ყოველდღე ვიმეორებთ ერთსა და იმავე ფესვგადგმულ ჩვევას, რომელიც სიბერეს აჩქარებს

0
186

რომელ ქალს არ სურს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე? უდავოდ, არც მამაკაცებს სურთ დაბერება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარშემო ამდენი ახალგაზრდა ქალია. თუმცა ამჟამინდელ თაობას შეიძლება ეწოდოს „დაბერებული ახალგაზრდობა“. რა იწვევს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებში? პაპარაცი ამის შესახებ გიამბობთ.

თუ ადრე კოსმეტიკური კაბინეტების კლიენტთა საშუალო ასაკი 45+ იყო, ახლა ეს ციფრი განახევრებულია. რა იწვევს კანის და ზოგადად ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას? სხვადასხვა სახის დიეტა და ფიტნესი, კოსმეტიკური პროცედურები და კანის მოვლა. კაცობრიობა ცდის სხვადასხვა წამებას, რომ ახალგაზრდობა და სილამაზე შეინარჩუნოს. ოღონდ ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ და რაც ჯანმრთელობას აზიანებს.

ორგანიზმის დაბერება

ცოტა ხნის წინ იადვიგ გიბულტოვიჩმა, ორეგონის შტატის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრირებული ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, აღმოჩენის შესახებ განაცხადა. გაირკვა, რომ მანათობელი დიოდები, რომლითაც აღჭურვილია გაჯეტები და სინათლის მოწყობილობები, ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩქარებს. დაბერების პროცესზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოწყობილობის მიერ გამოსხივებული ცისფერი შუქი. ამ სინათლისგან იტანჯება არა მხოლოდ კანის უჯრედები, არამედ ცხიმოვანი უჯრედები და  სენსორული ნეირონების უჯრედები. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ მონიტორის და ტელეფონის ეკრანთან, მით მეტ სტრესს იღებს ჩვენი უჯრედები და მით უფრო სწრაფად ცვდება და კვდება.

კვლევა ადამიანებზე ჯერ არ ჩატარებულა. მხოლოდ ხილის ბუზებზე, რომლებიც ზოგიერთ გამაღიზიანებელზე ისე რეაგირებენ, როგორც ადამიანები. კვლევის ფარგლებში ბუზები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ენერგოდამზოგავი ნათურის ცისფერი შუქის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბუზების მეორე ჯგუფი სრულ სიბნელეში იყო. კაშკაშა სინათლის ზემოქმედების გამო სტრესზე პასუხისმგებელი გენები უფრო ინტენსიურად გამომუშავდა. ბუზების ორგანიზმი მუდმივად ინტენსიურ მდგომარეობაში იყო, რამაც მათი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.

„სუქცინატი აუცილებელია საწვავის წარმოებისთვის ყველა უჯრედის ფუნქციონირებისთვის და ზრდისთვის. ცისფერი სინათლის ზემოქმედების შემდეგ სუქცინატის მაღალი დონე შეიძლება შევადაროთ გაზს, რომელიც ტუმბოშია, მაგრამ არ შედის მანქანაში“, – განმარტა პროფესორმა გიბულტოვიჩმა. „კიდევ ერთი შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო ის, რომ მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნეირონებს შორის კომუნიკაციაზე, როგორიცაა გლუტამატი, უფრო დაბალ დონეზეა ცისფერი სინათლის ზემოქმედების შემდეგ“.

მეცნიერი იმედოვნებს, რომ ამ პრობლემას უფრო ღრმად შეისწავლის. მხოლოდ უკვე პირდაპირ ადამიანებზე. კვლევის დროს ბუზები ძალიან ძლიერი ცისფერი სინათლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, ამიტომ უჯრედულ დონეზე დაზიანება უმოკლეს დროში მოხდა. ტელეფონის, პლანშეტის, კომპიუტერის და სხვა გაჯეტების ეკრანები გაცილებით ნაკლებ ცისფერ სინათლეს ასხივებს. რა თქმა უნდა, ეს არც ისე მკვეთრ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის დაბერებაზე, მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი მონიტორთან, მით უფრო მეტ ცისფერი სინათლის დოზას იღებს მისი კანი.

ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად არა მხოლოდ სწორად უნდა იკვებოთ და კანზე იზრუნოთ. საჭიროა, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და ურთიერთობა გქონდეთ ახლობლებთან რეალურ დროში და არა მხოლოდ სოციალური ქსელებით.