმი კენკრა, ასევე, მისგან მომზადებული ჩაი, ხალხური მკურნალების მიერ რეკომენდებულია კლიმაქსის პერიოდში, როგორც საერთოგამაძლიერებელი და დამამშვიდებელი საშუალება.

  1. ნევროზი. ნევროზის დროს შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა პიტნა და მაყვალი. დააქუცმაცეთ და შეურიეთ ორივე მცენარის 2-2 ს.კ. ფოთლები, დაასხით მასას ემალირებულ ქვაბში 1 ლ წყალი, აადუღეთ, მაშინვე  გამორთეთ ცეცხლი, გადაწურეთ და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  2. გადაციება, გაციება. ძლიერი გადაციების დროს, ანთებითი პროცესის თავიდან ასაცილებლად, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ 50 გ მაყვლის ნაყენი არაყით.
  3. ჰერპესი. შეურიეთ წინასწარ დაქუცმაცებული 30 გ მუხის ქერქი, 10-10 გ კალენდულას ყვავილები, მაყვლის კენკრა, მინდვრის ცხენისკუდასა და ვერბენას ბალახები, დაასხით 3 ს.კ. მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ გათბობამდე, გადაწურეთ და თბილი ნაყენით ჩამოიბანეთ დაზიანებული ადგილები.
  4. დიზენტერია, სისხლიანი ფაღარათი. ჭინჭრისა და მაყვლის ფოთლები შეურიეთ თანაბარი რაოდენობით. 1 ს.კ. მასას დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით და მიიღეთ ყლუპებად დღის განმავლობაში.
  5. ძლიერი მოწამლვა, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ფაღარათი. მოწამლვას, რომელსაც თან ახლავს ფაღარათი და ღებინება, გაუმკლავდება მაყვალი. 4-5-ფოთლიანი მაყვლის ტოტი მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში, ხარშეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და, გაგრილების შემდეგ, ნელა დალიეთ ნახარში. ყველაფერი ერთი მიღების შემდეგ გაგივლით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს