დღეში 3 გ მცენარის თესლი ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს…

1068

ერთხელ, ჩემს თანამშრომელს აფთიაქში თეთრად შლისა და საშვილოსნოს მილების ანთებისთვის ანისულის შეძენა ურჩიეს. რომ არ აეს რჩევა, იგი დღემდე იწვალებდა – ივლიდა ექიმიდან-ექიმთან, ისევ საავადმყოფოში მოხვდებოდა.

კარგია, რომ რიგში შეხვდა ერთ ქალს, გაესაუბრა მას და გაიგო მისი გამოცდილების შესახებ. ქალმა უთხრა, რომ მისმა დაქალმა იმკურნალა ანისულით, თუმცა რეცეპტი არ იცოდა. ჰოდა, ჩემმა მეგობარმა თავად იპოვა რეცეპტები – ახლა ხომ ფიტოთერაპიის შესახებ წიგნები მრავლადაა.

როგორ ვიმკურნალოთ ანისულით

ანისული ჰიპოკრატესა და ავიცენას დროიდან პოპულარულია. მცენარით კურნავდნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყოველგვარ დარღვევას, თირკმლების, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთებით დაავადებებს, ნუშისებრ ჯირკვალთა ანთებებს, ხმის დაკარგვას, ბრონქულ ასთმასა და ყივანახველას.

თუ ბალახის ნაყენით თვალებს გამოივლებთ, გაუმჯობესდება მხედველობა, შემცირდება თვალშიდა წნევა. ანისული აძლიერებს მამაკაცურ პოტენციას. ავიცენა ანისულის შესახებ წერდა: “…იგი აძლიერებს შარდის გამოყოფას, წმენდს საშვილოსნოს თეთრი გამონადენისგან, აღაგზნებს სექსუალურად, იწვევს მამაკაცს ქალისკენ…”

ოფიციალურ მედიცინაში ანისული

  • გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო და ამოსახველებელი საშუალება ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს.
  • შედის ხველის მიქსტურების სემადგენლობაში. მრავალი წლის წინ, გაციების დროს, მკურნალები “დანიელი მეფის წვეთებს” ნიშნავდნენ, მისი დაუვიწყარი გემო კი ანისულის ზეთით განისაზღვრებოდა.
  • ხანდახან პრეპარატების შემადგენლობაში მხოლოდ გემოს გასაუმჯობესებლადაც გამოიყენება.

ხალხურ მედიცინაში 

  • ანისულის თესლი აუმჯობესებს ნაწლავების მოტორიკას, ამცირებს გულის კუნთის აგზნებადობას (ანუ არეგულირებს გულის რიტმს).
  • ანისული სასარგებლოა მეტეორიზმის, ნაწლავური კოლიკების დროს.
  • ნერვული სისტემის გასაძლიერებლად სვამენ ანისულის ჩაის, რომლის შემადგენლობაში, აგრეთვე, შედის ბეგქონდარა და მუხუდო. მართალია, ამ ჩაის არათვალსაჩინო შარდმდენი და საფაღარათო თვისებები აქვს.
  • 3 გ ანისულის თესლი დღეში არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს – ანისულის მოხმარება, თუნდაც სანელებლის სახით, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარებას/
  • ითვლება, რომ ანისულის მოხმარება აუმჯობესებს ლაქტაციას. თუ გაითვალისწინებთ, რომ იგი ხსნის ნაწლავურ კოლიკებსაც, ბავშვისთვის მას ორმაგი სარგებელი ექნება, ხოლო დედას დიეტურ კვებას გაუმრავალფეროვნებს.

სალპინგიტი (საშვილოსნოს მილების ანთება)

ანისულის 100 გ ნაყოფი დააფქვიეთ, შეურიეთ 0.5 კგ თაფლს და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღესი სამჯერ, ჭამამდე ცოტა ხნით ადრე, წყლის დაყოლებით. სასარგებლოა მასთან ერთად მიიღეთ მსხალიჭას ფოთლების ნაყენი – 30-40 წვეთი დღეში სამჯერ.

ამენორეა (მენსტრუაციის უდროო შეწყვეტა)

დაასხით 4 ჩ.კ. ანისულის თესლს 1 ჭიქა წყალი, დაახურეთ და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ.

თეთრად შლა

1 ჩ.კ. თესლი დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში 2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ. თუ ყოველდღე საშოს აბაზანებს გაიკეთებთ ანისულის ნაყენით, ეფექტს უფრო სწრაფად მიიღებთ.

იმპოტენცია

ანისულის ამ მიზნით გამოყენების ერთ-ერთი საშუალებაა ყოველდღე 3 გ თესლის ან 3-5 წვეთი თესლის ეთერზეთის მიღება.

წყლულები ცხვირში

მათ სწრაფად მოაშუშებს ცხვირში შედებული, წყალში ჩალბობილი ანისულის ნაჭრები.

ანისულის ნაყენი

არ შეიძლება არ ითქვას რამდენიმე სიტყვა ანისულის არაყზე ან ნაყენზე, რომლებიც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ. აი, ერთ-ერთი უძველესი რეცეპტი.

  • აიღეთ 1 ფუნტი ანისული, ბეგქონდრის 12 კოჭი, იის ფესვების 9 კოჭი და 10.5 კოჭი მშრალი ლიმონის ქერქი.
  • დააფქვიეთ წვრილად და დაასხით 6 დამასკი გამორჩეული ღვინო და ჭაჭა.

თანამედროვე საზომ სისტემასთან ადაპტირებული ინგრედიენტთა რაოდენობა ასეთი იქნება:

  • 100 გ ანისული
  • 1½ ს.კ. ბეგქონდარა
  • 1 ს.კ. იის ფესვები
  • 1½ ს.კ. მშრალი ლიმონის ქერქი
  • 2 ლ გამორჩეული ღვინო (ან კარგი არაყი).

უკუჩვენებები

ანისული არაა რეკომენდებული მსხვილი ნაწლავის ატონიის დროს. უკუჩვენებებიდან ცნობილია, რომ ანისულს შეუძლია ფოტო- და კონტაქტური დერმატიტის გამოწვევა. სანელებლის მოხმარება არ შეიძლება ფეხმძიმობის დროს (საშვილოსნოს შეკუმშვის საფრთხის გამო), ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების (ანისულს შეუძლია ანთებული ლორწოვანი გარსის დამატებითი გაღიზიანება) შემთხვევაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს